x
image
მაკა ნიკვაშვილი
Mediator image
"ნაძირალა ქსელების ჩემს რეიტინგში დაწინაურდა..." - რა შეემთხვა ნინო ჯანგირაშვილს

image


ჟურნალისტი და ტელეკომპანია "კავკასიის" დირექტორი ნინო ჯანგირაშვილი სოციალურ ქსელში პოსტს ავრცელებს, სადაც სუპერმარკეტის ქსელ "ნიკორაში" თავსგადამხდარი ერთი უსიამოვნო შემთხვევის შესახებ წერს და ზემოაღნიშნულ კვების პროდუქტების მწარმოებელ კომპანიას "ნაძირალას" უწოდებს:


"ნაძირალა ქსელების ჩემს რეიტინგში დღეს დაწინაურდა ნიკორა. შევედი სახლთან ახლოს, ვიყიდე რაღაცეები, გამოვედი და მერე დავფიქრდი, რომ თანხა იმაზე ბევრად მეტი გადავიხადე, ვიდრე ვვარაუდობდი. ჩავხედე ჩეკს და ფასები, რაც პროდუქტს დახლზე ეწერა, იმაზე ბევრად მეტია. შევბრუნდი. მეთქი რატომ ეწერა ეს ფასები. და ჩეკში ასე რატოა. შენ უნდა დაკვირვებოდიო, ნამდვილი ფასი სინამდვილეში სულ სხვაგან ეწერაო. კარგი მეთქი, ესეიგი მე ვარ დებილი.


წამოვედი. მოვედი სახლთან, გავაჩერე მანქანა, ავიღე პარკი რომ ავიტანო სახლში. შევხედე, გახეულია და ეს ჩემი ოთუსბირად ნაყიდი პროდუქტი დაკარგულია. მაღაზიიდან მანქანამდე გაიხა სადღაც აშკარად, სულ ხუთი მეტრის მანძილზე მაქსიმუმ; მივბრუნდი, მეთქი აქ ხომ არ გადმომივარდა. არაო.


აი ისეთი სახით მიყურებენ ეს ჩემზე უფრო დაღლილი ბავშვები, შენღა გვაკლიხარო რა. მენეჯერი არ არისო. ანუ ისეთ პარკს ყიდიან ყველა სხვა სიკეთესთან ერთად, რომ გეხევა ორ ნაბიჯში და პროდუქტი გეკარგება. ნიკორა • Nikora მადლობა, რომ დღის ბოლო ასე გამილამაზეთ." - წერს ტელეწამყვანი ნინო ჯანგირაშვილი სოციალურ ქსელში.





0
325
შეფასება არ არის
ავტორი:მაკა ნიკვაშვილი
მაკა ნიკვაშვილი
Mediator image
325