კინო 48 წლის პენელოპე კრუზი გაშიშვლდა ჟურნალის გარეკანისთვის(ფოტო) 2022, 24 დეკემბერი, 16:26
ამ ასაკში მსახიობი მაქსიმუმ 20 წლის გოგოსავით გამოიყურება.
ესპანელმა მსახიობმა და მოდელმა პენელოპე კრუზმა თაყვანისმცემლებს საახალწლო საჩუქარი გაუკეთა და ჟურნალ Dust-ის საახალწლო ნომრის გარეკანზე გაშიშვლდა. ელეგანტური შავ-თეთრი ფოტო სოციალურ ქსელში მის გვერდზე გამოჩნდა, რასაც მომხმარებლების მხრიდან მაშინვე დიდი გამოხმაურება მოჰყვა. 48 წლის სელებრითი ფოტოგრაფის კამერისკენ სანახევროდ ზურგით არისა მიტრიალებული და შიშველ მკერდზე ხელები აქვს მიფარებული. მსახიობს აცვია ვინტაჟის სტილის მაქმანებიანი სასაცილო ტრუსი. უამრავი დადებითი და საქებარი კომენტარების და 143 ათასი მოწონების მიუხედავად, გამოჩდნენ ადამიანები, რომლებმაც გააკრიტიკიეს მსახიობის გარეგნობა. ” ძალიან გამხდარი ხართ”, - დაწერეს წონიანი ქალბატონების მოყვარულებმა. „შენ გვატყუებ. ისეთი შეგრძნებაა, თითქოს ეს ფოტო დიდი ხნის წინ არის გადაღებული“, - წერენ სკეპტიკოსი მომხმარებლები. თუმცა ვარსკვლავის თაყვანისმცემლების ხალისიანი კომენტარები მაინც ბევრად ჭარბობდა, კრუზს უმტკიცებდნენ, რომ ის არის "ყველაზე ლამაზი მსახიობი" და უკვირთ, თუ როგორ ახერხებს ასეთ სოლიდურ ასაკში გამოიყურებოდეს 20 წლის გოგოსავით. პენელოპე კრუსის (ქალიშვილობის გვარი სანჩესი)სამსახიობო კარიერა იწყება სერიალში "ვარდის სერია"(1991), სადაც ეპიზოდური როლი შეასრულა; მის პირველ წარმატებად კი ითვლება ბიგას ლუნას „ლორი, ლორი“ (1992), რომლისთვისაც კრუზი ნომინირებული იყო გოიას ჯილდოზე საუკეთესო მსახიობი ქალისთვის. პენელოპე კრუსის საერთაშორისო კარიერა უკავშირდება პედრო ალმოდოვარის ფილმს „ყველაფერი დედაჩემის შესახებ“. ამის შემდეგ მსახიობს იწვევენ ინგლისელი, ამერიკელი და ნორვეგიელი რეჟისორები. 2001 წელს კრუსმა ტომ კრუზთან ერთად ითამაშა ფილმში „ვანილის ზეცა“ და მათ შორის რომანი დაიწყო, რომელიც გაგრძელდა 2004 წლამდე. 2006 წლის კანის კინოფესტივალზე პენელოპე კრუსმა მიიღო პრიზი ქალის როლის საუკეთესო შესრულებისთვის პედრო ალმოდოვარის ფილმში „დაბრუნება“. მან განაგრძო წარმატებული კინოკარიერა, ითამაშა ორმოცდაათზე მეტ ფილმში, მათ შორის სხვადასხვა ჟანრის ფილმებში, " გაღვიძება რინოში", "გოთიკა, "ნოელი", "საჰარა" სხვა . არის "ოსკარის" მფლობელი (პირველი ესპანელი ქალი მსახიობი, რომელმაც ეს ჯილდო მიიღო) და BAFTA, ოქროს გლობუსის ნომინანტი საუკეთესო მეორეხარისხოვანი როლის შემსრულებელი ფილმში"ვიკი კრისტინა ბარსელონაში". ასევე თამაშობდა ფილმებში "დაბრუნება" და "ცხრა", რისთვისაც ნომინირებული იყო "ოსკარზე" და "ოქროს გლობუსზე". იგი ჰოლივუდის დიდების ხეივანში სახელობითი ვარსკვლავის მფლობელია. 281 2-ს მოსწონს
|