სხვა დაივიწყეთ მარგანცოვკა: რა უნდა ქნას ქალმა თუ პრეზერვატივი გაიხა 2022, 23 დეკემბერი, 13:11
არავითარი პანიკა! სამწუხაროდ, ასეც ხდება. მაგრამ თუ ამას სქსეობრივი კავშირის შემდეგ მაშინვე შეამჩნევთ, გამოუსწორებელი არაფერია, უბრალოდ გაითვალისწინეთ ექიმ-გინეკოლოგის რჩევები, რომელსაც ქვემოთ გაეცნობით.
„თუ სქესობრივი აქტის შემდეგ დაუყოვნებლივ აღმოაჩენთ, რომ პრეზერვატივი გაიხა, გამოიყენეთ გადაუდებელი კონტრაცეფციის ნებისმიერი ხელმისაწვდომი საშუალება ინსტრუქციის მიხედვით- ნუ ეცდებით პრეპარატის ჩანაცვლებას ჩვეულებრივი ორალური კონტრაცეპტივებით - თუმცა სწორი დოზით მიღებამ შესაძლებელია თავიდან აგაცილოთ არასასურველი ორსულობა და ისე, რომ არც დააზიანოს ჯანმრთელობა, მისი გამოთვლა მხოლოდ ექიმს შეუძლია. რეკომენდებულია გადაუდებელი კონტრაცეფციის გამოყენება დაუცველი კონტაქტიდან 72 საათის განმავლობაში, მაგრამ უმჯობესია არ დააყოვნოთ: ასეთი საშუალებები ყველაზე ეფექტურია პირველ დღეს, შემდეგ ყოველ 2-4 საათში მათი ეფექტი სუსტდება."-ამბობს ექიმი. "თუ არ გაქვთ თირკმელებისა და ღვიძლის მძიმე უკმარისობა, გადაუდებელი კონტრაცეფციის გამოყენების დროს არ არის აუცილებელი ექიმთან კონსულტაცია: ამ პრეპარატების მთავარი უკუჩვენება ორსულობაა, მნიშვნელოვანია, არ დაკარგოთ დრო. გაითვალისწინეთ, რომ ისინი ეფექტურია მხოლოდ ციკლის ოვულატორულ ფაზაში, რომლის ზუსტად გამოთვლა ყოველთვის არ არის შესაძლებელი, აუცილებლად ჩაიტარეთ ორსულობის ტესტი 10-14 დღის შემდეგ და დადებითი შედეგის შემთხვევაში მიმართეთ გინეკოლოგს. გახსოვდეთ, რომ გადაუდებელი კონტრაცეფცია არ დაგიცავთ ინფექციებისგან. ისინი მხოლოდ ორსულობის თავიდან აცილებას უწყობს ხელს. მაშინაც კი, თუ პარტნიორთან დიდი ხანია ცხოვრობთ და კარგად იცნობთ მას, მაინც უნდა გაიაროთ კვლევა ლაბორატორიაში. ძველი გამონათქვამისა არ იყოს"ენდე, მაგრამ შეამოწმე." „პრეზერვატივის მცირე დეფექტმაც კი შეიძლება გამოიწვიოს სქესობრივი გზით გადამდები ინფექციები. ნუ მიმართავს თვითმკურნალობას!არ გეგონოთ, რომ მხოლოდ კალიუმის პერმანგანატი გიშველით, ხალხი რომ "მარგანცოვკას" უწოდებს. - როგორც წესი, ისინი დაუყოვნებლივ არ ჩნდება, ამიტომ 7-10 დღის შემდეგ უნდა ჩაიტაროთ ანალიზები: ეს არის ნაცხი ქლამიდიოზზე (chlamydia trachomatis), გონორეაზე (neisseria gonorrhoeae), ტრიქომონიაზზე (trichomonas vaginalis), მიკოპლაზმა გენიტალიუმზე, 1 და. 2 ტიპის ჰერპეს ვირუსზე და პაპილომას მე-16 და მე-18 ვირუსზე ამ დროის გასვლამდე უნდა მიმართოთ ექიმს მხოლოდ სიმპტომების გამოვლენის შემთხვევაში: ქავილი, არადამახასიათებელი გამონადენი (არაჩვეულებრივი ფერი, ტექსტურა, სუნი). მიზანშეწონილია მიკროფლორის ანალიზების ჩაბარებაც - რაოდენობრივი ტესტები პათოგენური მიკროორგანიზმებისთვის, რომლებმაც შეიძლება გამოიწვიოს ბაქტერიული ვაგინოზი. უპირველეს ყოვლისა, ეს არის Mycoplasma hominis, Gardnerella, Ureaplasma, Candida albicans. 216 2-ს მოსწონს
|