x
მეტი
  • 27.04.2024
  • სტატია:134547
  • ვიდეო:351974
  • სურათი:508610
ამბავი XIX საუკუნის სვანეთიდან...
სვანეთში, ერთ ოჯახში ეთნოფოლკლორით დაინტერესებული უცხოელი სტუმრები უკვე სუფრასთან სხედან, მასპინძელი ქალი სუფრას შლის, ბავშვები შორიდან უყურებენ რა ხდება, დიდ ოთახში სადაც მაგიდა ცენტრშია, ოჯახის უფროსმა განსხვავებული სასმისი გამოიტანა და ოჯახის ყველა წევრი სტუმრის ირგვლივ ტრიალებს. დადგა ჯერი ვახშმისა და სვანური სიმღერის. სტუმარი, რომელიც ასევე ოჯახთან ერთადაა საქართველოში ერთი კვირით ჩამოსული გულიანად აგემოვნებს კერძებს, ათვალიერებს სხვადასხვა სახის ორნამენტებს, ნახა კოშკი, წინაპართა საფლავები, ძველი იარაღები... მზის ჩასვლა მთებს მიღმა... და ოჯახის თავკაცს უსმენს. კაცი მიუყვება სადღეგრძელოებს, ყვება გვარის, კუთხის, ქვეყნის ისტორიაზე, სამივე თაობის თანაცხოვრებაზე და ასევე დაინტერესდა სტუმრის საგვარეულო ისტორიით; სტუმარმა მოყვა წარმატებულ კარიერაზე, სამსახურზე, ლამაზ ოჯახზე, მეუღლესა და ბავშვებზე. მასპინძელმა იკითხა მშობლები თუ ყავდა სტუმარს, რომ შემდეგი სადღეგრძელო მათი ჯანმრთელობის ყოფილიყო; გაირკვა რომ დედა გარდაცვლია, მამა კი მოხუცებულთა პანსიონში შვიდი წელია ცხოვრობს. და ის ერთი წელია არ უნახავს თუმცა სტაბილურად იხდის პანსიონის ფულს.


მასპინძელმა დადგა სასმისი. თქვა, რომ იქ სადაც მშობლებს მარტოხელათა პანსიონში, თუნდაც მდიდრულში ტოვებენ, მათთვის ვერ იმღერებდა.


გაშრა ყელი და სტუმარიც.


ოთახიდან ოჯახის პატრონი მძიმე ნაბიჯებით გავიდა- სუფრა და საფიქრალი უცხოელ სტუმარს დაუტოვა.



გავიდა წელი.


ოჯახის უფროსთან წერილი მოვიდა სვანეთში:


"არ მინდა მოვკვდე ისე, რომ არ ვნახო ქვეყანა, რომელმაც დამიბრუნა შვილი. მომცა ბედნიერება გამეცნო და მოვფერებოდი ჩემს შვილიშვილებს."

image
წყარო:Mcvane.Ge
ვიტორიო სელა (XIX საუკუნე)
0
263
შეფასება არ არის
ავტორი:თეონა გორდეზიანი
თეონა გორდეზიანი
263
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0