"ოღონდ ეს კაცი მოაშორე ქართულ პოლიტიკას და მეტი არაფერი მინდა!" - ვისზე საუბრობს თამარ ჩერგოლეიშვილი
"ტაბულას" დამფუძნებელი თამარ ჩერგოლეიშვილი საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის "ვივა მედის" კლინიკიდან სასამართლოში დისტანციურად ჩართვას "ფეისბუქის" პირად გვერდზე ეხმაურება და წერს:
"ქართულ ენასთან გაიბუტა, რადგან საქართველოში მისი ილუზიები რეალობასთან სასტიკად დამარცხდა.
ძალიან ძლიერი და ღირსეული ნაბიჯია.
ღმერთო, ოღონდ ეს კაცი მოაშორე ქართულ პოლიტიკას და სადმე სხვაგან აცოცხლე - მეტი არაფერი მინდა!
მე შევანგრევდი ციხის კარს რომ შემეძლოს, გავიტაცებდი და სადმე, ტიბეტში დავტოვებდი ბუდისტ ბერებთან."- ვკითხულობთ ჩერგოლეიშვილის პოსტში.
შეგახსენებთ, რომ დღეს, ექს - პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის სასამართლო პროცესი გაიმართა, სადაც მისთვის სასჯელის მოხდის გადავადებასთან ან მის სასჯელისგან გათავისუფლების შესახებ მსჯელობდნენ. საქართველოს მესამე პრეზიდენტი, სასამართლოს კლინიკა "ვივა მედიდან" დისტანციურად ჩაერთო.