x
image
კანონგარეშე
Mediator image
Mediator image
დონეცკში დაიჭრა "როსკოსმოსის" ყოფილი გენერალური დირექტორი დიმიტრი როგოზინი, მისი მდგომარეობა მძიმეა
image როგორც რუსული საინფორმაციო სააგენტო "ТАСС"-ი იუწყება, სამხედრო მრჩევლების ჯგუფის-"სამეფო მგლების" ხელმძღვანელი, "როსკოსმოსის" ყოფილი გენერალური დირექტორი დიმიტრი როგოზინი მძიმედაა დაჭრილი, ის დონეცკში რესტორანში იმყოფებოდა როცა რესტორნის დაბომბვა მოხდა უკრინული არტილერიის მიერ, სავარაუდოდ უკრაინელმა მზვერავის ან დივერსიული ჯგუფის მიერ მიწოდებული ინფორმაციით მოხდა აღნიშნულ რესტორანზე ფრანგული თვითმავალი 155 მილიმეტრიანი ჰაუბიცით "ცეზარი" დარტყმა.


დარტყმა ზუსტი იყო და ცეცხლის კორექტირება საჭირო არ გამხდარა, ჭურვმა პრაქტიკულად დაშალა საკმაოდ დიდი რესტორანი.


როგოზინი რესტორან "შეშ-ბეშ"-ში 59-ე დაბადების დღეს აღნიშნავდა მეგობრებთან ერთად, დაიჭრა ასევე დონეცკის თვითაღიარებული რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე, ეთნიკურად უკრაინელი მოღალატე ვიტალი ხოცენკო. მისი პირადი მცველი და კიდევ ერთი მათთან მყოფი პირი ადგილზევე დაიღუპნენ.


"როსკოსმოსის" ყოფილი გენერალური დირექტორის მდგომარეობა მძიმეა, ის ნამსხვრევებითაა დაჭრილი თავის, დუნდულების, მარცხენა ბარძაყის და ხერხემლის არეში.



ექიმების თქმით, ხერხემალში გაჭედილი ნამსხვრევის ამოღება ვერ მოხერხდება, რადგან სიცოცხლისათვის მაღალი საფრთხის შემცველია.


უკრაინის გენერალური შტაბის უფროსმა რამდენიმე დღის წინ გნაცხადა, რომ უკრაინული შურისძიება მიწვდებოდა ყველას და ყველგან იმ პირებს, ვისაც კი უკრაინელების სისხლში ჰქონდა ხელი გასვრილი.




0
194
4-ს მოსწონს
ავტორი:კანონგარეშე
კანონგარეშე
Mediator image
Mediator image
194