x
image
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
"იცით, რომ ბადრი ესებუა დაიჭირეს?..არც მე ვიცი...რატომ?"-თამო კეშელავა

image

ჟურნალისტი თამო კეშელავა სოციალურ ქსელში ირონიულ პოსტს წერს შინაგან საქმეთა სამინისტროს მისამართით, რომელიც "საქართველოს ბანკის" მძარცველს ბადრი ესებუას შეეხება.


"იცით, რომ ბადრი ესებუა დაიჭირეს?
არ იცით, ხო?
ხოოო...
არც მე ვიცი.
რატომ?
არ დაუჭერიათ და იმიტომ.
62 ადამიანი დაიჭირეს დღეს და არც ერთი ბადრი, არც ერთი ესებუა...
ეტყობა, დღეს პარასკევია...
მართლა, იცით ანეგდოტი ოთხშაბათზე? თუ იცით, აღარ წაიკითხოთ და თუ არ იცით, მოქმედება ხდება ქუჩაში:
–"ბრატ", დღეს ოთხშაბათია?
–არა, შაბათი.
–ვა, გუშინ იყო ოთხშაბათი?
–არა, გუშინ პარასკევი იყო (კატა რომ ძეხვს ვერ შეწვდა და შსს ესებუას)
–აააა, ანუ, ხვალაა ოთხშაბათი?
–არა, ხვალ კვირაა.
–ეეე, ოთხშაბათი ამოუღიათ, ტო..."
შეგახსენებთ, რომ ბადრი ესებუა 2020 წლის 21 ოქტომბერს, ზუგდიდში საქართველოს ბანკის ერთ-ერთ ფილიალში შეიჭრა და 43 ადამიანი მძევლად აიყვანა.
ესებუა ვერტმფრენს, უსაფრთხოების კორიდორსა და 500 000 დოლარს ითხოვდა, წინააღმდეგ შემთხვევაში, მძევლების დახოცვით იმუქრებოდა. შვიდ საათიანი მოლაპარაკების შემდეგ გვიან ღამით გამტაცებელმა სამ მძევალთან და 500 000 დოლართან ერთად დატოვა შენობა. ესებუამ სამივე მძევალი გამთენიისას გაათავისუფლა და თვითონ მიიმალა.მას შემდეგ ორი წელი გავიდა, თუმცა სამართალდამცევებმა მისი აყვანა დღემდე ვერ შეძლეს.
აღნიშნულ საქმეზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე, 323-ე და 329-ე მუხლებით მიმდინარეობს, რაც ტერორისტულ აქტს, მძევლად ხელში ჩაგდებას ტერორისტული მიზნით და ცეცხლსასროლი იარაღის უკანონოდ შეძენა-შენახვა-ტარებას გულისხმობს.
0
320
2-ს მოსწონს
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
320
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0