x
image
ოტი
ჩეჩნეთში დანგრეულ მეჩეთში ნაპოვნი ქვა ქართული წარწერით

imageჩეჩნეთში, დანგრეულ მეჩეთში ნაპოვნი ქვა ქართული წარწერით, ჩეჩნური კულტურის ნიმუშია, ქართული ანბანით შესრულებული არტეფაქტი ყველაზე დიდი შემორჩენილი ტექსტია იმ მრავალს შორის, რასაც ჩრდილო კავკასიის მთელ ტერიტორიაზე აქამდე მიაკვლიეს:
„რუსებმა, როდესაც ჩრდილო კავკასიის ენების შესწავლა დაიწყეს, ისინი უმწერლობო ენებად გამოაცხადეს და თუ შუა საუკუნეებში ქართულ დამწერლობას ხმარობდნენ ჩრდილოკავკასიელები, აქამდე ძალიან მცირე ცნობები იყო და ახლა ნელ-ნელა გამოდის მასალა, სადაც ჩანს, რომ მართლაც ასე ყოფილა, რომ ქართული ანბანი მთელს კავკასიაში გამოიყენებოდა“, - ამბობს მიხეილ ლაბაძე, ქართველოლოგი, ფილოლოგიის დოქტორი.
პირველადი შესწავლის ნიადაგზე, აშკარაა, რომ ეს არის ვაინახურ ენაზე გაკეთებული წარწერა, რომლისთვისაც გამოყენებულია ქართული ანბანი. ადრეულ შუა საუკუნეებში ძლიერი კულტურული ასიმილაციის ნიადაგზე, არა მხოლოდ ვაინახები, არამედ სხვა ხალხები, ოსები, ინგუშები, იყენებდნენ ქართულ ასომთავრულ დამწერლობას და ეს თავისთავად სიახლე არ არის. მსგავსი არქეოლოგიური არტეფაქტები მრავლადაა მიკვლეული ამ ტერიტორიაზე.
ქვა ისეა გატეხილი, რომ სამშენებლო მასალად გამოდგეს:
„წერია „ქრისტე სული მისი“ მერე წერია „ჴას“ (ხას) - „ხარი“-ს ძველი ქართული ფორმა. მერე წერია „მ“, მერე ქარაგმის ნიშანია, მერე „ა“ და ჩხიკი - ასეთი ფორმა იკითხება. აზრობრივად და ლოგიკურად არ არის გამართული ნაწერი, მაგრამ დაახლოებით 30 ასოსგან მაინც შედგება. ტექსტის გადარჩენილი ასოების რაოდენობა 21-მდეა და ყველაზე დიდია იმ წარწერებიდან, რაც ჩეჩნეთში არის ნაპოვნი" - ამბობს მიხეილ ლაბაძე.
მისივე თქმით, საუკუნეთა განმავლობაში, ჩრდილოეთ კავკასიაზე ქართული კულტურული გავლენა ძალიან დიდი იყო, ჩრდილო კავკასიის აბსოლუტურად ყველა მხარეში გამოიყენებოდა ქართული ანბანი - იქაური ენის დამწერლობად.
როგორც ჩეჩენი არქეოლოგი აზამატ ახმაროვი უყვებ ა რადიო თავისუფლებას, ჩეჩნეთში ქართული ასომთავრულის გამოყენებით დაწერილი ჩეჩნური სიტყვები პირველად 1975 წელს წელს ცოი-ფხედის (მკვდრების ქალაქის) არქეოლოგიური გათხრებისას აღმოაჩინეს - ხის თასზე ქართული ასომთავრულით იკითხებოდა ჩეჩნური სახელი „გიზეგო“.
1976 წელს იმავე კომპლექსში ჩატარებული არქეოლოგიური გათხრებისას იპოვეს თიხის ფინჯანი, რომელზეც ეწერა სახელი „მადაი“, რაც ასევე ჩეჩნური სახელია.
შემდგომში ჩეჩნეთის მეცნიერებათა აკადემიის არქეოლოგიური კვლევების ცენტრმა ჩატარებული გათხრებისას ზუმსოიში, მიაკვლია სამი ქვის ბლოკს წარწერით - „მე ცოდვა არ ჩამიდენია“.

0
194
2-ს მოსწონს
ავტორი:ოტი
ოტი
194
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0