x
image
მაკა ნიკვაშვილი
Mediator image
რატომ ჰქონდა ბევრ გლადიატორს ასეთი პატარა ფარი? ის, ხომ ბრძოლაში არაეფექტურია!

image


როგორ ფიქრობთ, რატომ ჰქონდა ბევრ გლადიატორს ასეთი პატარა ფარი? თავდაცვისას და დარტყმების მოსაგერიებლად ხომ ბევრად უფრო მოსახერხებელია დიდი ფარის გამოყენება? და თუ იმასაც გავითვალისწინებთ რომ გლადიატორებს სასწორზე ხშირად საკუთარი სიცოცხლე ედოთ. იმდროინდელ მეომრებს ბრძოლებში თან მხოლოდ დიდი ფარები დაჰქონდათ. რომაელი ლეგიონერები, თრაკიელები და სხვადასხვა ბარბაროსები როგორც წესი, დიდ ფარებს ატარებდნენ. ისტორიული წყაროები, სადაც საუბარია გლადიატორების მიერ პატარა ფარების გამოყენებაზე თითქმის აღარ შემორჩა.


image


"რომაული კუს" ("ტესტუდო", ლათ - testudo - კუ - რომის არმიაში ჯარისკაცებს ერთობლივ ბრძოლას ასწავლიდნენ, რომლის დროსაც ისინი მჭიდროდ ჩამწკრივებულნი მიდიოდნენ, თუ მტერი ისრებს დაუშენდა ჯერისკაცები ფარებს ზემოთ ასწევდნენ და მათ ერთიმეორესთან მიჯრით მიაწყობდნენ, რომლებიც სახურავივით გადაფარებული მთელ მწყობრს მთლიანად ფარავდა, ამ ხერხს "ტესტუდო" ანუ კუ ერქვა) ხმლებითა და ისრებით გარღვევა თითქმის წარმოუდგენელი იყო, ფარს კი გლადიატორის არა მხოლოდ სიცოცხლის გადარჩენა, არამედ მისთვის დაზიანებების თავიდან აცილებაც შეეძლო. შეჯიბრში გლადიატორის სიკვდილის შანსი 9 / 1 შეადგენდა. გლადიატორთა სხეულებზე მებრძოლებისთვის დამახასიათებელი დაზიანებები აღინიშნებოდა. ამ დაზიანებებით, ისინი არენაზე გამოსვლას კიდევ მრავალი წლის განმავლობაში ახერხებდნენ. ფარიკაობაში სპორტის ოსტატი და რეკონსტრუქტორი ერიკ ლოუ თვლის, რომ ამის მიზეზი ის გახლავთ რომ გლადიატორთა ბრძოლა - შოუ იყო. შოუში კი არსენალი არა ეფექტურობისთვის, არამედ - სანახაობისთვის იყო შერჩეული!


image


დიდი ფარების მიღმა დარტყმების დანახვა იოლი არ არის, ხოლო თუ თითოეულ მოწინააღმდეგეს დიდი ფარი აქვს, გვერდიდან ცოტა რამის დანახვაა შესაძლებელი: "გლადიატორთა გარეგნობაში ყველაზე მთავარი ჯერ კოსტიუმი იყო, და მხოლოდ ამის შემდეგ მოდიოდა საბრძოლო აღჭურვილობა. გლადიატორთა კოსტიუმი მათ სხეულს ნაწილობრივ სწორედ იმიტომ ფარავდა რომ ბრბოს სისხლის დანახვაზე და სპორტსმენის მშვენიერი სხეულის დანახვისას ნერწყვი მოსდგომოდა" - განმარტავდა ლოუ, თუ ერთი მებრძოლი, მაგალითად, მურმილონი, დიდი ფარით გამოდიოდა, მის წინააღმდეგ პატარა ფარიანი მოწინააღმდეგის (მაგრამ, კომპენსაციას გრძელი და ძლიერი იარაღით ახდენდნენ) დაყენებას ცდილობდნენ.


image


პატარა ფარებიან გლადიატორებს "პარმულარიებს" უწოდებდნენ. მათ განეკუთვნებოდნენ ჰოპლომახები, რომლებიც ბერძენ ჰოპლიტებს განასახიერებდნენ, ეს გლადიატორების საკმაოდ წარმატებულ ტიპს წარმოადგენდა, რადგან მათ მეტი შორი მოქმედების იარაღი ჰქონდათ. აქაც ყველაფერი ისე იყო როგორც თანამედროვე კომპიუტერულ როლურ თამაშებში. პერსონაჟის არჩევისას, ყველა პარამეტრის - ძალის, ინტელექტის თუ გამძლეობის მაქსიმუმზე დაყენება შეუძლებელია: და თითოეულ კლასს საკუთარი შეზღუდვები (მაგალითად, ჯადოქარს მძიმე ჯავშნის ტარება არ შეუძლია) გააჩნია, თუმცა ეს თამაშია, ხოლო გლადიატორებს სასწორზე საკუთარი სიცოცხლე ედოთ, მართალია ეს ყოველივე ველურად ჟღერს, მაგრამ რას იზამთ, ასეთი იყო იმდროინდელი კანონები.



0
743
შეფასება არ არის
ავტორი:მაკა ნიკვაშვილი
მაკა ნიკვაშვილი
Mediator image
743