საქართველო "დავიღალეთ ყველა! ასე არ შეიძლება!" - ეთანხმებით გიორგი ფხაკაძეს? 2022, 19 დეკემბერი, 15:43
პროფესორი, მედიცინის დოქტორი (PhD)და საზოგადოებრივი ჯანდაცვის ექსპერტი, ვაქცინებისა და იმუნიზაციების გლობალური ალიანსის (GAVI, the Vaccine Alliance), დამოუკიდებელი განხილვის კომიტეტის წევრი გიორგი ფხაკაძე სოციალურ ქსელში წერს, რომ ქვეყანა უამრავი პრობლემის და გამოწვევის წინაშე დგას და ამ დროს ნომერი პირველი ნიუსი მესამე პრეზიდენტისა ჯანმრთელობის მდგომარეობაა, რამაც ხალხი დაღალა:
"აშკარად ჯადო გაგვიკეთეს. ქვეყანაში 1 000 გამოწვევის წინაშე დგას მაგრამ ყველაზე მთავარი ნიუსი ქვეყანაში არის მესამე პრეზიდენტის ჯანმრთელობის მდგომარეობა. მინდა გაცნიბოთ ეს არის 1001 პრობლემა და არა ნომერ 1 პრობლემა. თუ არ გჯერათ, საქუთარ საბანკო ანგარიშს გადახედეთ, მერე მაცივარს და მერე ღმერთმა დაგიფაროდ, არააკრედიტირებულ სამედიცინო დაწესებულებაში მოსაცთელში ვურთხების თვლას რომ მორჩებით საზღვარეთ სამკურნალო თანხის შეგრივების გზებზე უნდა იფიქროთ… დავიღალეთ ყველა! ასე არ შეიძლება!" - წერს გიორგი ფხაკაძე.
შეგახსენებთ, საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილს სააკაშვილი რუსთავის მე-12 პენიტენციური დაწესებულებიდან კლინიკა „ვივამედში“ 12 მაისს გადაიყვანეს და იმ დროიდან მოყოლებული იქ მკურნალობს, როგორც კლინიკის ხელმძღვანელმა ამ რამდენიმე დღის წინ განმარტა სააკაშვილის მდგომარეობა საყურადღებოა. „მისი პარამეტრები შეესაბამება იმას, რომ პაციენტი აგრძელებდეს მკურნალობას ზოგადი პროფილის თერაპიულ განყოფილებაში, სადაც ის ამჟამად იმყოფება. რა თქმა უნდა, პაციენტს აღენიშნება ზოგადი სისუსტე. პაციენტს აღენიშნება გულისრევის შეგრძნება, თავბრუხვევა. ამას არავინ უარყოფს და ამის კონსტატაცია ხდება ყოველდღიურად მისი ჩივილებიდან გამომდინარე. პაციენტი არის ადინამიური, ნაკლებად აქტიურია, გადააადგილდება მხოლოდ დამხმარე საშუალებების გამოყენებით. რა თქმა უნდა, მისი მდგომარეობა საყურადღებოა“, – განაცხადა ჩხაიძემ. 299 3-ს მოსწონს
|