ფოტოზე წარმოდგენილი ქანდაკება გამოსახავს წმინდა ბართლომეს სახელით ცნობილ რელიგიურ პიროვნებას, მოწამეს ადრე ქრისტიანული პერიოდიდან, რომელიც, სავარაუდოდ (როგორც ცნობილია), ცოცხლად გაატყავეს.
თუ კარგად დააკვირდებით, ქანდაკებაზე კარგად ჩანს მისი ჩამოწელილი კანი, ჩამოკიდებული მისივე სხეულის გარშემო, რაც მეტაფორულად მისი წამების ფაქტის და ხერხის აღსაწერად აქვს ავტორს ხაზგასმული. 1562 წელს შექმნილი, მარკო დ’აგრატეს ეს განსაცვიფრებელი ნამუშევარი ამჟამად გამოფენილია მილანის დუომოში.