ასტროლოგია კურდღლის წელი მოდის - რა გველოდება 2023 წელს 2022, 18 დეკემბერი, 13:23 2023 წლის მმართველი შავი კურდღელი იქნება. კურდღელი ვეფხვთან შედარებით (2022 წელი შავი ვეფხვის წელია) მშვიდი ცხოველია, მაგრამ ბედნიერ და უღრუბლო წელს არავინ გვპირდება. თუმცა, ცნობილია სამდენიმე საიდუმლო, რაც ყველა უსამოვნების გადალახვაში დაგეხმარებათ. . 2023 წელს არაფერი გადადოთ ხვალისთვის, მომავლისთვის. ყველაფერი უნდა გააკეთოთ დღეს. ბედნიერი ადამიანები არასდროს მისტირიან წარსულს. წარსული წარსულში უნდა დატოვოთ. არ გაიხსენოთ უსიამოვნებები, დღეს თქვენ საუკეთესო დღე გაქვთ. დღეს შეგიძლიათ ყველაფერი უკეთესობისკენ შეცვალოთ. თუ ხშირ-ხშირად გაიხედებით წარსულისკენ, ბედნიერების შეგრძნებას დაკარგავთ. აკეთეთ ის, რაც კარგად გამოგდით. ნაკლები დრო დახარჯეთ მეორეხარისხოვან და მესამეხარისხოვან საქმეებზე და მეტი დრო დაუთმეთ მართლა მნიშვნელოვან საქმეებს. ის, რაც წარმატებას მოგიტანთ თქვენ და თქვენს ოჯახს. 2023 წელს დროის ტყუილად ფლანგვა არავის ეპატიება. დრო აჩქარდა და თუ არ გინდათ ჩამორჩეთ, დროს ფეხი უნდა აუწყოთ. , 2023 წელს ამბიციურმა ადამიანებმა შეიძლება უამრავი წარუმატებლობა განიცადონ, ან ვერ მიიღონ სიამოვნება გამარჯვებებით. ეცადეთ, მცირე წარმატებაც კი სასიხარულად დაიმახსოვროთ. დატკბით იმ მომენტებით, ნაბიჯებით, რამაც მიგიყვანათ გამარჯვებისკენ. აღმოსავლური სიბრძნის მიხედვით მიზნის მიღწევა კი არაა ბედნიერება, არამედ ის გზა, რომლისკენაც მას მივყავართ. . დატკბით ურთიერთობით იმ ადამიანებთან, ვის გვერდითაც თავს ბედნიერად გრძნობთ. კურდღლის წელი ოჯახის შექმნის, შვილების დაბადების წელია და ეცადეთ, მეტი დრო დაუთმოთ ოჯახს და არა მილიონების დაგროვებას, ილუზიების დევნას. . 2023 წელი მიღწევების, ბედნიერების წელი უნდა გაიხადოთ. დატკბით ცხოვრებით, თითოეული დღით. დაინახეთ ყველაფერში სილამაზე და პოზიტივი. , 2023 წლის თილილსმა კურდღელი - ფუმფულა, მოსიყვარულე და ოჯახური ნიშანია. მას უყვარს სიმყუდროვე და სიმშვიდე. ამიტომ, წყლის შავი კურდღლის გავლენის პერიოდში, არ უნდა ველოდოთ სერიოზულ ძვრებს. ის სიამოვნების აასრულებს ისეთ სურვილებს, რომლებიც დაკავშირებულია ოჯახსა და პირად ურთიერთობებთან. ეს ნიშანი დაგეხმარებათ კარიერასთან და საქმიანობასთან დაკავშირებული მიზნების რეალიზებაში. თუმცა, ამ ყველაფერზე გათვლა შეუძლიათ მათ, ვინც ოჯახზე ზრუნავს. კურდღელი ეხმარება ასევე მათ, ვინც ცდილობს კომფორტი შეიქმნას ცხოვრებაში. ასეთ ადამიანებს მომავალ წელს ამის შესაძლებლობა მიეცემათ. რა გველოდება 2023 წელსადამიანებს ეშინიათ მომავლის, ამიტომ ცდილობენ, წინასწარ გაარკვიონ, რა ელის მათ მომავალში. ამ მიზეზით, ეზოთერიზმი ძალიან პოპულარულია. ჩვენს მშფოთვარე დროში, გვინდა, ვიცოდეთ, როგორი იქნება 2023 წელი. რა გველოდება 2023 წელს, ასტროლოგების აზრით
ასტროლოგებმა გააანალიზეს ზეციური სხეულების მდებარეობა და განაცხადეს, რომ დაინახეს ის სირთულეები, რომლებსაც კაცობრიობა უნდა გაუმკლავდეს. 2023 წელი ძალიან რთული იქნება. ეს არის კონფლიქტების, ემიგრაციისა და სტიქიური უბედურებების პერიოდი. მომავალი წელი უფრო რთული იქნება, ვიდრე 2021 და 2022 წლები. 2023 წლის წინასწარმეტყველებები ნათელმხილველთაგან
ვანგას პროგნოზი ბულგარელი წინასწარმეტყველის მიმდევრები კვლავ შიფრავენ მის მესიჯებს. ნათელმხილველმა დაინახა კაცობრიობის ორი მთავარი უბედურება. ეს არის დედამიწის ორბიტის ცვლილება და აფეთქება ატომურ ელექტროსადგურში. თუმცა ამ ატომური ელექტროსადგურის ადგილმდებარეობის დადგენა ვერ მოხერხდა. ორბიტის ცვლილება გამოიწვევს კლიმატის ცვლილებას. სტიქიური უბედურებები გახშირდება და დედამიწაზე ცხოვრება სრულიად განსხვავებული გახდება. ნოსტრადამუსის პროგნოზები ფრანგმა წინასწარმეტყველმა ასევე საშინელი წინასწარმეტყველება გააკეთა. მან დაინახა ფასების ზრდა ყველა ქვეყანაში, სამხედრო კონფლიქტები და მრავალი ადამიანის დაღუპვა. პოლიტიკურ ასპარეზზე ვითარება დაძაბული იქნება. ამავდროულად, ადამიანები დაზარალდებიან სტიქიური უბედურებებით. ვოლფ მესინგის პროგნოზი ნათელმხილველმა 2023 წლის პროგნოზები გააკეთა ორი სახელმწიფოს - რუსეთისა და შეერთებული შტატების კონტექსტში. უფრო მეტიც, ის იყო პირველი, ვინც იწინასწარმეტყველა განვითარება და გაძლიერება საერთაშორისო ასპარეზზე. მესინგს მიაჩნია, რომ ხელსაყრელი პერიოდი 2022 წლის ბოლოს დაიწყება. მმართველებს შეეძლებათ განავითარონ რეფორმები, რომლებიც გააუმჯობესებს ხალხის ცხოვრებას და გააძლიერებს სახელმწიფოს ავტორიტეტს მის საზღვრებს გარეთ. შეერთებულ შტატებში, პირიქით, გავლენა შესუსტდება. პროგნოზის მიხედვით, დამნაშავეა ლიდერის უუნარობა, გადაჭრას მთელი რიგი ეკონომიკური პრობლემები. თუმცა, ამაზე ასევე გავლენას ახდენს შიდა დაპირისპირება პოლიტიკური ელიტის წარმომადგენლებს შორის. ახლა გადავიდეთ მთავარზე და ვნახოთ, რომელ სურვილებს აასრულებს ეს ნიშანი:
გამდიდრების თხოვნა კურდღლისთვის ნამდვილად არ ღირს. მოემზადეთ, რადგან მომავალი წელი ფინანსურად ძალიან ცუდი იქნება. ასევე, ამ წელს რეკომენდირებული არ არის ინვესტიციების განხორციელება. თუმცა, შრომისმოყვარე და მიზანდასახული ადამიანები, ასევე კრეატიული და მოქნილი მეწარმეები, შეძლებენ შემოსავლების გაზრდას. 223 1-ს მოსწონს
|