ასტროლოგია დედამიწა შედის უარყოფით ენერგოველში, საყურადღებოა 6 რიცხვი - ცაგარელის გაფრთხილება ზოდიაქოს ნიშნებს 2021, 6 ოქტომბერი, 1:03 5-დან 12- ოქტომბრამდე დედამიწა შედის უარყოფით ენერგოველში. ამ პერიოდში რთულდება ურთიერთობა, კომუნიკაცია ხდება კონფლიქტური და დაძაბული. განსაკუთრებით საყურადღებოა 6 რიცხვი, ვინაიდან, ამ დღეს ახალმთვარეობაა.
ასტროლოგი - მიხეილ ცაგარელი მიმდინარე კვირაში ზოდიაქოს ნიშნებს სულსწრაფობისა და სიჯიუტისაგან თავის დაცვას ურჩევს. რაც შეეხება თითოეულ ნიშანს, მათი პროგნოზი ასე გამოიყურება:
.
♈ ვერძი - არნახულად აქტიური, ენერგიული და ინიციატივიანია. მათი თვალებიდან სასწაული გიზგიზი მოდის. დახარჯულ ენერგიას მალე აღიდგენენ. თუმცა მოსალოდნელია სულსწრაფობის ტენდენცია და აჩქარებამ შესაძლოა, კარგი შანსები დაგაკარგვინოთ. არ იჩქაროთ ამ კვირაში არჩევანის გაკეთება. . ♉ კურო - ენერგოტონუსი დაბალია, ენერგიის აღდგენისთვის მეტი და მეტი დასვენება გჭირდებათ. ამიტომ შემოიფარგლეთ ყოველდღიური საქმეებით და მაქსიმალური დიპლომატია გამოიჩინეთ კოლეგებთან ურთიერთობისას. , ♊ ტყუპები - არნახულად შარმიანი და ქარიზმატულია. ძალიან აქტიურია, ვერავინ აჩერებს. არნახულად იზიდავს ყველას. ერთ-ერთი საუკეთესო პერიოდი გაქვთ სასიყვარულო პარტნიორებთან ურთიერთობისათვის. . ♋ კირჩხიბი - შესაძლოა, ამ კვირაში ოჯახსა და ნათესავებთან დაგეძაბოთ ურთიერთობა ძალიან. ცოტა ხანს დაანებეთ თავი ყველას და ყველაფერს მით უმეტეს ახალმთვარეობა მოდის და უმიზეზოდ გაღიზიანდებით. ძალიან მალე გაივლის ეს პერიოდი და თქვენ კარგი პერიოდი დაგიდგებათ. . ♌ ლომი - საოცრად ქარიზმატული და იღბლიანი ხართ. არაჩვეულებრივი ორატორული მონაცემები გაქვთ, ავტორიტეტი აგიმაღლდებათ და გაგიუმჯობესდებათ გარეშე მყოფებთან ურთიერთობა. . ♍ ქალწული - ცოტა შეამცირეთ თქვენი მოქმედების დინამიკა, რადგან დაბალი ენერგოტონუსი გაქვთ და გაღიზიანების მეტი ტენდენციები წამოვა. თქვენ ახლა მეტი სიფრტხილე გმართბთ. . ♎ სასწორი - არნახულად ქარიზმატული და საინტერესოა, საოცარი პერიოდი გაქვთ. ახლა ყველაფერი გამოგივათ უნდა მიგიშვათ კაცმა ყველაზე რთულ საკითხებზე, ერთადერთი რთული საკითხი სიჯიუტეა. ამ კვირაში არ უნდა გაჯიუტდეთ. . ♏ მორიელი - აი ვის აქვს ცუდი პერიოდი ფარული მტრები, ჭორები ინტრიგები ძველი შეუსრულებელი ვალები. ახლა მის წინააღმდეგ ყველაფერი წამოვა. ადვილად იღლება, მათი ზედმეტი ეჭვიანობა პიკს აღწევს და ნერვული სისტემა უზიანდება. . ♐ მშვილდოსანი - ყველა მიმართულებით ერთ-ერთი საუკეთესო პერიოდი გაქვთ. თქვენ გავლენიანი ადამიანები გეხმარებიან ამიტომ გამოიყენეთ ეს დრო. მაქსიმალური დიპლომატია და პატივისცემა გამოხატეთ თქვენს ირგვლივ მყოფი ადამიანების მიმართ. . ♑ თხის რქა - თქვენი ენერგოტონუსი იკლებს. ზედმეტად არ გადაიღალოთ. თუმცა აქტიურად იმოქმედეთ. მოსალოდნელია სიჯიუტის გამოვლენა და კონფლიქტები. . ♒ მერწყული - თქვენი ენერგოტონუსი საკმაოდ მაღალია. ამიტომ შესაძლოა მნიშვნელოვანი იდეები განახორციელოთ. ახლებური ურთიერთობებით ჩამოაყალიბოთ ადამიანებთან და ეს თქვენი სულიერი ტრანსფორმაციის პერიოდი იქნება, . ♓ თევზები - თქვენი ენერგოტონუსი იკლებს თუმცა საქმეში წარმატების ფაქტორი აქვს. ყველა მხრიდან დაგეხმარებიან, როგორც მეზობლები და მეგობრები ისე კოლეგებიც. მატერიალური მდგომარეობის გაუმჯობესების შანსი გაქვთ. 341 1-ს მოსწონს
|