სხვა როგორ ცხოვრობს დღეს ახალგაზრდა ქალი, რომელსაც ქმარმა 5 წლის წინ ხელები დააჭრა 2022, 18 დეკემბერი, 10:55 ![]() ეჭვიანმა ქმარმა დიმიტრიმ, რომლისგანაც გოგონა მუდმივად ცდილობდა წასვლას, როცა გაიგო მარგარიტა გაყრას აპირებდა, წაიყვანა ტყეში, სადაც მან ორივე ხელი ნაჯახით მოაჭრა, თან მიაძახა:"აწი ამ ხელებით ბავშვებს ვეღარასდროს მოეფერები". ![]() ამის შემდეგ მამაკაცმა ცოლი საავადმყოფოში გადაიყვანა. ოპერაცია 9 საათი გრძელდებოდა, ერთი ხელი რომელიც კონტეინერით მიიტანეს მიკროქირურგმა ჯერ ნაწილ-ნაწილ ააწყო, შემდეგ კი მიაკერა, ექიმებმა მხოლოდ 1% მისცეს შანსი რიტას, რომ ხელს აამოძრავებდა, თუმცა გოგონამ მალევე თითები აამოძრავა.(იხილე სტატია} ერთი ხელის წარმატებული მიკერების შემდეგ, გოგონას მალევე ერგო თანამედროვე პროთეზი, რომელიც მარგარიტას გულისხმიერი ადამიანების მიერ შეგროვილი თანხით უყიდეს. ![]() ამ 5 წლის განმავლობაში გრაჩევას ცხოვრებაში ბევრი რამ შეიცვალა;ყოფილ მეუღლესთან, რომელსაც 14 წელი კოლონიაში ყურყუტი მოუწევს, მან განქორწინება გააკეთა. შემდეგ დაწერა წიგნი თავს გადამხდარ ამბავზე და სოციალურ ქსელში პეტერბურგელი მამაკაცს გაიცნო. 2019 წელს იგი დაქორწინდა თავის რჩეულზე და საცხოვრებლად მასთან გადავიდა. მალე მარგარიტა გახდა ფედერალურ ტელევიზიის წამყვანი გადაცემაში "ახლობელი ადამიანები". უფრო მეტიც, ახლა გრაჩევა მრავალშვილიანი დედაა. წინა ქორწინებიდან ორი ვაჟის გარდა, ის ახლად დაბადებულ ბიჭსაც ზრდის. ქალი არ მალავს, რომ ის და მისი ქმარი ქალიშვილზეც ოცნებობენ. ![]() 966 2-ს მოსწონს
|