x
image
თუთიკო ბერძენა
"დაბრუნებული ჯარისკაცის ეფექტი" - მაღალ მშობლებს მეტი შანსი აქვთ, ეყოლოთ ბიჭები, თუ დაბალ მშობლებს?
image

ომების დროს და შემდეგ უფრო მეტი ბიჭი იბადება. არავინ იცის, რატომ. ამ ფენომენს ეწოდება "დაბრუნებული ჯარისკაცის ეფექტი".


საუკუნეების მანძილზე მსოფლიომ განიცადა რამდენიმე დიდი ომი. თუმცა, არის ომებთან დაკავშირებული ფენომენი, რომელიც, მეცნიერთა აზრით, ხდება, მაგრამ მეცნიერები ვერ ხსნიან მის მიზეზს. თუმცა არსებობს გარკვეული მოსაზრებები, რომელიც შეიძლება არასარწმუნოდაც მოგეჩვენოთ.


დაბრუნებული ჯარისკაცის ეფექტი არის ფენომენი, რომლის დროსაც იზრდება დიდი ომების დროს და მის შემდეგ დაბადებული ბიჭების რიცხვი. ეს არის ერთ-ერთი ფაქტორი, რომელიც გავლენას ახდენს სქესთა თანაფარდობაზე. ეს ფენომენი პირველად 1954 წელს შენიშნეს თეთრკანიან ბავშვებთან მიმართებით, რომლებიც დაიბადნენ მეორე მსოფლიო ომის დროს აშშ-ში.



ეს ფენომენი ნაკვლევი იქბა მრავალი ომის შემდეგ და ომის დროს.


მეცნიერები თვლიან, რომ ეს ფენომენი ასევე დაკავშირებულია გენებთან და სიმაღლესთან.


ეს ასევე აღინიშნა ბრიტანელ ჯარისკაცებს შორის, რომლებიც იბრძოდნენ პირველ მსოფლიო ომში. ისინი, ვინც გადარჩნენ და სახლში დაბრუნდნენ, უფრო მაღალი იყვნენ ვიდრე გარდაცვლილები. იმ წლებში აღნიშნული ფიზიკური მახასიათებლები მკვეთრად განსხვავდებოდა ერთმანეთისგან: გადარჩენილი ჯარისკაცები დაღუპულებზე საშუალოდ თითქმის 3 სანტიმეტრით მაღალი იყვნენ.


მეცნიერები აღნიშნავენ, რომ ამ 3 სანტიმეტრსაც კი დიდი მნიშვნელობა აქვს. მაღალ მშობლებს უფრო ხშირად ეყოლებათ ვაჟები, ვიდრე დაბლებს. ასე რომ, სიმაღლეში 3 სმ სხვაობა ზრდის ვაჟის გაჩენის შანსებს ხუთი პროცენტით - და ვინაიდან ბრიტანელი მამაკაცების მესამედი გაწვეული იყო პირველი მსოფლიო ომის დროს, ამ 3 სმ-მა ამ ხუთი პროცენტის შანსები არაჩვეულებრივად მაღალი გახადა.

1
249
3-ს მოსწონს
ავტორი:თუთიკო ბერძენა
თუთიკო ბერძენა
249
  
2022, 20 დეკემბერი, 8:56
მეც არ მიკვირდა,თურმე რატო ხდება ომები :)
0 1 1