x
მეტი
  • 27.04.2024
  • სტატია:134547
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508609
გაუპატიურებული მძარცველი, სილამაზის სალონში შეჭრილი მამაკაცი სტილისტმა ქალმა დააკავა
image 32 წლის ჯანღონით სავსე ვიქტორ იასინსკი ვერასდროს იფიქრებდა, რომ ახალგაზრდა ქალის მსხვერპლი გახდებოდა, თან სექსუალური სახის ძალადობის მსხვერპლი.


2014 წელს ვიქტორი შეეცადა გაეძარცვა სილამაზის სალონი რომელსაც მუდმივად ჰყავდა კლიენტები, დანით სალონში შეჭრილ მძარცველს დახვდა სალონის მეპატრონე ახალგაზრდა ქალი, რომელიც სალონის მეპატრონეც იყო და სტილისტიც.


სალონის მფლობელმა დააკავა კრიმინალი, ხელები შეუკრა, დამხმარე სათავში შეიყვანა და დასჯის მიზნით სამი დღის მანძილზე სექსუალურად ძალადობდა მასზე (ზუსტად ასეთი ფორმულირება მისცა პროკურატურამ მოგვიანებით დანაშაულს).


ინციდენტი რუსეთში კალუგის ოლქის ქალაქ მეშოვსკში მოხდა.
სალონის მფლობელი ოლგა ზაიაცმა დაკავების მერე "ვიაგრით" "გაჭყიპა" მძარცველი მამაკაცი და მას, როგორც სექს-მონად იყენებდა.



მძარცველი სალონში მართალია დანით შეიჭრა და მის წინ ახალგაზრდა ქალი აღმოჩნდა, მაგრამ ორიოდე წამში მძარცველს ხელში დანა უკვე არ ეკავა და "მზის წნულშიც" ისეთი მძლავრი დარტყმა მიიღო, იქვე უღონოდ ჩაიკეცა.


როგორც შემდეგ სასამართლო პროცესზე გაირკვა ოლგა ზაიაცი კარატეში შავი ქამრის მფლობელი აღმოჩნდა.


ვიქტორს ოლგა სამი დღის მანძილზე აუპატიურებდა, მეოთხე დღეს კი მაჯაზე მიბმული ხელბორკილი მოხსნა, რომლითაც იყო ვიქტორი გათბობის ბატარეას მილზე მიბმული და შემდეგი სიტყვებით გაუშვა: "იმედია კარგი გაკვეთილი მიიღე, შეგიძლია წახვიდე, მაგრამ მეორეჯერ აქ თუ დაგინახე საკუთარ თავს დააბრალე".


"დაზარაკებულმა" ვიქტორმა ჯერ საავადმყოფოს მიმართა დახმარებისათვის, შემდეგ კი პოლიციაში საჩივარი შეიტანა ოლგას წინააღმდეგ.


ოლგა ზაიაცს ადამიანის გატაცება, თავისუფლების უკანონოდ აღკვეთა და სექსუალური სახის ძალადობა წაუყენა ბრალდებად.


ოლგასთან ერთად თავად "დაზარალებულიც" დააკავეს და შეიარაღებული ძარცვის მცდელობა წაუყენეს ბრალდებად.


სასამართლო სხდომაზე ოლგამ აღშოთება ვერ დამალა: "ეს რა უმადურობაა? ნუ იყო ფაქტი, კი. მე ის რამდენიმეჯერ გავაუპატიურე! მაგრამ მე მას ახალი ჯინსის შარვალი ვუყიდე, ვაჭმევდი, ვასმევდი, 1000 რუბლიც ვაჩუქე გზის ფულად როცა ვუშვებდი"!!!


ორივეს რამდენიმე წლიანი სასჯელი მიუსაჯეს, თუმცა ვინაიდან ოლგა არ იყო ადრე ნასამართლევი, თავისუფლების აღკვეთა პირობითი სასჯელით შეუცვალეს ქალაქიდან გაუსვლელობის ხელწერილით, ხოლო ვიქტორს კი 3 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯეს, რადგან ადრე ხულიგნობისთვის ნასამართლევი აღმოჩნდა.



0
584
5-ს მოსწონს
ავტორი:კანონგარეშე
კანონგარეშე
Mediator image
Mediator image
Mediator image
584