x
image
კანონგარეშე
Mediator image
Mediator image
ასაფრენ ზოლზე დაჯდომისას დაიმტვრა უახლესი ამერიკული გამანადგურებელი "F35B lightning"
image ამერიკის შეერთებულ შტატებში ტეხასის შტატში საცდელი ფრენის შემდეგ, ვერდიკალური დაშვებისას ასაფრენ-დასაფრენ ბილიკზე დაიმტვრა უახლსი ამერიკული გამანადგურებელი "F35B lightning".


როგორც თვითმფრინავის მწარმოებელი კომპანია "Lockheed Martin"-ის ოფიციალური წარმომადგენელი იუწყება, თვითმფრინავმა წარმატებით შეასრულა საცდელი ფრენისათვის დასახული ამოცანა და ვერტიკალური დაშვებისას, წინა შასის პრობლემა შეექმნა, რასაც გამანადგურებლის ასაფრენი ზოლიდან გადასვლა მოჰყვა, თვითმფრინავი ფრთით მიწას წამოედო და მფრინავი, რომელიც ბოლო წამამდე ცდილობდა თვითმფრინავზე კონტროლის შენარჩუნებას, იძულებული გახდა კატაპულტირება მოეხდინა.


დაბალი სიმაღლის გამო პარაშუტმა ვერ შესძლო უსაფრთხოდ შეეკავებინა პილოტი და მან გარკვეული დაზიანებები მიიღო, თუმცა სერიოზული დაზიანებების გარეშე გადარჩა.


თვითმფრინავის შასის გაუმართაობის მიზეზები დგინდება სპეციალისტების ჯგუფის მიერ.



უახლესი ამერიკული გამანადგურებელმა კატასტროფა განიცადა ტეხასის შტატში სამხედრო-საზღვაო ძალების ბაზაზე "ფორტ-უერტ"-ში, აღნიშნული ავიაბაზის ინფრასტრუქურას კარგა ხანია რაც იყენებს კომპანია "Lockheed Martin"-ი.

0
143
4-ს მოსწონს
ავტორი:კანონგარეშე
კანონგარეშე
Mediator image
Mediator image
143