ფსიქონევროლოგია სექს შოპში ნაყიდი საშუალება არ გეგონოთ, რომელსაც მარტოხელა ქალები იყენებენ, ეს სულ სხვა დანიშნულებისაა 2022, 15 დეკემბერი, 17:23 დარწმუნებული ვარ ბევრს სექსუალური სახის ფანტაზიები გაუღვიძა ამ ნივთმა, მაგრამ იმედები უნდა გაგიცრუოთ.
ესაა XIX–XX საუკუნის ამერიკის შეერთებულ შტატებში ერთერთი ყველაზე პოპულარული საშუალება (არ მოგესმათ ასეა) ნევროზთან და ზოგადად ფსიქიურ პრობლემებთან გასამკლავებლად. ეს საშუალება შექმნა დოქტორმა იანგმა და თავისი გამოგონების ეფექტურობაში ისე დაარწმუნა ვისაც კი ეხებოდა, ეს ნივთი დააპატენტა კიდეც. აღნიშნული ნივთი გამოიყენებოდა რექტალური გამოყენებისათვის, დოქტორ იანგის თქმით ეს საშუალება ადამიანს უგვარებდა ნევროზის, აკვიატებული აზრების პრობლემებს, ასევე მაღალაეფექტური იყო თავის ტკივილის, მუწუკების, შეკრულობის ან ფაღარათის სამკურნალოდ. პროცედურა გრძელდებოდა 10 წუთიდან ერთ საათამდე, პაციენტის მდგომარეობის მიხედვით. იანგის თქმით ამ გამოგონებას შეეძლო ფსიქიური დაავადებების მქონე პაციენტების 3/4-ის განკურნება. იანგი მთელი 5 წლის განმავლობაში უცვლიდა თავის გამოგონებას დიზაინს, ცვლიდა მისი მოხმარების წესებს, თუმცა ამით მისი გატიდვადობა არ იცვლებოდა. ამ ნივთის ღირებულება გახლდათ 2, 5 დოლარი, დღევანდელი კურსით კი 70 დოლარი. 1940 წელს ამერიკელმა მკვლევარმა მედიკოსებმა აღნიშნული ნივთის გაყიდვას, როგორც სამკურნალო საშუალების შეაფასეს, როგორც კარგად დაგეგმილი აფიორა. სწორედ 1940 წელი გახდა ამ საშუალების, როგორც სამკურნალო საშუალების მიმოქცევიდან ამოღების და მისი აკრძალვის წელი. დოქტორ იანგის გამოგონების ნახვა დღესაც შეიძლება ამერიკის შეერთებული შტატების მუზეუმებში. ასე იყო თუ ისე, ამ აფიორის წყალობით იანგმა პოპულარობაც მოიპოვა და საკმაოდ სოლიდური ფულიც იშოვა. ასე გამოიყურებოდა პირველი ეგზემპლარები. ასე იცვლებოდა გამოგონების დიზაინი. 727 4-ს მოსწონს |