x
image
მაკა ნიკვაშვილი
Mediator image
ნაპოლეონის უცნაური ფეტიში: რატომ უკრძალავდა ის ცოლს დაბანას?
image


ნაპოლეონ ბონაპარტი მსოფლიო ისტორიაში არა მხოლოდ საფრანგეთის სამხედრო და პოლიტიკურ ლიდერად შევიდა, არამედ ის იყო ძლიერი ვნებებისა და არაორდინარული ხასიათის მამაკაციც. უცნაური ცნობები გვხვდება მისი მეუღლისადმი მიწერილ წერილებშიც, სადაც ფრანგი სამხედრო და სახელმწიფო მოღვაწე ხანგრძლივი ლაშქრობებიდან შინ მიმავალი ჟოზეფინას დაბანისგან თავის შეკავებას სთხოვდა.


image


ამას თავის წიგნებში ცნობილი ბიოგრაფი ენდრიუ რობერტსიც ადასტურებს. წყვილის მიმოწერის ნაწილი პერიოდულად "Lettres d'amour a Josephine"- ას სათაურით ქვეყნდებოდა, მაგრამ რით იყო გამოწვეული ნაპოლეონის ასეთი უჩვეულო სურვილები? ან რატომ არ სურდა მას რომ მის ცოლს ელემენტარული ჰიგიენის წესები დაეცვა? დღევანდელ სტატიაში სწორედ ამაზე ვისაუბრებთ.


შენსკენ მოვიჩქარი, არ დაიბანო


image


ჟოზეფინა იმპერატორის მთავარი სიყვარული გახლდათ, მიუხედავად იმისა რომ დინასტიური მოსაზრებების გამო მათ ერთად დარჩენა ვერ შეძლეს, ის საბოლოოდ, მაინც მისი ცხოვრების მთავარ ქალად დარჩა. ჟოზეფინამ მშვენივრად იცოდა, როგორ დაემშვიდებინა საყვარელი მამაკაცი სიბრაზის შეტევების დროს და როგორ ემართა კორსიკელის შეუქცევადი ხასიათის სხვა გამოვლინებები. მათი თანაცხოვრების პერიოდი იყო ნაპოლეონის აღზევების მთავარი ეტაპი და სამყაროს ხელში ჩაგდების მცდელობის დასაწყისი, ამიტომ ბონაპარტი ხშირად მის გვერდით არ იყო, თუმცა ის ცოლს წერილებს ხშირად წერდა. ბევრი მათგანი შემონახულია და ცნობილი წყვილის ბიოგრაფების მიერ საგულდაგულოდაც არის შესწავლილი. წერილებში ნათლად იკვეთება მინიშნებები დაბანასთან დაკავშირებით. ბონაპარტი შეხვედრამდე 2-3 დღით ადრე სპეციალურ კურიერს გზავნიდა და ცოლს სთხოვდა არ დაებანა და არც აბაზანა მიეღო.

image


მაგრამ რატომ?


მით უმეტეს, რომ თანამედროვეების თქმით, ორივე მათგანი სისუფთავის მოყვარული და დახვეწილი პარფიუმის ღირსეული დამფასებელი იყო.




აბაზანა ვარდის ფურცლებით


image


სხვადსახვა წლებში ბონაპარტის ამ უცნაური თხოვნის ასახსნელად მრავალი ვერსია განიხილებოდა. ფსიქოლოგიის ჩასახვის პირველ ხანებში ფროიდის მიმდევრები იმპერატორს გარყვნილებაში ადანაშაულებდნენ, რომლებსაც სჯეროდათ რომ ბინძური სხეულის სუნი მისთვის ერთგვარი ფეტიში იყო, თუმცა არც იმას გამორიცხავდნენ რომ მას ცოლის ღალატი და ამის არომატული დადასტურებაც მოსწონდა, თუმცა ამის არანაირი მტკიცებულება არ არსებობს. ნაპოლეონს სისუფთავე უყვარდა, ჟოზეფინას კი - წყლის პროცედურების მიღება. ყოველდღიურად, ზოგჯერ კი დღეში რამდენჯერმეც კი მისთვის ვარდის ფურცლების აბაზანას ამზადებდნენ. ქალს მოსწონდა რომ მის კანზე ყვავილების მსუბუქი სურნელი რჩებოდა, რომელიც სხეულის მუდმივ არომატად იქცეოდა. ჟოზეფინას ასევე ნაზი სუნამოს სურნელი უყვარდა, რომელსაც მისთვის ინდივიდუალურად სპეციალური ოსტატები ამზადებდნენ. აქედან გამომდინარე, ვარაუდები წყვილის გაუკუღმართებული გემოვნების შესახებ მათ ცხოვრების წესს მთლიანად ეწინააღმდეგებოდა.



იმპერატორის მგრძნობიარე ცხვირი


სხვა განმარტებები ჯოზეფინას მიმართ ნაპოლეონის გრძნობებს ეყრდნობა. ის მის მიმართ ნამდვილი ვნებით იყო შეპყრობილი, და გრძელი მოგზაურობებისა და ლაშქრობების დროს მისი სურნელება გამუდმებით ენატრებოდა.


image


რიგი ბიოგრაფების ვარაუდით კორსიკელს, რომელსაც სურნელის მიმართ მგრძნობიარე ცხვირი ჰქონდა, არ სურდა განშორების შემდეგ ვარდების ან თუნდაც საუკეთესო სუნამოს სურნელება ეგრძნო. მას სურდა ჟოზეფინას სხეულის ნამდვილი სურნელი შეეგრძნო. მკვლევარები ვარაუდობენ, რომ სწორედ ქალის ბუნებრივი ფერომონები აქცევდა მას იმპერატორისთვის ასე მიმზიდველად. არიან ისეთებიც, რომლებიც წერენ რომ მიზეზი ეჭვიანობა იყო. იცოდა რა ჟოზეფინას მოკეკლუცო, მოფლირტავე ხასიათისა და ადამიანთა გარემოცვაში მუდმივად ყოფნის სურვილის შესახებ ნაპოლეონი საყვარელ ქალს სთხოვდა ორი დღე არ დაებანა. ის დარწმუნებული იყო, რომ პატივმოყვარე ჟოზეფინა თავის ვიზიტებს მინიმუმამდე შეამცირებდა, სახლში დაჯდებოდა და მას მოწყენილი შეხვდებოდა.



მის ოჯახურ საქმეებში ცხვირი რომ არ ჩაეყოთ


image


მაგრამ ალტერნატიული ვერსიაც არსებობდა, რომლის თანახმადაც - ყველაფერი არც ისე აშკარა იყო. ნაპოლეონი ხელისუფლებაში რევოლუციისა და ტერორის შემდეგ მოვიდა. მას ბევრი მტერი ჰყავდა და ჟოზეფინასთან ქორწინებამაც საზოგადოების ნაწილის უკმაყოფილება გამოიწვია. ბონაპარტი ხვდებოდა, რომ მათი წერილები შეიძლება ვინმეს ხელში ჩავარდნოდა. წყვილის მიმოწერის მკვლევარები ვარაუდობენ, რომ ნაწერებში შეიძლება დაშიფრული ფრაზები ან თუნდაც უბრალო ხუმრობები ყოფილიყო, რომელთა გაგებაც მხოლოდ ორ ძალიან ახლო ადამიანს შეეძლო. ბიოგრაფები ამტკიცებენ, რომ მთელი მისი ცივი გონებისა და შეუპოვრობის მიუხედავად, ნაპოლეონი დიდი ხნის განმავლობაში ცდილობდა ყოფილიყო ენერგიული, მხნე და ირონიული, რასაც ის საყვარელ ქალთან ურთიერთობაში ბოლომდე ავლენდა.











0
958
შეფასება არ არის
ავტორი:მაკა ნიკვაშვილი
მაკა ნიკვაშვილი
Mediator image
958