სხვა "მათ უბრალოდ გამომიყენეს... ბოდიშს ვუხდი ამერიკელ ხალხს" - ყველაზე ცნობილი ტრანსგენდერის სკანდალური აღიარება 2022, 15 დეკემბერი, 14:38 შეერთებულ შტატებში სკანდალი ატყდა მას შემდეგ, როდესაც საზღვაო ძალების ყოფილმა ოფიცერმა ხმამაღალი განცხადება გააკეთა. ყოფილმა სამხედრომ, კრის ბეკმა, რომელიც ქალად გადაკეთდა და მრავალი წლის განმავლობაში ტრანსგენდერთა მოძრაობის სიმბოლოდ იქცა, აღიარა, რომ მომხდარმა არა მხოლოდ ფიზიკურად დაამახინჯა, არამედ სიცოცხლეც გაუნადგურა. 2013 წელს გადამდგარი სპეცრაზმის ჯარისკაცმა კრის ბეკმა (Chris Beck)განაცხადა, რომ გადაწყვიტა ქალი გამხდარიყო, რითაც დიდი პოპულარობა მოიპოვა შეერთებულ შტატებში - იგი ლგბტ თემის სიმბოლოდ და პროპაგანდის ნაწილად იქცა, მასზე იღებდნენ ვიდეორგოლებს და ინტერვიუებს რომლებიც ხელს უწყობდა ლგბტ ღირებულებების წინ წამოწევას. საყოველთაო ცნობადობის თითქმის 10 წლის თავზე, ყოფილმა Navy SEAL-მა, რომელიც SEAL გახდა, ტრანსგენდერების ინდუსტრიის კოლოსალურ ტყუილზე და მათი ნამდვილი მიზნის შესახებ ისაუბრა. ყველაფერი იმით დაიწყო, რომ არაერთი სამხედრო ოპერაციებში მონაწილეობის შემდეგ ბეკს ფსიქოლოგიური პრობლემები შეექმნა. როგორც ნამდვილი ამერიკელი, ისიც წავიდა ფსიქოლოგთან და მალევე აღმოაჩინა, რომ მას უბრალოდ ... სურდა ქალი გამხდარიყო. გაურკვეველია, რას ფიქრობდა SEAL იმ მომენტში, მაგრამ მან ექიმის კაბინეტიდან ჰორმონალური პრეპარატების რეცეპტით გამოვიდა. ბეკის თქმით, მას ჯანმრთელობის პრობლემები ჰორმონოთერაპიის დაწყებიდან მალევე დაიწყო. მკურნალობის ღირებულების ნაწილს ფარავდა დაზღვევა, ნაწილს კი აშშ-ს შეიარაღებული ძალების ვეტერანთა ფონდი. მრავალი წლის განმავლობაში მისი სახე მთელი ქვეყნის სატელევიზიო ეკრანებს არ ჩამოშორებია, სადაც ის ახალგაზრდა ამერიკელებს მოუწოდებდა არ შეშინებოდათ სქესის შეცვლა. მხოლოდ ახლა, წლების შემდეგ გადაწყვიტა ტრანსგენდერმა სიმართლის თქმა. ”ყველაფერი, რასაც ჩემთან ერთად CNN-ზე ხედავდით, სიცრუეა, არც ერთი სიტყვა არ დაიჯეროთ, ” - თქვა ყოფილმა კომანდომ. ბეკის თქმით, ტრანსგენდერთა პოპულარიზაციის საფუძველი მხოლოდ ფულია და მეტი არაფერი და მმსხვილი ფინანსური მოგების გამო ბავშვებს გამოუსწორებელ ზიანს აყენებენ, წერს New York Post. „ათასობით გენდერული კლინიკა შენდება მთელ ამერიკაში და თითოეული ეს გენდერული კლინიკა სავარაუდოდ 50 მილიონ დოლარზე მეტით ფინანსდება. როგორც კი ბავშვები მივლენ და იტყვიან: „მე გარიყული ვარ ასე კომფორტულად ვგრძნობ თავს“, ფსიქოლოგი მაშინვე დაასკვნის: „ა, ჰო, შენ ტრანსგენდერი ხარ!" მეორე დღეს ბავშვი უკვე იღებს ჰორმონებს – იგივე ჰორმონებს, რომლებსაც პედოფილების სამედიცინო კასტრაციისთვის იყენებენ ახლა 13 წლის ჯანსაღ ბავშვებს აძლევენ“, – გაიხსნა ყოფილმა სამხედრომ. ბეკი დარწმუნებულია, რომ მას შავბნელი საქმეებისთვის იყენებდნენ. იყენებდნენ ადამიანები, რომლებსაც მასზე მეტი ცოდნა ჰქონდათ და ვინც შემდეგ მისგან ტრანსგენდერთა მედროშე შექმნეს. ”ამის გამო, მე ბოდიშს ვუხდი ამერიკელ ხალხს, ” - განაცხადა მან. 235 2-ს მოსწონს
|