რჩევები როგორ შევარჩიოთ სამოსი? – წესები ქალბატონებისთვის (სამოსის შერჩევა სხეულის ტიპის მიხედვით) 2022, 16 დეკემბერი, 8:55 სამოსის შერჩევა, რომ საპასუხისმგებლო საქმეა, — სუსტი სქესის ყველა წარმომადგენელმა იცის. ხარისხიანი და ლამაზი ნივთების შეძენაზე უფრო მნიშვნელოვანი, ის არის, რომ ის თქვენი სხეულის წყობას, - გარეგნობას შეესაბამებოდეს. გადმობრუნებული სამკუთხედიგანიერი მხრები და ვიწრო თეძოები — შეცდომის გარეშე შეიძლება ითქვას, რომ ეს სპორტული აღნაგობის მაჩვენებელია. თუ თქვენ ე. წ. «სამკუთხედის» აღნაგობის სხეული გაქვთ, ჩათვალეთ, რომ გაგიმართლათ. ძალიან მოგიხდებათ А-სილუეტის კაბები და ტრაპეციისებური ქვედაბოლოები. აირჩიეთ კლასიკური სტილის მარტივი მოდელის სამოსი, მშვიდი ფერებით. სახელო - რეგლანი, მხრის თარგის შერბილებული ხაზებით. უარი თქვით განიერ საყელოებზე, მაისურებზე, განიერი სახელოებით და პიჯაკებზე, მხრის ბალიშებით (ე. წ. ლიპები). მართკუთხედიიმ შემთხვევაში, თუ მხრები, წელი და თეძო, თითქმის, ერთი ზომის გაქვთ, მაშინ თქვენი სხეული, ფორმის მიხედვით, «მართკუთხედია». უარი თქვით ტანზე მომდგარ, ვიწრო სამოსზე — ეს ნამდვილად არ არის თქვენი სტილი. ქვიშის საათისხეულის ასეთი ფორმის მფლობელებს, ნამდვილად გაუმართლათ: სწორედ ასეთი ქალბატონებისთვის არის შექმნილი ტანზე მომდგარი კაბები. ასეთი სხეულის უმთავრესი სამშვენისი — მკვეთრად გამოხატული წელის ხაზია. უარი თქვით ქსოვილის გაფორმებაზე და დამატებით დეტალებზე, რომლებსაც სხეულის სილუეტის დამძიმება და კილოგრამების დამატება შეუძლია. მსხალითუ განიერი თეძოები და გამხდარი, მასთან კონტრასტული ზედა ნაწილი გაქვთ — ე. ი. მსხლის ფორმის სხეულის მფლობელი ბრძანდებით. სამწუხარო ის არის, რომ სხეულზე მომდგარი ქვედაბოლოები საერთოდ უნდა დაივიწყოთ. ვაშლისხეულის ასეთი ფორმის შემთხვევაში, უპირველეს ყოვლისა, ის უნდა გაითავისოთ, რომ უბრალოება — ყველაზე შესაფერისი გზა არის, იმისთვის რომ კარგად გამოიყურებოდეთ. რაც უფრო მარტივია სამოსის თარგი, მით უფრო ეფექტური იქნებით მასში. ყოველთვის სრულყოფილად რომ გამოიყურებოდეთ, მკვეთრად გამოხატეთ საკუთარი ინდივიდუალობა და დაივიწყეთ ყველა სახის კომპლექსი — არ არსებობს ადამიანი იდეალური ფორმებით. უბრალოდ, არსებობენ ადამიანები, რომლებსაც სწორედ ჩაცმა შეუძლიათ და არსებობენ ისეთები, ვინც ამაში კარგად ვერ ერკვევა. აქ მოცემულ რეკომენდაციებს თუ გაითვალისწინებთ, მარტივად შექმნით თქვენთვის შესაფერის გარდერობს, რომელშიც ყოველთვის შეუდარებელი იქნებით! არხის სხვა სიახლეები:* გულისამაჩუყებელი იგავი, რომელიც ყველა ჩვენგანს ეხება* თაყვანისმცემელი მთელი წელი დასდევდა ვარსკვლავს, რომ სასიკვდილო სენისგან ეხსნა* "მფრინავი ქვები" და ელექტრო დენი ძველ ეგვიპტეში* "უცხოპლანეტელებმა დედამიწის კოლონიზაცია არაერთგზის მოახდინეს" ...* 20 ფოტო, რომელიც ნამდვილად გაგაოცებთ* ისტორიის კიდევ ერთი საიდუმლო გაიხსნა – ნაპოვნია ჩინგიზ-ყაენის საფლავი* "აგურის ცეცხლი", ანუ როგორ გავთბეთ შეშის გარეშე746 2-ს მოსწონს
|