x
image
ლალი ადიკაშვილი
Mediator image
ქათმის საახალწლო სალათა – "ზურმუხტის ნაძვის ხე"

იმის მიუხედავად, რომ ფენოვანი სალათების უამრავი რეცეპტი არსებობს, უნდა ითქვას, რომ ყველ ძალიან ჰგავს ერთმანეთს – რეცეპტში აუცილებლად არის კარტოფილი და ხორცის ერთ–ერთი სახეობა, ხახვის ფენა და რომელიმე სახის კონსერვი (სიმინდი, ბარდა). ქვემოთ კი, რეცეპტს გთავაზობთ, რომელიც ტრადიციულისგან განსხვავდება, რადგან ზოგიერთი ინგრედიენტი, მას განსაკუთრებულს ხდის! თუმცა, უნდა აღინიშნოს, რომ საგემოვნო თვისებებით, სხვა სალათებს ნამდვილად არაფრით ჩამოუვარდება.


image


ინგრედიენტები:


ქათმის ბარკალი — 3 ცალი (ან ქათმის მკერდი)
დიდი სტაფილო — 1 ცალი
კვერცხი — 3 ცალი
მაგარი ყველი — 70 გრ.
ვაშლი — 1 ცალი
კივი — 3 ცალი
კამა — გემოვნებით
მაიონეზი — გემოვნებით


მომზადება:


I. წინასწარ მოხარშეთ ქათმის ხორცი, სტაფილო და კვერცხი > ქათმის ხორცს მოაცილეთ ძვალი და დაჭერით პატარა ნაწილებად > წვრილ სახეხზე გახეხეთ სტაფილო, კვერცხი და ყველი.


image


II. ააწყეთ სალათა: პირველ ფენად ხორცი აიღეთ და მას სამკუთხედის ფორმა მიეცით > შემდეგ სტაფილო და კვერცხი, ფენა–ფენად. ფენებს შორის კი, მაიონეზის ფენა უნდა იყოს.



image


III. გახეხეთ ვაშლი წვრილ სახეხზე და დაამატეთ სალათას, შემდეგ ფენად > გადაუსვით მაიონეზი და მოაყარეთ ზემოდან ყველი.


image


IV. გაფცქვენით და დაჭერით კივი სიგანეზე > გაჭერით თითოეული ნაჭერი შუაზე და დაიწყეთ ყველზე ისე, როგორც ფოტოზეა ნაჩვენები.


image


და საახალწლო სალათა მზად არის:


image


image

არხის სხვა სიახლეები:


* როგორ შევარჩიოთ სამოსი? – წესები ქალბატონებისთვის (სამოსის შერჩევა სხეულის ტიპის მიხედვით)

* დიდი მოგზაური, თუ სასტიკი მკვლელი

* გულისამაჩუყებელი იგავი, რომელიც ყველა ჩვენგანს ეხება

* თაყვანისმცემელი მთელი წელი დასდევდა ვარსკვლავს, რომ სასიკვდილო სენისგან ეხსნა

* "მფრინავი ქვები" და ელექტრო დენი ძველ ეგვიპტეში

* "უცხოპლანეტელებმა დედამიწის კოლონიზაცია არაერთგზის მოახდინეს" ...

* 20 ფოტო, რომელიც ნამდვილად გაგაოცებთ

* "აგურის ცეცხლი", ანუ როგორ გავთბეთ შეშის გარეშე



3
82
1-ს მოსწონს
1-ს არა
ავტორი:ლალი ადიკაშვილი
ლალი ადიკაშვილი
Mediator image
82
  
2022, 20 დეკემბერი, 22:51
კომენტარი ცარიელია ან წაშლილია

2022, 16 დეკემბერი, 23:59
ვაუ, რა ლამაზია!
და მადლობა თქვენ, ლალი!
0 1 3