სალათები ქამა სოკოს სალათი 2015, 11 ოქტომბერი, 0:07 ინგრედიენტები: ქამა სოკო - 300 გრ. ნიორი - 1 კბილი ლიმონის წვენი - 1 ს. კ. ლიმონის ცედრი - 0, 5 ჩ. კ. ზეითუნის ზეთი - 100 მლ. მარილი ან სოიოს სოუსი - გემოვნებით შაქარი - 1 მწიკვი დაფქული პილპილი - გემოვნებით დაფქული წითელი წიწაკა - 0, 5 ჩ. კ. ოხრახუში - რამოდენიმე ღერი ზეთი (ნებისმიერი) - სოკოს შესაწვავად მომზადება: 1. სოკო კარგად გაწმინდეთ ქაღალდის პირსახოცით (არ გარეცხოთ, რადგან დიდი დრო იქნება საჭირო სითხის ასაორთქლებლად) > პატარა ზომის სოკოები არ დაჭრათ, ხოლო დიდი - 4 ნაწილად გაჭერით. 2. თასში ერთმანეთს შეურიეთ: ზეთი, ლიმონის წვენი, წვრილად დაჭრილი ნიორი, მარილი ან სოიოს სოუსი, შაქარი, პილპილი და წიწაკა, ლიმონის ცედრი. სურვილის შემთხვევაში, შეგიძლიათ დაამატოთ რამოდენიმე წვეთი ბალზამიკო (არომატისთვის). 3. სოკო შეწვით ზეთში, 10-15 წუთის მანძილზე, ვიდრე კარგად არ დაწითლდება. 4. დაელოდეთ, ცოტა რომ შეგრილდება > გადაიტანეთ თასში, რომელშიც დანარჩენი ინგრედიენტები არის შერეული > კარგად აურიეთ და წვრილად დაჭრილი ოხრახუში მოაყარეთ. 390 8-ს მოსწონს
|