სხვა ეს საინტერესოა - რატომ ეფარებიან ამერიკელი პოლიციელები ავტომობილის კარს, თუ ის ტყვიისგან ვერ დაიცავს? 2022, 14 დეკემბერი, 14:26
ამერიკულ ფილმებში ალბათ ხშირად გინახავთ, როდესაც პოლიციელები სროლის დროს შესაშური კანონზომიერებით იმალებიან თავიანთი მანქანების კარების უკან.მაგრამ არ გეგონოთ ეს მხოლოდ კინემატოგრაფიული ტრუკი.
რეალურად ნამდვილი პოლიციელები ზუსტად იგივეს აკეთებენ საჭიროების შემთხვევაში. უბრალოდ ჩნდება კითხვა: რატომ? მანქანის კარი ხომ საკმაოდ თხელი ლითონისგან არის დამზადებული და ვერ შეაჩერებს არა თუ შაშხანიდან ან თოფიდან.არამედ პისტოლეტიდან ნასაროლ ტყვიასაც კი, სინამდვილეში კი ყველაფერი მართლაც მანქანაზეა დამოკიდებული...უფრო სწორად ერთ დეტალზე, რომელიც ბევრმა არ იცის. ჩვეულებრივი მანქანის კარი ნამდვილად ვერ დაიცავს ადამიანს ტყვიისგან.... არა თუ კარი, 9 მმ-იანი პისტოლეტი მანქანას ერთი მხრიდან რომ ესროლოთ, მეორე მხარეს გახვრეტს და გაიტანს. საქმე იმაშია.რომ შეერთებულ შტატებში პოლიციის ყველა მანქანა არ არის "ჩვეულებრივი". დღეს უმეტესობა საპატრულო პოლიციის ავტომობილების კარებში ერთი ან მეტი ბალისტიკური პლატინის ფირფიტაა ჩაყენებული . როგორც წესი, ისინი მიეკუთვნებიან დაცვის II კლასს და უძლებენ გასროლას 7, 62 მმ კალიბრის იარაღიდან. თუმცა, კარებში ბალისტიკური ფირფიტების დამონტაჟება შედარებით ახალად დანერგილი ინოვაციაა. პირველი ჯავშანტექნიკა შეერთებულ შტატებში მხოლოდ 2010-იანი წლების დასაწყისში გამოჩნდა. უფრო მეტიც, აქამდე „პატარა ქალაქის“ განყოფილებებში უმეტეს შემთხვევაში ძველ მანქანებს იყენებენ, რო, ე;საც შესაბამისად არავითარი ტყვიაგაუმტარი დაცვა არ გააცნია. ამიტომ, სროლის შემთხვევაში, ბევრი პოლიციელი უბრალოდ კარზე კიდებს სარეზერვო ტყვიაგაუმტარ ჟილეტს და ისვრის ფანჯრიდან. ეს, რა თქმა უნდა, არ არის ბალისტიკური ფირფიტა, მაგრამ ესეც საკმარისი შეღავათია. ბოლო-ბოლო, კარი ასრულებს არა მხოლოდ დამცავ არამედ ფარის ფუნქციასაც.განსაკუთრებით მაშინ თუ ურთიერთსროლა რამდენიმე წუთი მიმდინარეობს. 1742 4-ს მოსწონს
|