x
image
მაკა ნიკვაშვილი
Mediator image
"აი, ეს საცივში დგებოდა და ისე სვავდა სააკაშვილის სადღეგრძელოს"- ვისზე საუბრობს შალვა ნათელაშვილი

image


ქვეყნის ნომერ პირველი ლეიბორისტი შალვა ნათელაშვილი "ქართული ოცნების" დეპუტატის, ბექა ოდიშარიას ევროპარლამენტარების მისამართით გაკეთებულ განცხადებას სოციალურ ქსელში ეხმაურება და იმ დროს იხსენებს როდესაც ის მიხეილ სააკაშვილის სადღეგრძელოს "განსაკუთრებულ" ვითარებაში სვამდა:


"აი ეს ნაძირალა მაგიდაზე საცივში დგებოდა და ისე სვავდა სააკაშვილის სადღეგრძელოს."- წერს "ლეიბორსტული" პარტიის ლიდერი შალვა ნათელაშვილი.


შეგახსენებთ, რომ "ქართული ოცნების" დეპუტატმა ბექა ოდიშარიამ საქართველოს მესამე პრეზიენტის, მიხეილ სააკაშვილის მძიმე მდგომარეობასთან დაკავშირებით, სტრასბურგში გამართული პრესკონფერენციის კომენტირებისას ასეთი განცახადება გააკეთა:


"პრესკონფერენცია რაში გვჭირდება, ნებისმიერ პატიმარზე პენიტენციური დაწესებულება იღებს პასუხისმგებლობას. პენიტენციური ძალიან კარგად ართმევს თავს დაკისრებულ მოვალეობას – ოჯახი ოჯახია, მითუმეტეს შვილი, მშობლები, თუმცა ჩვენ სხვების მითითება ნამდვილად არ გვჭირდება" – ამბობს ოდიშარია ევროპარლამენტარების პასუხად.





0
462
შეფასება არ არის
ავტორი:მაკა ნიკვაშვილი
მაკა ნიკვაშვილი
Mediator image
462