ფოტოგრაფია
ქალების ატიპიური რეტრო - კადრები, რომელთა მიხედვითაც ისტორიის შესწავლა განსაკუთრებით საინტერესოა
2022, 13 დეკემბერი, 20:53
![ქალების ატიპიური რეტრო - კადრები,
რომელთა მიხედვითაც ისტორიის
შესწავლა განსაკუთრებით საინტერესოა image](https://server5.intermedia.ge/article_images/small/202212/2022121314430686669.jpg)
საიდუმლოს არავისთვის წარმოადგენს ის ფაქტი რომ სწორედ მშვენიერი სქესის წარმომადგენლები განიცდიდნენ საკუთარ თავზე მსოფლიოში მიმდინარე ცვლილებებს ყველაზე მეტად. დღევანდელ სტატიაში სწორედ ქალების უფლებებზე, მათ ცხოვრების წესსა და მოდის ტენდენციებზე ვისაუბრებთ. თქვენ წინაშეა გასაოცარი ისტორიული ფოტოების ნაკრები, რომლებიც ქალების მძიმე ხვედრზე და მათ არც თუ იოლ ყოფაზე მოგვითხრობს.
წელსზემოთ შიშველი გოგონები მამაკაცებს ფეხსაცმელს უპრიალებენ, ტორონტო, 1975 წელი
პორნო მაღაზია დასავლეთ ბერლინში, კედლის დანგრევის პირველ დღეებში, 1989 წელი
ქალის საცურაო კოსტიუმის ევოლუცია 1875 წლიდან 1927 წლამდე
გოგონა და სამეფო საპატიო გვარდიის ჯარისკაცი, სტოკჰოლმი, შვედეთის სამეფო, 1970-იანი წლები
ვატიკანის ქალთა მსროლელთა რაზმი, ვატიკანი, იტალიის სამეფო, 1937 წელი
ნაცისტური საკონცენტრაციო ბანაკის რავენსბრუკის ყოფილი პატიმარი ექიმის ჩვენების საფუძველზე ნიურნბერგის სასამართლო პროცესზე ძალადობის კვალის დემონსტრირებისას, 1946 წელი
ქალთა სიკვდილის ბატალიონი, პეტროგრადი, 1917 წელი
ქალის სილამაზის კრიტერიუმი 60-იან წლებში, აშშ
ვაჭარი კოლონიზატორი ადგილობრივ ქალს სატრანსპორტო საშუალებად იყენებს, ბენგალი, ბრიტანეთის ინდოეთი, 1903 წელი
ოპიუმის წვეულება საფრანგეთში, 1918 წელი
გეიშების სკოლაში, 1951 წელი
აბსტრაქტული პორტრეტიც მზად არის! სალვადორ დალი რაკელ უელჩს ნატურისთვის მადლობას უხდის, 1965 წელი
პოლიციელ - ქალს ორი გოგონა შეუსაბამო საცურაო კოსტიუმის გამო სანაპიროდან გაჰყავს, 1922 წელი, აშშ
სპეციალური ავტომატი რუჯისთვის, 1930 წელი, ქალბატონებს ქუჩაში ხელოვნური რუჯის მიღება სულ რაღაც 10 ცენტად შეეძლოთ
მერლინ მონრო კორეის ომის დროს ამერიკელი ჯარისკაცებისთვის მღერის, 1954 წელი
სტრიპტიზიორი ტორონტოს საფონდო ბირჟის დარბაზში, 1970-იანი წლების ბოლო