![ამერიკაში ფილიპ კირკოროვის
ფეშენებლურ სასახლეს შესაძლოა
ყადაღა დაადონ image](https://server5.intermedia.ge/article_images/small/202212/202212131503596227.jpg)
სომხურ-ბულგარული წარმოშობის რუს მომღერალს შესაძლოა აეკრძალოს შეერთებულ შტატებში შესვლაც.
რუსმა პოპ-მომღერალმა, ფილიპ კირკოროვმა შესაძლოა ფეშენებლური სახლი დაკარგოს მაიამიში, აშშ-ს ფლორიდის შტატში.
შეერთებულ შტატებში აქტივისტებმა წამოიწყეს პეტიცია, რომლითაც მოითხოვენ ხელისუფლებას, ჩამოართვან მომღერალს მისი ძვირადღირებული ქონება მზიურ სანაპიროზე, ასევე ამერიკული მართვის მოწმობა და ზოგადად აეკრძალოს ქვეყანაში შესვლაც.
![ამერიკაში ფილიპ კირკოროვის
ფეშენებლურ სასახლეს შესაძლოა
ყადაღა დაადონ image](https://server5.intermedia.ge/article_images/small/202212/202212131505016227.jpg)
შეგახსენებთ, რომ კირკოროვმა 2011 წელს ფლორიდაში იყიდა სახლი 775 და 1378 კვადრატული მეტრი ფართობის მიწის ნაკვეთით. მაშინ სახლი 4, 2 მილიონ დოლარი ღირდა, მაგრამ დროთა განმავლობაში ფასები გაიზარდა და ახლა მისი ამერიკული უძრავი ქონება 9, 6 მილიონ დოლარზე მეტი ღირს.
![ამერიკაში ფილიპ კირკოროვის
ფეშენებლურ სასახლეს შესაძლოა
ყადაღა დაადონ image](https://server5.intermedia.ge/article_images/small/202212/202212131505266227.jpg)
მომღერლის ნაყიდ მიწის ნაკვეთზე სახლი 2006 წელს აშენდა. აქვს შვიდი საძინებელი და შვიდი სველი წერტილი, ტერიტორიაზე არის საცურაო აუზი.
პლაჟი სახლიდან მხოლოდ ხუთი წუთის სავალზეა.
კირკოროვი სახლს. მამიდასთან მარი კირკოროვასთან ერთად ფლობს და წელიწადში 70 000 დოლარ ბეგარას იხდის.
![ამერიკაში ფილიპ კირკოროვის
ფეშენებლურ სასახლეს შესაძლოა
ყადაღა დაადონ image](https://server5.intermedia.ge/article_images/small/202212/202212131505566227.jpg)
ამერიკული გაზეთის New Russian Word-ის აქტივისტები რუს ხელოვანისთვის ამ ფუფუნების ჩამორთმევას ითხოვენ.
![ამერიკაში ფილიპ კირკოროვის
ფეშენებლურ სასახლეს შესაძლოა
ყადაღა დაადონ image](https://server5.intermedia.ge/article_images/small/202212/202212131506146227.jpg)
ახლა ისინი აგროვებენ ხელმოწერებს კირკოროვის შეერთებულ შტატებში შესვლის აკრძალვისთვის და განმარტავენ, რომ არტისტის სახელი სანქცირებულთა სიებში იყო.
![ამერიკაში ფილიპ კირკოროვის
ფეშენებლურ სასახლეს შესაძლოა
ყადაღა დაადონ image](https://server5.intermedia.ge/article_images/small/202212/202212131507256227.jpg)
„აშშ-ში ჩამოსვლას ვეღარ შეძლებს, ერთი დღით იზოლირებულ საკანში მოათავსებენ და გააძევებენ. ვიზა უკვე გაუქმებულია“, - ციტირებს გაზეთის წარმომადგენელის ისტყვებს “НеМалахов” -ი.
![ამერიკაში ფილიპ კირკოროვის
ფეშენებლურ სასახლეს შესაძლოა
ყადაღა დაადონ image](https://server5.intermedia.ge/article_images/small/202212/202212131508106227.jpg)
ასევე, ხელმოწერების შეგროვების ინიციატორები აღნიშნავენ, რომ აშშ-ის მართვის მოწმობა კირკოროვს სარგებელს აძლევს. მაგალითად, მას შეუძლია ისარგებლოს ფასდაკლებით დისნეილენდში სტუმრობის დროს. ასევე, მისი დახმარებით მას შეუძლია გახსნას საბანკო ანგარიში.