არაფერი არ არის დაზღვეული შემაშფოთებელი აურისგან. იქნება ეს ძაღლი, საჭმელი, ჩვეულებრივი სკამი თუ აბაზანის კედელი - რაღაც მომენტში, ამ ნივთებმა შეიძლება რაიმე ჩრდილით შეგაშინოთ, ასე რომ, თუ ერთი წუთით გაჩერდებით და ირგვლივ მიმოიხედავთ, დიდია შანსი, რომ განიცადოთ ეს, იგრძნოთ თავი მოქმედებით სავსე თრილერის გმირად. წარმოგიდგენთ ფოტოსურათებს, რომელთა ნახვის შემდეგაც თავს კომფორტულად ნამდვილად ვერრ იგრძნობთ:
1. ამ სათამაშო მოედნის მდებარეობა ბევრ კითხვას აჩენს.
2. ვიღაცამ ბრენდან ფრეიზერს სთხოვა ამ უცნაურ ზღვის ნიჟარაზე ხელის მოწერა. მსახიობმა უარი თქვა. საინტერესოა რატომ?
3. მრგვალი გეოდი, რომელიც ისე გამოიყურება, თითქოს კბილები აქვს
4. ის, რისი ნახვაც ნამდვილად არ გინდათ თვითმფრინავის ფანჯარაში
5. "სველი წერტილის კედელი სახლში, რომელშიც ამჟამად ვცხოვრობ"
6. ფუტკრებმა თავიანთი ბინისთვის მშვენიერი ადგილი იპოვეს
7. “ჩემს კატას ფოტო დამთქნარების პროცესში გადავუღე"
8. ნარჩენი გუგის მემბრანა - თვალის მდგომარეობა ემბრიონული მემბრანის ნარჩენებით, რომლებიც რჩება ძაფებად, რომლებიც კვეთენ გუგას.
9. გიგანტური სტაფილო, რომელიც უფრო უცხოპლანეტელს ჰგავს საცეცებით
10. “ახლა კიდევ ერთხელ შეხედეთ... არ მეჩვენება ხომ?"
11. ამ სველი ძაღლის გამო შესაძლოა კოშმარები დაგესიზმროთ
12. გიდნელუმ პეკა ან სისხლმდენი სოკო
13. “ალოე ფეროქსის გამხმარი ფოთლები, რომლებიც ზღვამ ნაპირზე გამორიყა, ამოტრიალდა. შემზარავად გამოიყურება არა?"
14. ახლახან გაირკვა, რომ ევოლუციის მსვლელობისას კოლიბრებმა, ამ პატარა, საყვარელმა ფრინველებმა კბილები შეიძინეს ნისკარტში და ახლა მათ შეუძლიათ მოწინააღმდეგეებთან ბრძოლა.
15. “ვინ შემოუშვა?"
16. ტატუირებული ცირკის ოჯახი, მათ შორის ბავშვი, 1910 წელი.