საქართველო "ეს ქალბატონი 7 წელი ჯოჯოხეთური რეჟიმის ციხეში, სააკაშვილის კომისრების მიერ დატყვევებული და უფლებაშელახული" - ირმა ჭკადუა 2022, 13 დეკემბერი, 13:16 ნორა კვიციანის გარდაცვალებას იურისტი და უფლებადამცველი ირმა ჭკადუა სოციალურ ქსელით ეხმაურება და წერს: "გინდა დაივიწყო,
თვალი დახუჭო,
გათიშო გონება იმისთვის, რომ არ დაუბრუნდე წარსულს, რომელიც ყველამ ერთად გამოვიარეთ.
ბევრჯერ მითქვამს საჯაროდ, დაიღალა ხალხი ამ “სისხლიანი 9 წელი”-ს ძახილით, მომავალზე ვიფიქროთთქო, მაგრამ მოულოდნელად, ისეთი ისტორია გაიელვებს და შეგახსენებს თავს, რომ ვერაფრის დიდებით ვერ დააღწევ ფიქრებს თავს.
ნორა კვიციანი გარდაიცვალა!!
ალბათ არაერთი ყოფილი პატიმარი და რეჟიმის მსხვერპლი გარდაცვლილა, მაგრამ გახსენდება თუ რატომ იყო ეს ქალბატონი 7 წელი ჯოჯოხეთური რეჟიმის ციხეში, სააკაშვილის კომისრების მიერ დატყვევებული და უფლებაშელახული…
და ამ ფიქრებში ხვდები, რომ ეს კიდევ, სხვა სიმძიმის ისტორიაა.
დაიჭირეს მხოლოდ იმიტომ, რომ რუსეთისთვის უსისხლოდ კოდორი ჩაებარებინათ.
სულ ეს იყო.
არც მეტი, არც ნაკლები…
სათქმელად მარტივი, მაგრამ ძალიან მტკივნეული და ტრაგიკული ისტორია… რომლის ანალიზი და შეფასება ამ დრომდე არ მომხდარა…
ვუსამძიმრებ განსვენებულის ოჯახს და კოდორის ხეობის ყველა მცველს, ვინც ქალბატონ ნორასთან ერთად იცავდა ამ ულამაზეს ხეობას"-წერს ირმა ჭკადუა.
შეგახსენებთ, რომ ნორა კვიციანის გარდაცვალების შესახებ ინფორმაცია გუშინ გავრცელდა (დედა ქეთევანი) გარდაიცვალა. ამის შესახებ ოჯახის ახლობელი სოციალურ ქსელში წერს. მიმდინარე წელს ნორა კვიციანი მონაზვნად აღიკვეცა და დედა ქეთევანი ეწოდა.
2006 წლის 25 ივლისს შინაგან საქმეთა სამინისტროს და თავდაცვის სამინისტროს შეიარაღებული დანაყოფები ბატალიონ "მონადირის" ხელმძღვანელის, ემზარ კვიციანის და მისი თანამებრძოლების დაკავების მიზნით კოდორის ხეობაში შევიდნენ. 27 ივლისს შს სამინისტროს კონტრტერორისტული ცენტრის თანამშრომლებმა კვიციანის და ნორა არღვლიანი დააკავეს, სახლიდან ცეცხლსასროლი იარაღის და საბრძოლო მასალის ამოღების საფუძველზე. მას ჰუმანიტარული საქონლის მითვისებასაც ედავებოდნენ. ნორა არღვლიანმა ციხეში 6 წელი გაატარა. ის 2012 წლის ნოემბერში, ხელისუფლების ცვლილების შემდეგ გაათავისუფლეს. 2017 წელს ქუთაისის სააპელაციო სასამართლომ ნორა კვიციანი ყველა ეპიზოდში გაამართლა. ხელახალი გამოძიებით დადგინდა, რომ ნორა არღვლიანს თავისუფლება უკანონოდ აღუკვეთეს და ბრალდება ყალბი მტკიცებულებების საფუძველზე წარუდგინეს. 104 3-ს მოსწონს
|