x
image
ქეთი1988
Mediator image
Mediator image
"მე 45 წლის ვარ და ზუსტად ისე გამოვიყურები, როგორც ჩემი 22 წლის ქალიშვილი" - დედა, რომელიც ქალიშვილთან ერთად ორმაგ პაემანზე დადის

image
დღეს მუდმივი ახალგაზრდობისკენ სწრაფვა, “ახალგაზრდობის შადრევნის" ძიება და სხვადასხვა პლასტიკური თუ კოსმეტიკური საშუალებები ფართოდაა გავრცელებული საზოგადოებაში. თუმცა, არიან ისეთებიც, ვისაც ასაკი არ ადარდებთ. გაიცანით 45 წლის ჯოლინ დიასი, რომელიც ზუსტად ისე გამოიყურება, როგორც მისი 22 წლის ქალიშვილი.image

45 წლის ჯოლინ დიასმა და მისმა ქალიშვილმა, 22 წლის მეილანი პარკსმა, ცოტა ხნის წინ ინტერნეტი ააფეთქეს ფოტოებით, სადაც ისინი ტყუპებს ჰგვანან.

ინტერნეტის მომხმარებლები გულგრილები ვერ დარჩნენ და დედა კომპლიმენტებით აავსეს. მიუხედავად 24 წლიანი ასაკობრივი სხვაობისა, დედა-შვილი მიჩვეულია, რომ ყველას დები ჰგონია. ჯოლინი ამბობს, რომ მის ქალიშვილს ასაკის მხრივ დედასთან შედარება არ ადარდებს. ის განმარტავს: "ადამიანებს ხშირად ვგონივარ მისი და."image
ჯოლინ დიასი 10 წლის ასაკში გადავიდა კალიფორნიაში და იყო საშუალო სკოლის მასწავლებელი. როგორც თავად ამბობს, მელანის მამასთან დაშორების შემდეგ, ურთიერთობა აღარავისთან ჰქონია.

ახლა, როდესაც ის გახდა ნამდვილი ვარსკვლავი, ის რეგულარულად იღებს შეტყობინებებს მამაკაცი თაყვანისმცემლებისგან. ზოგი მის ანგარიშსაც კი უჩივის, რადგან ფიქრობს, რომ ის მალავს თავის რეალურ ასაკს. "ჩემი ანგარიში რამდენჯერმე წაიშალა", - ამბობს ჯოლინი. ”სასაცილოა, ვფიქრობ, ხალხი ფიქრობს, რომ ჩემი პროფილი არარეალურია და ამიტომ “მარეპორტებენ".”imageimage

დედასაც და ქალიშვილსაც აქვთ პროფილები გაცნობის სხვადასხვა საიტებზე. ისინი ხშირად დადიან ორმაგ პაემანზე და მოსწონთ ერთმანეთის პოტენციურ პარტნიორებზე ჭორაობაც კი.

„პაემნებზე დავდივართ ბოულინგზე, ფილმებზე, ლაშქრობებზე, სანაპიროზე“, - თქვა ჯოლენმა ინტერვიუში. მეილანი ხშირად მიწევს კონსულტაციას გაცნობის შესახებ. მიხარია, რომ მენდობა. ვფიქრობ, მან იცის რა სურს ურთიერთობისგან და მოხარული ვარ, რომ ჩემი გამოცდილება მას დაეხმარება."image

ჯოლენის პროფილი ნახევარმა მილიონმა ადამიანმა გამოიწერა. ქალს სურს, რომ ყველამ დაინახოს რეალური ადამიანი მის მიერ გამოქვეყნებული ფოტოების უკან. ის ამბობს: „მე უბრალო და მიწიერი ადამიანი ვარ, მაგრამ სოციალურ მედიაში ხალხი ამას ვერ ხედავს“.image
სოციალურ ქსელებში და გაცნობის აპლიკაციებში ახალგაზრდა ბიჭები ხშირად წერენ ქალს, მაგრამ ის არ არის დაინტერესებული ასეთი ურთიერთობებით. „ასაკი არ არის ჩემთვის დამაბრკოლებელი, მაგრამ არ მინდა ჩემზე უმცროს მამაკაცთან შეხვედრა“, - აღიარა მან ინტერვიუში. „არც ვიფიქრებდი ჩემი შვილის ასაკის ადამიანთან შეხვედრაზე“.
"მე მომწონს ამბიციური, მიზანდასახული, თავდაჯერებული მამაკაცები, რომლებთანაც საინტერესოა ურთიერთობა", - ამბობს ჯოლინი.

imageimage









1
661
1-ს მოსწონს
ავტორი:ქეთი1988
ქეთი1988
Mediator image
Mediator image
661
  
2022, 20 დეკემბერი, 22:50
კომენტარი ცარიელია ან წაშლილია

0 1 1