x
image
თუთიკო ბერძენა
ფუტუროლოგების პროგნოზი: როგორ შეიცვლება ცხოვრებაჩვენ თვალწინ ძალიან მალე


ფუტუროლოგების პროგნოზი: როგორ შეიცვლება ცხოვრება ჩვენს სიცოცხლეში,
მომავლის მეცნიერებამ, ფუტუროლოგიამ, სამეცნიერო დისციპლინის სტატუსი მიიღო. გამოჩნდნენ ცალკეული დიდი დეპარტამენტები და ორგანიზაციები, რომლებმაც თავიანთი საქმიანობა მიუძღვნეს ამ რთული მეცნიერების შესწავლას. ლიდერია მომავლის კვლევების საერთაშორისო აკადემია.


მეცნიერებმა ჩამოაყალიბეს ფუტუროლოგიის ფუნდამენტური პრინციპი: „რა მომავალს წარმოვიდგენთ, იმას მივიღებთ“. ჩვენი თანამედროვე ტექნოლოგიები კომპიუტერებისა და სმარტფონების სახით, ხელოვნური ინტელექტი - ეს ყველაფერი ოდესღაც ვიღაცამ იწინასწარმეტყველა.


აქ მოცემულია ფუტუროლოგების ყველაზე გავრცელებული პროგნოზები:


ორსულობა მამაკაცის მონაწილეობის გარეშე



ახლა ჩვენ მისკენ მიმავალ გზაზე ვართ. მეცნიერები ქმნიან ხელოვნურ თესლს და ემზადებიან მის შესამოწმებლად უახლოეს მომავალში ხელოვნურად გაზრდილი კვერცხუჯრედის განაყოფიერებით. უახლოეს მომავალში, ფუტუროლოგების აზრით, ბევრი ადამიანი უარს იტყვის საკუთარი შვილების გაჩენაზე.


ქორწინების ინსტიტუტის კრიზისი


განქორწინებებისა და სამოქალაქო ქორწინებების სწრაფად მზარდი რაოდენობა საერთოდ არ მიუთითებს ოჯახური ღირებულებების არარსებობაზე, პირიქით, ქორწინება უბრალოდ ზედმეტი ხდება.


ქალი, რომელსაც ისტორიულად „კერის მცველის“ ფუნქცია ჰქონდა, სახლში აღარ ზის (იშვიათი გამონაკლისების გარდა), არამედ კარიერის "მიხედვას
" ცდილობს და ამაში ბევრი ქალი მამაკაცზე წარმატებულიც კი არის.


ფუტურისტები ასევე წინასწარმეტყველებენ ადამიანის შერწყმას მანქანასთან და შემდეგ ოჯახს საერთოდ აღარ ექნება რაიმე მნიშვნელობა.


დღეგრძელობის ხანა


საშუალო ასაკი 150 წლამდე აიწევს და მიუხედავად იმისა, რომ ბევრი იტყვის, ეს შეუძლებელიაო, ევროპაში ბევრი ექიმი უკვე ხედავს ბავშვებს, რომლებიც, მათი ვარაუდით, წი9ნა თაობებზე ბევრად მეტხანს იცოცხლებენ.


ამავდროულად, დაახლოებით 90 წლამდე ადამიანი გარეგნულად მიმზიდველი და აქტიური დარჩება.


რობოტული ცხოველები


შინაური ცხოველები, რომლებიც მუდმივ მოვლას საჭიროებენ, უკვე იწყებენ თანამედროვე ადამიანის ცხოვრების დამძიმებას. დროთა განმავლობაში, ფუტუროლოგების აზრით, თუ ბავშვი ძაღლის ყიდვის თხოვნით აწუხცებს მშობლებს, შესაძლებელი გახდება არა შინაური ცხოველების, არამედ ეგრეთ წოდებულ სათამაშოების მაღაზიაში წასვლა, სადაც შინაური ცხოველის არჩევანი გაცილებით ფართო იქნება.


პირველი თევზის რობოტები უკვე იყიდება და რობოტიკის სფერო, რომელიც პასუხისმგებელია ხელოვნური ცხოველების წარმოებაზე, წარმოუდგენელი ტემპით ვითარდება.


ტელეპატია ინტერნეტში


ადრე, ხმის ფუნქციებიც კი წარმოუდგენლად ჩანდა და მხოლოდ ძვირადღირებული მოწყობილობების მოდელებზე იყო ხელმისაწვდომი, მაგრამ ახლა ყველას აქვს შესაძლებლობა უბრალოდ თქვას "ok, Google" და მიიღოს პასუხი ნებისმიერ საინტერესო კითხვაზე.


ამერიკელმა ბიოინჟინერმა ადამ უილსონმა უკვე აჩვენა შეტყობინებების გაგზავნის უნარი შეზღუდული რაოდენობის სიმბოლოებით (140-მდე) მხოლოდ აზროვნების ძალით.


3D პრინტერები საკვებისა და ტანსაცმლის წარმოებას შეძლებენ


თეორიულად, ასეთ პრინტერს შეუძლია ადვილად შეცვალოს მზარეული და გაუმკლავდეს მის სამუშაოს რამდენიმე წუთში, თქვენ უბრალოდ უნდა ჩატვირთოთ კარტრიჯი სწორი ნივთიერებებით და დააყენოთ პროგრამა.


რაც შეეხება ტანსაცმელს, ორიოდე წლის წინ ისრაელელმა კოლეჯის კურსდამთავრებულმა წარმოადგინა პრინტერზე დაბეჭდილი პირველი კოლექცია. მართალია, თითოეული კაბის დამზადებას დაახლოებით 20 დღე დასჭირდა და ნიმუშები ძალიან მძიმე გამოვიდა. მაგრამ ეს მხოლოდ დასაწყისია.


0
12
2-ს მოსწონს
ავტორი:თუთიკო ბერძენა
თუთიკო ბერძენა
12
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0