x
image
კანონგარეშე
Mediator image
Mediator image
Mediator image
"ჩვენ ტყვეებს არ ავიყვანთ"! ეს განცხადება ძალიან მწვავედ მომხვდა ყურში, ადამიანი თუ გბარდება და შენ კლავ დამნაშვე ხდები აპრიორი
image "მე გავეცი ბრძანება და ჩვენ უკვე რუს ტყვეებს არ ავიყვანთ"-განაცხადა უკრაინაში მებრძოლი დანაყოფის მეთაურმა.


ძალიან ბევრს ვიცნობ აღნიშნული დანაყოფიდან და არ დავასახელებ, მკითხველების უდიდესი ნაწილი ასედაც და ისედაც მიხვდება ვისზეა საუბარი.
როცა მეთაური ხარ მარტო შენს თავზე და შენს დანაყოფზე არა გააქვს პასუხისმგებლობა აღებული, შენ იღებ პასუხისმგებლობას იმ არმიის სხვა წევრებზეც, რომელი არმიის შემადგენელი ხარ შენც.


ეს იმედია ცხელ გულზე გაკეთებული განცხადება იყო, მაგრამ როგორ მდგომარეობაშიც არ უნდა ყოფილიყო ეს ადამიანი ემოციის მხრივ, მას არანაირი უფლება არ ჰქონდა ასეთი საკმაოდ მიუღებელი და საშიში განცხადებით ძალიან ბევრი ადამიანი დაეყენებინა რისკის ქვეშ.


აღნიშნული ვიდეოს გავრცელების შემდეგ ეს ვიდეო გადაზიარდა რუსულ საიტებზე და ქართველი მებრძოლები გამოცხადდნენ, როგორც ნაცისტური დაჯგუფება, რომელიც ხელებაწეულ, დანებების მოსურნე ადამიანს თუ ადამიანებს ადგილზე ანადგურებს.



ტყვედ ჩავარდნას ნაღდად არ ვაპირებ, როგორც კი დავბრუნდები უკრაინაში, მაგრამ წინასწარ ვერაფერს დაგეგმავ, დაშვების დონეზე მუდამ მაღალია ტყვედ ჩავარდნის რისკი. დავუშვათ მოყევი ინტენსიური დაბომბვის ზონაში და გაითიშე, მსგავს შემთხვევას ბევრჯერ შევსწრებივარ, სანგარში ცოცხლად ჩამარხული მებრძოლი მიგვისწრია და გადაგვირჩენია, იგივე რომ დამემართოს მე, გამოდის ქართველი მეთაურის როყიოდ წამოსროლი სიტყვების და გავრცელებული ვიდეოს გამო რუსმა აგრესორებმა ადგილზევე უნდა მიმახვრიტონ.


ვერ გაამტყუნებ, როცა შენ არ ცნობ კონვენციას ტყვეთა შესახებ, არც შენი მოწინააღმდეგე დაიცავს აღნიშნულ კონვენციას. მეთაურს მუდამ მეტი სიფრთხილე მართებს ნებისმიერი ინტერვიუს თუ ვიდეოს ატვირთვისას, დიდია ალბათობა შენი სიტყვები წინ დაგხვდეს ძალიან ცუდი სახით.


ომში გინდ ერთი ადამიანი მოგიკლავს და გინდ ათასი (სიტყვაზე), მართალი ხარ თუ მტყუანი უკვე ხელები სისხლში გაქვს და აქედან გამომდინარე არ უნდა მოიქცე ისე, როგორც არ გსურს მოგექცნენ შენ.


კონტაქტური ბრძოლისას ყველაფერს წინასწარ ვერ განსაზღვრავ, შეიძლება ისეთ მდგომარეობაში აღმოჩნდე გინდოდეს, მაგრამ თავის მოკვლაც კი ვერ მოასწრო.
ვიცი, სუიციდი ცოდვაა, მაგრამ ტყვეობას ყველაფერი ჯობია გავრცელებული ვიდეოების შემდეგ, სადაც ტყვეს საშინლად ექცევიან, პრაქტიკულად არღვევენ ომის და უბრალოდ ადამიანურობის ყველა ნორმას.


ვისგანაც არ უნდა მოდიოდეს ზღვარსგადასული სისატიკე, მას არასდროს დავუჭერ მხარს.


ლისიჩანსკში მოხდა ფაქტი, რუს ჯარისკაცს ცარიელი მჭიდებით გადავაწყდი პოზიციის შეცვლისას, შევუკარი ხელები, ცარიელი ავტომატი ავართვი და რაციით ფლანგზე მყოფ მებრძოლებს ვუთხარი, რომ მათკენ ჩაფხუტზე მაისურ შემოხვეული რუსი ტყვე მოდიოდა მათკენ, ვიღაც ბრიყვმა უიარაღო ბიჭი ისე ჩაცხრილა ალბათ თვალიც არ დაუხამხამებია.


ისეთი გაცოფებული გამოვედი მსროლელი რომ შეხვედროდა ცოცხალს ვერ გამომართმევდნენ ხელიდან, ყველამ იუარა მე არ მისროლიაო, ფაქტის გარეშე კი ხელს ვერავის დავადებდი.


მე რომ არ გამომეშვა ის საცოდავი ცოცხალი იქნებოდა, გაგვეცლებოდა ხოხვით ან მიეშველებოდნენ ჯავშნით და გაიყვანდნენ.


ტყვე თუნდაც იმისთვისაა საჭირო, შენი ტყვედ ჩავარდნილი მებრძოლები ან სამოქალაქო პირები გამოიხსნა.


"ასჯერ გაზომე და ერთხელ გაჭერიო"-ჭკვიანი ქართველის ნათქვამია მგონი და აქტუალურობა დღესაც არ დაუკარგია.


"მოექეცი ტყვეს ისე, როგორც გინდა მოგექცნენ შენ!"

0
605
6-ს მოსწონს
ავტორი:კანონგარეშე
კანონგარეშე
Mediator image
Mediator image
Mediator image
605