x
image
ქეთეონე
"შენმა სათაყვანებელმა რუსეთმა მოკლა" - ვისზე საუბრობს ვახო სანაია?

image


ჟურნალისტი ვახო სანაია ეხმაურება პრემიერ-მინისტრის განცხადებას, რომელმაც უკრაინაში ქართველი მებრძოლი გმირების შესახებ ამგვარი განცხადება გააკეთა:






„მინდა, უკრაინაში გარდაცვლილი ხოფერიას ოჯახს კიდევ ერთხელ მივუსამძიმრო. მინდა, ყველას გთხოვოთ, რომ ჩვენი გარდაცვლილი მოქალაქეების ტრაგედიასა და უბედურებაზე ნუ შევქმნით პოლიტიკურ დღის წესრიგს. კიდევ ერთხელ ღმერთმა ნათელში ამყოფოს მათი სულები და ღმერთმა გვაშოროს ეს უბედურება და ტრაგედია.



ჩვენ სამჯერ ვიომეთ, მეგობრებო, სამჯერ ვიომეთ მას შემდეგ, რაც აღვადგინეთ დამოუკიდებლობა. საკმარისია. ჩვენ გვსურს ჩვენი ქვეყნის გაერთიანება მშვიდობიანი გზით - ეს არის გონივრული, ეროვნული პოლიტიკა და არა ომით და მით უმეტეს, [რუსეთის] წაუგებელ ომებში ჩვენი ხალხის შეყვანით. კიდევ ერთხელ შევახსენებ ამ პოპულისტ ფარისევლებს.



რომელი პოლიტიკოსი გინახავთ ომში გარდაცვლილი? ბევრს რომ ლაპარაკობენ, ფეისბუკში რომ არიან აქტიურები და გარკვეული, ძალიან დიდი, ვითომ ვაჟკაცური, გაბედული პოსტებით რომ გამოირჩევიან, წავიდნენ და იომონ. არა კიევში, სელფებს რომ იღებდნენ, ფრონტის წინა ხაზზე წავიდნენ და იომონ, თუ ასე ძალიან უნდათ მაინცდამაინც უკრაინის ომში მონაწილეობის მიღება. ხალხი ბრძენია და ამას ყველაფერს ხედავს, მაგრამ ვინაიდან ასეთ ტრაგედიაზე ცდილობენ გარკვეული პოლიტიკური დივიდენდების მიღებას, ყოველთვის შევახსენებთ, რომ ეს არის ამორალური ფარისევლობა და მათ არაფერი ესაქმებათ საერთოდ ჩვენი ქვეყნის ინტერესების დაცვასთან" - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.






მის გამოსვლას ვახო სანაია ამგვარად ეხმაურება:



"ღარიბაშვილი - “ადამიანი ომში გარდაიცვალა. ომში კი არ გარდაიცვალა, შენმა სათაყვანებელმა რუსეთმა მოკლა. გგონიათ, შემთხვევით თქვა ეს სიტყვები? არა - შეგნებულად თქვა, რომ რუსეთი არ ახსენოს."

image
1
269
1-ს მოსწონს
1-ს არა
ავტორი:ქეთეონე
ქეთეონე
269
  
2022, 11 დეკემბერი, 19:38
კომენტარი ცარიელია ან წაშლილია

0 1 1