x
image
ქეთეონე
"იმედია, ოპოზიცია ახლა მაინც დატოვებს პარლამენტს" - რას წერს შალვა ნათელაშვილი

image

„მთავარი არხის“ დირექტორს, ნიკა გვარამიას, 3 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯეს. წარდგენილი ბრალდებების ერთ-ერთ ნაწილში იგი გაამართლეს, ერთ-ერთი ბრალდების შემთხვევაში დაჯარიმდა, და მესამე ნაწილში, ე.წ. ავტომანქანის ეპიზოდის შემთხვევაში კი — თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა. ნიკა გვარამიას დაპატიმრებას, უამრავი გამოხმაურება მოჰყვა სოციალურ ქსელებში.


შალვა ნათელაშვილი კი ასე მიმართავს საზოგადოებას მის სოციალურ ქსელში და ამბობს, რომ "ტირან ივანიშვილზე დაუყოვნებელი სანქციებია საჭირო".



"რუსულმა ოლიგარქიულმა დიქტატურამ საქართველოში მიიღო დასრულებული ფორმა. დააპატიმრეს ოპოზიციური მედიის ხელმძღვანელი.ივანიშვილის პირად პოლიტიკურ პატიმრებს შემატა კიდევ ერთი--ნიკა გვარამია.


იმედია ჩვენი დასავლეთელი მოკავშირეები ახლა მაინც დარწმუნდებიან, რომ ტირან ივანიშვილზე დაუყოვნებელი სანქციებია საჭირო და გადაწყვეტენ--ვისთან სურთ მოკავშირეობა ქართველ ხალხთან თუ პუტინ--ლუკაშენკოს მოკავშირე რეპრესიულ რეჟიმთან, რომელიც პუტინისავე მილიარდებით მსუყედ აფინანსებს თავის ვაი--ატლანტიკურ ლობისტებს.


P.S იმედია, ოპოზიცია ახლა მაინც დატოვებს პარლამენტს, ვინც თავს ასეთად თვლის რა თქმა უნდა", - წერს შალვა ნათელაშვილი.

0
172
1-ს მოსწონს
ავტორი:ქეთეონე
ქეთეონე
172
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0