x
image
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
მზეთუნახავი და ურჩხული-არაჩვეულებრივი ფოტოსესია უზარმაზარ მურა დათვთან
image

მოდელი ასახულია არაერთ ინტიმური ხასიათის პორტრეტზე, სადაც პოზირებს 350 კილოგრამიან რუსულ მურა დათვთან ერთად.


ჟანა შვეინოვას დათვთან ერთად პოზირების შესაძლებლობა მიეცა, რითაც იზიდავს თაყვანისმცემლებს მთელი მსოფლიოდან.


ფოტოგრაფი ოლგა ბარანცევა ფოტოსესიის მოსაწყობად მურა დათვის, სახელად სტეპანის მფლობელებს, სვეტლანა და იური პანტელეენკოს დაუკავშირდა, რომლებმაც დათვი აღსაზრდელას სამი თვის ასაკში აიყვანეს.


image

ამ ფოტო კოლექციაში, 35 წლის ჟანა, რომელიც წარმოშობით მოსკოვიდანაა, მაგრამ ახლა კვიპროსში ცხოვრობს, ტიარასა და გრძელ თეთრ კაბაში გამოწყობილი ეხუტება და ეფერება უზარმაზარ დათვს.


” 14 წელია, რაც რბილი დათუნიების მხატვარი და სათამაშოების მწარმოებელი ვარ."-ამბობს ჟანა.


„რაც მახსოვს, რბილი სათამაშოებით ვიყავი გატაცებული, განსაკუთრებით კი დათვებით, ისინი ჩემი მუდმივი თანამგზავრები იყვნენ.ასე რომ, უნივერსიტეტის დამთავრების შემდეგ, გადავწყვიტე ჩემი პირველი სათამაშოს შეკერვა... მას შემდეგ არ გავჩერებულვარ.”

image

„ამ ბოლო დროს გადავწყვიტე გადავრთულიყავი უფრო რეალისტური დათვების შექმნაზე და შთაგონების ძიებისას შევიტყვე სტეპანის შესახებ.ეს იყო მთელი სიცოცხლის ოცნება, მენახა დათვი ახლოდან და ამ მეყურებინა ამ შესანიშნავი ცხოველების თავისუფლად გადაადგილებისთვის"-დასძინა ჟანამ

image

ჟანამ აღწერა დათვი, როგორც "ჭეშმარიტად უნიკალური", რადგან ის იყო "მაშველი [ცხოველი], ოჯახის წევრი და მეგობარი".

image

”ეს მეტყველებს იმაზე, თუ როგორ იქცევა იგი "დედასთან" და "მამასთან", სიკეთითა და პატივისცემით ეპყრობიან და ისიც უბრუნებს.....ნაზია, ის ისეთი სინაზით გიჭერს თათს, მიუხედავად მისი ზომისა და წონისა.ძალიან, ძალიან გამიმართლა, რომ შევხვდი სტეპანს. ეს არის უნიკალური გამოცდილება, რომელსაც ყოველთვის ვაფასებ.”-ამბობს მოდელი.

image

სტეპანი მონადირეებმა დაიჭირეს, ისინი დათვის ბელის ბაზარზე გაყიდვას ცდილობდნენ. პანტელეენკომ კი ის გადაარჩინა.ბელი როდესაც იპოვეს, რამდენიმე ნაკაწრი და ჭრილობა ჰქონდა, ამიტომ სახლში წაიყვანეს, რათა გამოჯანმრთელებულიყო.

image

დათვი, რომლის სიმაღლეც 2 მეტრს აღემატება, ზოგჯერ საღამოობით ზის პატრონებთან ერთად და ტელევიზორს უყურებს და ხანდახან მცენარეების მორწყვაშიც კი ეხმარება.

image


ოლგამ აღნიშნა, რომ მას ყოველთვის უყვარდა ცხოველებთან ერთად ადამიანების გადაღება


”მე უკვე გადავუღე ადამიანებს, რომლებმაც იყვნენ იაპონიიდან, ჩინეთიდან, ტაილანდიდან, ავსტრიიდან, შვეიცარიიდან, მექსიკიდან და ინდოეთიდან.”

image

”ვფიქრობ, რომ დღეს მსოფლიოში ძალიან ბევრი ბოროტებაა და რაც მინდა დავანახო საზოგადოებას, ეს არის სიყვარული. სიყვარული ადამიანებსა და ბუნებას შორის, ადამიანებსა და ცხოველებს შორის."-დასძინა ოლგამ.


image


image

ასევე დაგაინტერესებთ


ყველა ცნობილი ქალი ჩართულია კონკურენტიან რბოლაში, რათა თავისი ფიგურა იდეალურად შეინარჩუნოს, თორემ ფანატები ერთ ლაფსუსაც არ აპატიებენ, რა თქმა უნდა არც ძუძუებია გამონაკლისი.ქვემოთ სწორედ თანამედროვე ჰოლივუდის ტოპ 10 სახელგანთქმულ მკერდს გაგაცნობთ. ჰოლივუდის ეს ლამაზმანები სიგიჟემდე უყვართ მილიონობით ადამიანს, არა მხოლოდ მათი შემოქმედები...


ცნობილი ადამიანების სამოსს თაყვანისმცემლებისგან არაერთგვაროვანი რეაქცია მოყვება ხოლმე, მაგრამ არის ზოგიერთი, რომელსაც უბრალოდ გვერდს ვერ აუვლი. ირინა შეიკი ორაზროვანი იმიჯის ერთ-ერთი ლიდერია. ანა პლეტნევა-საიდუმლო არ არის, რომ რუს მომღერალს ანა პლეტნევას არაფრის და არავის ერიდება. კეტი პერი ჯინსის ...


ჰაიდი კლუმმა იპოზიორა Intimissimi-ის ახალი კამპანიისთვის 18 წლის ქალიშვილ ლენისთან ერთად, მას შემდეგ, რაც მათ წინა ფოტოესესიას "საშინელება" უწოდეს. თავის ახალ ლუქში, 49 წლის ჰაიდი გამჭვირვალე წითელი მაქმანებიან საცვლებში გამოწყობილი, წარმოუდგენლად მომხიბვლელად გამოიყურება და რომელიც მას იდეალურად უ...



შორენა ბეგაშვილის ქალიშვილი ევა ბარბაქაძე, როგორც ჩანს მალე დედაზე არანაკლებ პოპულარული იქნება, გოგონას სოციალურ ქსელში 175 ათასი გამომწერი ჰყავს და უკვე პიკანტურ ფოტოებსაც უზიარებს, ამის დასტურია მისი ბოლო ფოტოსესია, სადაც გოგონამ პირველად გამოაჩინა ნაიარევი, რომელიც სავარაუდოდ მე-5 სართულიდან გადმოვარდნის დროს დარჩა. "უცებ შორენა...

0
477
4-ს მოსწონს
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
477
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0