x
მეტი
  • 01.07.2024
  • სტატია:135704
  • ვიდეო:351962
  • სურათი:510089
პროფესორის საყვარელი ფორმულა - იოკო ოგავა
თანამედროვე იაპონელი მწერლის, იოკო ოგავას “პროფესორის საყვარელი ფორმულა” XXI საუკუნის დასაწყისში დაიწერა, თუმცა საქართველოში აღიარება სულ რამდენიმე წლის წინ მოიპოვა.


ნაწარმოებს დანამდვილებით შეიძლება ერთი ამოსუნთქვით წასაკითხი ეწოდოს, რომლის სიუჟეტი იაპონელი მარტოხელა პროფესორის გარშემო ნვითარდება. მის გარშემო კი მისივე მომვლელი და მომვლელის 10 წლის ვაჟი აღმოჩნდებიან მას შემდეგ, რაც პროფესორი დაჟინებით მოითხოვს პატარა “რუთის” დედის გვერდზე ყოფნას.


პროფესორი და “რუთი”(მომვლელის ვაჟი) მათემატიკოსის მხოლოდ 80 წუთიანი მეხსიერების მიუხედავად, დამეგობრებას მოახერხებენ. მათ მთავარ სასაუბრო თემებს ძირითადად ბეისბოლი და მათემატიკა წარმოადგენს. ეს უკანასკნელი ალბათ არც უნდა გაუკვირდეს მკითხველს ნაწარმოების სათაურიდან გამომდინარე. აქვე, დამატებით ვიტყვი იმასაც, რომ მათემატიკის მოყვარულებს განსაკუთრებით დააინტერესებთ იოკო ოგავას ეს ნაშრომი, რადგან თუნდაც მათემატიკური გონების და დიალოგების კარგად შეცნობის საშუალება მიეცემათ.


მეტს აღარ დაგასპოილერებთ, და გირჩევთ წაიკითხოთ თანამედროვე იაპონელის, იოკო ოგავას ეს მხიარული და განსხვავებული ასაკის მქონე ადამიანების ურთიერთკავშირის შემასწავლებელი რომანი, რომელთა დაახლოების ერთ-ერთ მიზეზადაც შეიძლება სულაც 1940-იან წლებში დაბადებული იაპონელი ბეისბოლის მოთამაშე მოგევლინოთ:)).


image

0
40
შეფასება არ არის
ავტორი:ნიკასულაძე
ნიკასულაძე
40
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0