x
მეტი
  • 06.07.2024
  • სტატია:135806
  • ვიდეო:351962
  • სურათი:510197
ამერიკელი კომენტატორი არგენტინა-ნიდერლანდების რეპორტაჟის დროს მოკვდა
image

ამერიკელი სპორტული კომენტატორი გრანტ უოლი გარდაიცვალა მსოფლიო ჩემპიონატის მეოთხედფინალურ მატჩის დროს, სიკვდილი დადგა არგენტინა- ნიდერლანდებს შორის მატჩის დასასრულანდე. ამის შესახებ ინფორმაციას აშშ-ის ფეხბურთის ფედერაცია ავრცელებს.


48 წლის ჟურნალისტმა მატჩის ბოლოს თავი ცუდად იგრძნო და გონება დაკარგა. მისმა დაცემამ პრეს-ლოჟაში შოკი და აჟიოტაჟი გამოიწვია. ადგილზე რამდენიმე წუთის შემდეგ მედიკოსები მივიდნენ. უოლის რეანიმაცია ადგილზე სცადეს, შემდეგ კი საკაცით წაიყვანეს. მისი გარდაცვალების შესახებ მოგვიანებით გახდა ცნობილი.

image


უოლი Fox Sports-სა და CBS Sports-ის კომენტატორი იყო და ასევე ჟურნალ Sports Illustrated-ის მიმომხილველი. ახლობლების თქმით, ჟურნალისტმა აღიარა, რომ ყატარში ჩასვლის შემდეგ ავად გახდა. საავადმყოფოსაც კი მიაკითხა. ექიმმა ბრონქიტის დიაგნოზი დაუსვა და ანტიბიოტიკები დაუნიშნა, რამაც მისი მდგომარეობა არ გააუმჯობესა.


აშშ-ის ფეხბურთის ფედერაციამ ღრმა მწუხარება გამოუცხადა ოჯახს და მეგობრებს გრანტ უოლის გარდაცვალების გამო.


მატჩის შედეგი, რომელის რეპორტაჟის დროსაც ის გარდაიცალა, მხოლოდ პენალტების სერიებში გამოვლინდა. არგენტინამ ჰოლანდია დაამარცხა (2:2, პენალტებით 4:3) და მსოფლიო ჩემპიონატის ნახევარფინალში გავიდა, სადაც ხორვატებს შეხვდება.

0
185
2-ს მოსწონს
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
185
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0