პარამეცნიერებები მასობრივი ისტერიის უცნაური და შემზარავი შემთხვევები ისტორიის მანძილზე 2022, 8 დეკემბერი, 4:10
მასობრივი ისტერია არის ტერმინი, რომელიც გამოიყენება სიტუაციის აღსაწერად, როდესაც ფიზიკური ან ფსიქოლოგიური სიმპტომები მასობრივად ჩნდება, სწრაფად ვრცელდება ზოგჯერ მთელ ქალაქებსა და ქვეყნებში.
ეპიდემიის დროს ადამიანებმა შეიძლება განიცადონ სისუსტე, კრუნჩხვები, თავბრუსხვევა, უკონტროლო სიცილი, კუნთების სისუსტე ან ნებისმიერი სხვა სიმპტომი, რომელსაც ფიზიკური მიზეზი არ აქვს. ისტერიის შემთხვევები დაფიქსირებულია მთელ მსოფლიოში საუკუნეების განმავლობაში და იძლევა წარმოდგენას ადამიანის ფსიქოლოგიის რთული ბუნების შესახებ. ტერმინი "ისტერია" მომდინარეობს ბერძნული სიტყვიდან "hystera", რაც ნიშნავს "საშვილოსნოს" და ჩვეულებრივ მიეკუთვნება ძველ ბერძენ ექიმს ჰიპოკრატეს. თუმცა საშვილოსნოსთან ასოციაცია უბრუნდება ძველ ეგვიპტურ პაპირუსს კაჰუნს (ძვ. წ. 1900 წ.), რომელშიც ისტერიული აშლილობის მიზეზად ასახელებენ საშვილოსნოს სპონტანურ მოძრაობას ქალის სხეულში. შუა საუკუნეებში ეს შეიცვალა ჯადოქრობის, დემონური შეპყრობის ან სიგიჟის სახელწოდებით. მიუხედავად იმისა, რომ მასობრივი ისტერიის შემთხვევები კვლავ აბნევს სამედიცინო საზოგადოებას, ახლა საყოველთაოდ აღიარებულია, რომ ის დაკავშირებულია ემოციური ან ფსიქიკური სტრესის უკიდურეს შემთხვევებთან. გთავაზობთ ისტორიაში მასობრივი ისტერიის ცნობილ და უცნაურ შემთხვევებს. შუა საუკუნეების ცეკვის მანია (XIII-XVII სს.) ცეკვის მანიამ, რომელიც ასევე ცნობილია როგორც ცეკვის ჭირი, წმინდა იოანეს ცეკვა, ან წმინდა ვიტუსის ცეკვა, მოიცვა კონტინენტური ევროპა მე-13-დან მე-17 საუკუნემდე. ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი დიდი ეპიდემია მოხდა აახენში, გერმანიაში 1374 წლის 24 ივნისს. ამ ეპიდემიის დროს ავადმყოფები ისტერიულად ცეკვავდნენ ქუჩებში საათობით, დღეებით და თვეებითაც კი, სანამ დაღლილობისგან არ დაეცნენ ან არ დაიღუპნენ გულის შეტევით ან ინსულტით. ზოგადად, ერთი რომელიმე ისტერიული ეპიდემიის მონაწილეთა რაოდენობამ შეიძლება მიაღწიოს ათას ადამიანს. ცნობილია, რომ "ცეკვის ჭირი" არაერთხელ გაჩნდა შუა საუკუნეების ევროპაში, დაავადების გავრცელება მოხდა იტალიაში, ლუქსემბურგში, საფრანგეთში, გერმანიაში, ჰოლანდიასა და შვეიცარიაში. ცეკვის მანია თავდაპირველად ითვლებოდა, რომ ეს იყო წმინდანებისგან გაგზავნილი წყევლა, რომლებადაც, ჩვეულებრივ, წმინდა იოანე ნათლისმცემელს ან წმინდა ვიტუსს თვლიდნენ, აქედან გამომდინარეობს ამ დაავადების ალტერნატიული სახელები. ამიტომ, ამ მდგომარეობით დაავადებული ადამიანები მიდიოდნენ ამ წმინდანისადმი მიძღვნილ ადგილებში, რათა ელოცათ დაავადებისგან განთავისუფლებისთვის და ამ „საშუალებამ“, როგორც ჩანს, ბევრს დაუბრუნა სრული ჯანმრთელობა. მკბენი მონაზვნები (15 საუკუნე) მე-15 საუკუნეში გერმანიაში მასობრივი ისტერიის კიდევ ერთი აფეთქება მოხდა, როდესაც მონასტერში მონაზონმა სხვა დებს უკბიმნა. ეს საქციელი მალე მთელს მონასტერში გავრცელდა და როგორც ახალი ამბები გავრცელდა მთელ მსოფლიოში, ასევე გავრცელდა ფენომენი, რამაც გამოიწვია კბენის აფეთქება გერმანიის, ნიდერლანდების და იტალიის მონასტრებში. მე-15 საუკუნის ექიმის აღწერილობის მიხედვით: „გერმანიის მონასტერში ერთმა მონაზვნმა დაიწყო კბენა. ცოტა ხანში ამ მონასტრის ყველა მონაზონმა ერთმანეთის კბენა დაიწყო. გერმანიიდან, ძირითადად საქსონიიდან ეს მანია ეწვია ჰოლანდიის დედათა მონასტრებს და ბოლოს რომშიც კი მიაღწია. ეკლესიას სჯეროდა, რომ მონაზვნები შეპყრობილნი იყვნენ და ცდილობდნენ ეგზორციზმის ჩატარებას, მაგრამ ამან ვერაფერი შეაჩერა. საბოლოოდ, მათ ცემდნენ ან წყალში ჩაძირვით ემუქრებოდნენ ნებისმიერ მონაზონს, რომელიც სხვას კბენდა. მონაზვნების დასჯის რამდენიმე შემთხვევის შემდეგ მანია სწრაფად გაქრა. სალემის ჯადოქრების სასამართლო პროცესი (1692-1693) მასობრივი ისტერიის ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი შემთხვევა მოხდა სალემში, მასაჩუსეტსი 1692 წელს. ათეულობით ახალგაზრდა გოგონამ გამოავლინა უკონტროლო ყვირილის შეტევები, რამაც საბოლოოდ გამოიწვია ჯადოქრობის ბრალდებები. შედეგი იყო ჯადოქრობაში ბრალდებული ადამიანების მოსმენებისა და დევნის სერია, რომელიც ცნობილია როგორც სალემის ჯადოქრების სასამართლო პროცესი, რამაც გამოიწვია სალემისა და მიმდებარე ქალაქების 25 მაცხოვრებლის სიკვდილი. სალემის ჯადოქრების სასამართლო პროცესი, უაღრესად გავლენიანი მოვლენა აშშ-ს ისტორიაში, გამოიყენებოდა პოლიტიკურ რიტორიკასა და პოპულარულ ლიტერატურაში იზოლაციონიზმის, რელიგიური ექსტრემიზმის, ცრუ ბრალდებებისა და სასამართლო პროცესის დარღვევის საშიშროების ხაზგასასმელად. ფრანგი მონაზვნები (მე-19 საუკუნე) ისეთი ინსტიტუტები, როგორიცაა სკოლები, ციხეები და მჭიდროდ შეკრული თემები ხშირად იყო მასობრივი ისტერიის ადგილი და არც ქრისტიანული მონასტრები იყო გამონაკლისი. შუა საუკუნეებში ფრანგმა მონაზვნებმა საშიში ქცევები გამოავლინეს. ამან შეაშფოთა ირგვლივ მყოფი ქრისტიანები და საბოლოოდ გამოიძახეს ჯარისკაცები სიტუაციის შესაჩერებლად. მონაზვნებს ჯარისკაცები ურტყამდნენ და სცემდნენ მანამ, სანამ არ დაჰპირდებოდნენ, რომ შეწყვეტდნენ კატისმაგვარი მძაფრი ხმების გამოცემას. ამ ეპოქაში საფრანგეთში კატებს ხშირად ეშმაკთან კავშირში მყოფებად თვლიდნენ. სიცილის ეპიდემია ტანგანიკაში (1962) ტანგანიკას სიცილის ეპიდემია დაიწყო 1962 წლის 30 იანვარს, ტანზანიაში, კაშაშში, გოგონების პანსიონში. სიცილი დაიწყო სამმა გოგონამ, მაგრამ სწრაფად გავრცელდა სკოლაში, გაგრძელდა საათები, დღეები და შემდეგ კვირები, რამაც გამოიწვია მისი დახურვა 1962 წლის 18 მარტს. მაგრამ ამით ეს პროცესი არ დასრულებულა. სკოლის დახურვის შემდეგ მასობრივი ისტერია გავრცელდა სხვა სკოლებში და საბოლოოდ ახლომდებარე სოფლებში. ეპიდემიამ ათასობით ბავშვი დააზარალა და 14 სკოლა იძულებული გახდა დაიხურულიყო. საბოლოოდ, ისტერია ჩაცხრა დაწყებიდან თვრამეტი თვის შემდეგ. თანამედროვე ახსნა მასობრივი ისტერიის გავრცელების შემთხვევები შეიძლება უცნაურად გამოიყურებოდეს მზარდი განათლებული საზოგადოებისთვის, რომელიც აღარ ეყრდნობა მოხეტიალე საშვილოსნოებს, დემონურ შეპყრობას და ჯადოქრობას, როგორც მოვლენის ახსნას. თუმცა, მასობრივი ისტერიის შემთხვევები კვლავ ხდება; ერთი ბოლო მოხდა 2012 წელს, როდესაც შრი-ლანკის 15 სკოლიდან 1900 ბავშვი მკურნალობდა მთელი რიგი სიმპტომების გამო, მათ შორის, კანის გამონაყარის, თავბრუსხვევისა და ხველების გამო, რომელსაც აშკარა ფიზიკური მიზეზი არ ჰქონდა. მიუხედავად იმისა, რომ ადვილია შეცდომით ისტერია სასაცილო და უცნაურ ქცევად მიიჩნიოს მავანმა, კვლევამ აჩვენა, რომ არსებობს მთელი რიგი რთული ფაქტორები, რომლებიც ხელს უწყობენ კოლექტიური ისტერიის ჩამოყალიბებას და გავრცელებას, მათ შორისაა სოციალური შფოთვა, ჭორაობა, შიშები, ექსტრემალური აგზნება. სოციალური, პოლიტიკური და რელიგიური პირობები საუკუნეების განმავლობაში იცვლებოდა, მაგრამ ადამიანის ფსიქოლოგია ძირითადად იგივე დარჩა და სწორედ ამ გამოა, რომ მომავალში მასობრივი ისტერიის კიდევ ბევრ შემთხვევას ვიხილავთ. 126 2-ს მოსწონს
|