სხვა ინტერნეტში გამოჩნდა საუნაში გადაღებული შიშველი მამაკაცებით გარშემორტყმული ალა პუგაჩოვას ნახვერადშიშველი ფოტო 2022, 7 დეკემბერი, 16:57 ![]() ![]() ფოტოს, რომელიც Telegram-არხმა “НеМалахов”-მა გამოაქვეყნა ასეთი ირონიანარევი წარწერა ახლავს: ![]() საქმე იმაშია, რომ 73 წლის ალა პუგაჩოვა BBC.-ის ვერსიით მართლაც 2022 მსოფლიოს ყველაზე გავლენიანი ქალების სიაში მოხვდა. 100 ყველაზე გავლენიან ქალს შორის არიან ასევე ახალგაზრდა მომღერალი ბილი აილიში, უკრაინის პირველი ლედი ელენა ზელენსკაია, ინდოელი მსახიობი პრიანკა ჩოპრა იონასი და სელმა ბლერი, ირანელი მთამსვლელი ელნაზ რეკაბი და სხვა. „მიუხედავად იმისა, რომ უზარმაზარი ნაბიჯები გადაიდგა ქალთა უფლებების მხრივ - ლიდერი ქალების რაოდენობიდან დაწყებული მოძრაობა MeToo-მდე - ქალები მსოფლიოს ბევრ ქვეყანაში მაინც გრძნობენ, რომ ჯერ კიდევ დიდი გზაა გასავლელი“, - წერს გამოცემა. სიაში ასევე ასახულია ქალების როლი მთელი მსოფლიოდ კონფლიქტის წერტილებში დაწყებული მომიტინგეებიდან, რომლებიც თამამად ითხოვენ ცვლილებებს ირანში და დამთავრებული უკრაინასა და რუსეთში კონფლიქტის მოწინააღმდეგე ქალთა სახეებით. პირველად წელს, BBC-ის ჟურნალისტებმა ასევე სთხოვეს წინა წლის 100 გავლენიან ქალს, დაესახელებინათ სხვა ქალები, რომლებიც ფიქრობენ, რომ იმსახურებენ ადგილს 2022 წლის სიაში. 1272 3-ს მოსწონს
|