სასაცილოა სატირალი რომ არ იყოს- ადამიანები, რომლებიც აშკარად მარცხენა ფეხით ადგნენ
ამ ადამიანების უიღბლო დღის ინტორიების ნამდვილად არ შეგშურდებათ:
1. “თმის საღებავზე ჩემი ალერგიის შესახებ მხოლოდ მაშინ გავიგე, როცა თავი გამისივდა და მარცხენა ყურში სმენა დავკარგე, რადგან ისიც გასივდა..."
2. “ჩემი ტელეფონი ღრუბლებში დავკარგე"
3. “მეგონა სოკოს გარჩევა შემეძლო, მეორე ფოტო 6 საათის შემდეგაა გადაღებული..."
4. "გზის ნიშნულების საღებავი სატვირთო მანქანიდან ამ ჯიპს დაეცა."
5. 30-ზე მეტ მანქანას გზატკეცილზე საბურავები გაუფუჭდა გზაზე ჩამოვარდნილი ლურსმნების ყუთის გამო
6. „ჩემი ბებია-ბაბუის სახლი დაიწვა საბოლოო კრედიტის დაფარვიდან 1 კვირის შემდეგ. ისინი იქ ცხოვრობდნენ 40 წელზე მეტი ხნის განმავლობაში. სახლში ბევრი 50 წლის მცენარე იყო, რომელიც ბებიამ დედისგან მიიღო“.
7. "ღამით გარეულმა ღორებმა ჩემი ბებია-ბაბუის გაზონი გააფუჭეს"
8. “პური ვიყიდე აქციით. ახლა ვხვდები რატომაც იყო აქციაში"
9. “როცა კობრა საკუთარ სახლში არ გიშვებს"
10. "ქარიშხალმა იანმა სახლს სახურავი ახადა და თითქმის ყველაფერი გაანადგურა, რაც მქონდა"
11. “ალერგიაზე ტესტმა საშინლად ჩაიარა, აღმოჩნდა, რომ ყველაფერზე ალერგიული ვარ და ამ სინჯებმაც ალერგიული რეაქცია გამოიწვიეს"
12. “ჩემი მოგზაურობა დიდებულად დაიწყო! ძრავამ ხმის გამოცემა დაიწყო, ამიტომ გავჩერდი. კვამლის სუნი ვიგრძენი, სწრაფად გადავედი და ყველა ძვირფასი ნივთი ავიღე. ორი საათის შემდეგ ჩემს მანქანაზე 4 სახანძრო მანქანა და 1 გარემოს დასუფთავების ჯგუფი კვლავ მუშაობდა. ვფიქრობ, ახალი ჰაერის გამწმენდი უნდა ვიყიდო..."
13. “მეგობრისგან ვიყიდე ეს მინივენი. მანქანაში ყოველ დღე ვპოულობდი ქსელებს და ამიტომ მწერების საინააღმდეგო სპრეი გამოვიყენე. მეორე დღეს ეს დამხვდა"
ფოტოზე შეგიძლიათ იხილოთ შავი ქვრივი ობობები. ამ სახეობის მდედრი ობობები ერთ ზაფხულში აწარმოებენ 4-დან 9 კვერცხუჯრედს, თითოეული შეიცავს დაახლოებით 100-400 კვერცხს. კვერცხები ჩვეულებრივ ინკუბირებულია 20-დან 30 დღემდე.
14. “წინა შაბათ-კვირას ჩემი შეყვარებული მარტო წავიდა ბუნებაში დასასვენებლად. ფოტო გამომიგზავნა და შემდეგ მარწმუნებდა, რომ ქვედა კუთხეში კანოეს ნაწილი ჩანს და მეტი არაფერი..."
15. ”ბოლო ორი კვირის განმავლობაში, ჩემმა მანქანამ აურია, ჩემი გენერატორი დღეს ჩაიშალა. ჰიდრავლიკური მილი გამიტყდა და სითხე შემასხა“.