x
მეტი
  • 26.04.2024
  • სტატია:134540
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508597
ელისაშვილი პირდაპირ ეთერში ატირდა - „სულ მაჟრიალებს რომ ვლაპარაკობ…რა ბიჭი იყო…“
პარტია “მოქალაქეების” ლიდერი, ალეკო ელისაშვილი უკრაინაში დაღუპული ქართველი მებრძოლის, ჯაბა ხოფერიას შესახებ საუბრისას ატირდა.

image

„უკრაინაში წასვლის შესახებ კაციშვილისთვის არ მითქვამს, მხოლოდ არჩილს დავურეკე და მოვიდა პარლამენტთან, შევხვდი. მითხრა ჯერ არ წახვიდეო. არ უნდოდა რომ გავეშვი, მაინც დავკარი ფეხი და წავედი. დიდი ოხერი კაცი ხარო მითხრა და თავისი შვილის ნომერი მომცა. იქ უკვე გაკვალული აქვს გზაო. ვუთხარი რომ დავურეკავდი.. სახაჭაპურეში მივედით, ვიღაც შავი, როხროხა, უშველებელი ბიჭი გადმოდის და მეძახის. კიევში არავის ვიცნობდი, გავხედე, მოვიდა, ჩამეხუტა და მითხრა, მე აჩიკო ხოფერიას შვილი ვარო. იარაღი მოგვცეს, მაგრამ ჯავშანჟილეტები არ გვქონდა. შენ მაგაზე არ ინერვიულოო, მითხრა და მართლაც, რამდენიმე საათში უკრაინელმა მებრძოლმა მოგვიტანა ძალიან მაგარი ჯავშანჟილეტები. მას შემდეგ სულ მწერდა, მკითხულობდა. ვეტერანის კოდექსი და ვეტერანი უნდა დაფასდეს. ჩვენ რომ ახლა ამერიკაში ვცხოვრობდეთ არჩილ ხოფერიაზე 5 წიგნი იქნებოდა დაწერილი. სულ მაჟრიალებს რომ ვლაპარაკობ…რა ბიჭი იყო…ასეთ ხალხზე როგორ შეიძლება ენა მოგიტრიალდეს და რაღაცები ილაპარაკო, ამან წაიყვანა ომში, ან იმან”, –ამის შესახებ ალეკო ელისაშივლმა "პალიტრანიუსის" გადაცემაში "360 გრადუსი" განაცხადა.
1
548
შეფასება არ არის
ავტორი:თეონა გორდეზიანი
თეონა გორდეზიანი
548
  
2022, 8 დეკემბერი, 23:17
ამან არ იცის,რომ მოსკოვს ცრემლების არ სჯერა :)
0 1 1