ფეხბურთი ივანა კნოლი-ყველაზე პოპულარული გულშემატკივარი მსოფლიო ჩემპიონატზე 2022, 6 დეკემბერი, 13:01 ![]() მსოფლიო ჩემპიონატის ყველაზე სექსუალური გულშემატკივარი ივანა კნოლი მუდმივად ფანებით არის გარშემორტყმული, რომლებიც მასთან ერთად სელფის გადაღებას ითხოვენ, მით უმეტეს მას შემდეგ, როდესაც 5 დეკემბერს მისმა საყვარელმა ხორვატიამ იაპონია დაამარცხა - თან გოგონამ დატროლა მოწინააღმდეგები, მატჩის შემდეგ ვიდეო გამოაქვეყნა, სადაც ის სუშის ჭამს. 30 წლის ყოფილმა "მის ხორვატიამ" რომელიც ყატარში გაზეთების მთავარი გმირი გახდა გარეგნობის და უპირველეს ყოვლისა ხალვათი ჩაცმულობის გამო, კვლავ პოზირებდა თავისი ქვეყნის ფერებში იაპონიასთან 1/8 ფინალში ხორვატიის დრამატული გამარჯვების შემდეგ. ![]() კნოლის გუნდმა აზიის ძლიერ გუნდს პენალტების სერიით 3-2 მოუგო - 90 წუთი და შემდეგ დამატებით დრო ყაიმი 1:1 თამაშის შემდეგ. მსოფლიო ჩემპიონატის "ყველაზე სექსუალური გულშემატკივარი" მატჩის წინ იაპონელ გულშემატკივრებთან ერთად ფოტოებს იღებდა და საინტერესო დაპირისპირების შემდეგ არაერთხელ იქნა შემჩნეული, როდესაც პრესას ინტერვიუს აძლევდა. ![]() ![]() კნოლი მთელი ტურნირის განმავლობაში, მუდმივად ჩნდებოდა გადაჭედილ სტადიონებზე, სადაც ის G-string საცურაო კოსტუმით და სხვა თვალისმომჭრელი შილიფი სამოსით ჩნდებოდა, რომლებსაც შეეძლო მკაცრ ისლამურ ქვეყანაში მისთვის პრობლემები შეექმნა. ![]() არის დაწესებული ჯარიმები და პატიმრობაც კი იმ გულშემატკივრებისთვის, რომლებიც დაარღვევენ დრეს-კოდის წესებს ამ კონსერვატიულ ქვეყანაში. პოტენციური კულტურული შეტაკების კომენტირებისას კნოლმა თქვა: ”თავიდან ვფიქრობდი, რომ თუ მსოფლიო ჩემპიონატი ჩატარდებოდა იქ (ყატარში), რა თქმა უნდა, ისინი მოგვცემდნენ საშუალებას გავაკეთოთ ყველაფერი, ყოველგვარი შეზღუდვის გარეშე.რომ ყველა გულშემატკივრისთვის კომფორტული ყოფილიყო, შედეგ გავიგე წესების შესახებ და შოკირებული ვიყავი. ჩაცმის კოდი კრძალავს მხრების, მუხლების, მუცლის და სხვა ყველაფრის ჩვენებას და გავიფიქრე: „ღმერთო ჩემო, ტანსაცმელიც კი არ მაქვს ამ ყველაფრის დასაფარად“. ![]() მან დაამატა: ”მაგრამ როცა ჩამოვედი, გამიკვირდა, რომ ტანსაცმელზე არანაირ პრობლემას არ გიქმნიან, გაძლევენ საშუალებას, ჩაიცვა რაც გინდა – გარდა სამთავრობო შენობების სიახლოვეს.. ბოლოს და ბოლოს ეს ნორმალურია ”. ![]() კნოლის საყვარელი გუნდი შაბათს დილით მეოთხედფინალში ტურნირის ფავორიტ ბრაზილიას დაუპირისპირდება. 125 3-ს მოსწონს
|