x
მეტი
  • 02.02.2023
  • სტატია:125353
  • ვიდეო:355904
  • სურათი:498235
„თქვენი ყურადღება მჭირდება“ - მაკა ასათიანი მიმართვას ავრცელებს
დიზაინერი მაკა ასათიანი საკუთარი წამოწყების შესახებ ინფორმაციას ავრცელებს და სოციალური ქსელის მომხმარებლებს მიმართავს. „მინდა გაგაცნოთ ახალი წამოწყება Charity Movement, რომლის ავტორებით ნინო ელიავა და მაკა ასათიანი ვართ.

გვინდა ჩამოვაყალიბოთ საქველმოქმედო მოძრაობა, რომლის საშუალებითაც შევძლებთ დავეხმაროთ ძალიან ბევრ მოხუც ადამიანს. ამ იდეის მთავარი აზრი მდებარეობს იმაში, რომ ამას ჰქონდეს არა ერთჯერადი, არამედ უწყვეტი ხასიათი.

ძალიან მინდა, რომ საახალწლოდ რაც შეიძლება მეტი ადამიანის გაბედნიერება შევძლოთ. მჯერა, რომ ერთად ამას შევძლებთ. გიზიარებთ ჰოსპისი ფერიცვალების ანგარიშის ნომერს, რომელიც უშუალოდ ამ საქველმოქმედო მოძრაობისთვის შეიქმნა.“ - ვკითხულობთ მიმართვაში.
imageწყარო:bbcnews.ge
0
892
1-ს მოსწონს
ავტორი:თეონა გორდეზიანი
თეონა გორდეზიანი
892
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0