x
მეტი
  • 26.04.2024
  • სტატია:134539
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508597
როგორ სჯიან ქურდბაცაცებს ყატარში, ფეხბურთში მსოფლიო ჩემპიონატზე ჩასულების სახით
image ყარატში მსოფლიო ჩემპიონატი მიმდინარეობს ფეხბურთში, შესაბამისად ათასობით ადამიანის მსოფლიოს მრავალი ქვეყნიდან ყატარში ჩასული საყვარელი გუნდის საგულშემატკივროდ.


ამდენ ათას ადამიანში ბუნებრივია ხელმრუდე ადამიანებიც ურევია, რომელთა მიზანი სულაც არაა ფეხბურთის მატჩის ყურება, მათ საზრუნავს წარმოადგენს სხვა გულშემატკივრების გაქურდვა საფეხბურთო მოედნის ტრიბუნებზე, სასტუმროებში თუ ქუჩაში ან საზოგადოებრივ ტრანსპორტში.


ყატარში დასჯის საკმაოდ მკაცრი მეთოდები აქვთ ქვეყნის კანონებიდან გამომდინარე, მაგრამ ეს კანონები საკმაოდ შერბილებულია უცხოელების მიმართ, თუ საქმე მკვლელობას ან ნარკოტიკების შეტანას ქვეყანაში არ ეხება.


არგენტინელი ჟურნალისტი გაქურდა ერთერთი აფრიკული ქვეყნის წარმომადგენელმა, ჟურნალისტმა ქალმა ადგილობრივ ძალოვნებს მიმართა დახმარებისათვის, ყატარის პოლიციამ სათვალთვალო კამერების დახმარებით მალევე იპოვა დამნაშავე, დააკავეს, პარალელურად კი არგენტინელი ჟურნალისტი მიიყვანეს ამოცნობაზე.



არგენტინელმა ქალმა ქურდი ამოიცნო, პოლიციელებმა მას შესთავაზეს არჩევნის ორი ვარიანტი, დაუბრუნებდნენ დკარულ ნივთებს და ქურდს ციხეში ჩასვამდნენ 5 წლით და მეორე ვარიანტად შესთავაზეს, რომ დაუბრუნებდნენ ყველა ნივთს, ხოლო დამნაშავეს გააძევებდნენ ქვეყნიდან.


არგენტინელმა მეორე ვარიანტი არჩია, საკუთარი ნივთები დაიბრუნა, დამნაშავე კი დაუყოვნებლივ იქნა ქვეყნიდან გაძევებული.

0
286
4-ს მოსწონს
ავტორი:კანონგარეშე
კანონგარეშე
Mediator image
Mediator image
Mediator image
286