ფოლკლორი "მარილზე გავიდა", "ჯანდაბაშიც წასულხარ", "გედის სიმღერა" და სხვა - ხალხში გავრცელებული გამონათქვამების განმარტება 2022, 5 დეკემბერი, 16:03 ხალხში გავრცელებული გამონათქვამები თაობიდან თაობას გადაეცემა, ვიცით რა შემთხვევაში უნდა გამოვიყენოთ, თუმცა უმეტეს შემთხვევაში არ ვიცით საიდან დამკვიდრდა ესა თუ ის ტერმინი, დღევანდელ მასალაში შევეცდებით ზოგიერთი მათგანის წარმოშობის ისტორია გაგაცნოთ. გედის სიმღერა – დღეს გამონათქვამი ტალანტის ბოლო, უკანასკნელ გაელვებას აღნიშნავს და ეფუძნება გადმოცემას, რომ გედები სიკვდლის წინ მღერიან. ეს თქმულება უძველესი დროიდან მომდინარეობს. ერთ იგავში ეზოპე მოგვითხრობს, რომ გედები მხოლოდ ერთხელ, სიკვდილის წინ მღერიან. ცნობილია, რომ გედს, სხვა მგალობელი ფრინველებისგან განსხვავებით, ძალზე უსიამოვნო ხმა აქვს; მაგრამ, როგორც ამბობენ, ერთ–ერთი ჯიშის გედი სიკვდილის წინ ისე საცოდავად „ტირის“, რომ მისი ხმა მართლაც ზარების რეკვის ულამაზეს ხმას ჩამოჰგავს. თავზე ნაცრის დაყრა – იუდეველთა ეს უძველესი ტრადიცია უკიდურეს წუხილსა და გლოვას გამოხატავდა. ძველი აღთქმის ტექსტებში არაერთხელ არის დამოწმებული, რომ გლოვის ჟამს მართლაც იყრიდნენ თავზე ნაცარს ან მიწას. ნინიას ბაღი ხომ არ გგონია?-მე-20 საუკუნის დასაწყისში, საქართველოს დედაქალაქ თბილისში „ვორონცოვის მოედანთან“, ქართველ ვაჭარს, ვინმე ნინია ზარიძეს საკუთრებაში ჰქონდა ულამაზესი ბაღი. ხსენებული ბაღი დაახლოებით ისეთი იყო, როგორიც ე.წ. მიხაილოვის ბაღია, მაგრამ მისგან განსხვავებით, იმხანად ნინიას ბაღში შესვლა უფასო ყოფილა. მას შემდეგ ამ გამოთქმას „უფასოს“ დატვირთვა აქვს“ განტევების ვაცი – იგულისხმება არსება, რომელიც ვინმეს მიერ ჩადენილი ცოდვისთვის უდანაშაულოდ ისჯება, ან სხვების ნაცვლად იტვირთავს პასუხისმგებლობას. იუდეველთა ტრადიციით, საგანგებო სამსხვერპლოზე ერის „განწმენდის“ რიტუალი იმართებოდა: მიიყვანდნენ ცოცხალ ცხვარს, ისრაელიანთა ყველა უკეთურებასა და შეცოდებას მას გადააბარებდნენ და უდაბნოში უშვებდნენ (ლევიანნი, 16, 21–22). თეთრი ყვავი – პირველად გამონათქვამი რომაელმა პოეტმა იუვენალისმა გამოიყენა თავის სატირაში: “ბედი უღიმის მონებსაც, აძლევს რა თავისუფლებას; დატყვევებულებს ხანდახან ტრიუმფატორად აქცევს. თეთრ ყვავებსაც ხომ ვერსად ნახავთ სვებედნიერთ მსგავსად“. დღეს „თეთრი ყვავი“ სხვათაგან გამორჩეულ ადამიანს აღნიშნავს. მარილზე გავიდა-ერთ დროს საქართველოში მარილი არ იშოვებოდა და მის მოსატანად ჩვენი წინაპრები აღზევანში მიდიოდნენ, რომელიც დღევანდელი თურქეთის აღმოსავლეთ ნაწილში მდებარეობს. ხშირად მათ ყაჩაღები ესხმოდნენ თავს და კლავდნენ. ამიტომ მარილზე წასვლა ხშირ შემთხვევაში სიკვდილთან ასოცირდებოდა. ევას პავაროტში- სახლი, რომელშიც ებრაელი ვაჭარი, ევა ცხოვრობდა იეთიმ გურჯის შესახვევში მდებარეობდა, იგი ტანსაცმლით და ოქროულობითაც ვაჭრობდა და ლამისაა მთელი თბილისი მასთან დადიოდა. ევასთან სავაჭროდ, თურმე, საღამოობით დადიოდნენ. როცა მაცხოვრებლები ერთმანეთს გასძახებდნენ, სად მიდიხართო, “ევასთან, პავაროტშიო”-პასუხობდნენ ))) სწორედ ასე გაჩნდა ფრაზა, რომელმაც შემდეგ არა მხოლოდ ქალაქი, არამედ, ფაქტობრივად, მთელი ქვეყანა მოიცვა. ჩაილურის წყალი დალია-ჩაილური მდინარეა საგარეჯოს რაიონში. გამოთქმა, სავარაუდოდ, ლეკიანობის პერიოდში გაჩნდა. ითვლებოდა, რომ თუ გამტაცებლებმა მდინარე გადალახეს, მაშინ მათ დევნას აზრი აღარ ჰქონდა და მადევრები დანანებით ჩაილაპარაკებდნენ- „ეჰ, დალია ჩაილურის წყალი“.დღეს ეს გამოთქმა რაიმე ნივთის სამუდამოდ გაფუჭებას, რამეს უკვალოდ გაქრობას ან ვინმეს(რამეს) სიკვდილს აღნიშნავს. ჯანდაბაშიც წასულხარ(ან ჯანდაბამდიც გზა გქონია)-ჯანდაბა ინდოეთის ქალაქია, რომელიც 3 საუკუნის წინ ირანის ჯარმა აიღო. მაშინ ირანის ჯარში ბევრი ქართველი იბრძოდა და ხანგრძლივი ომის დროს მათი უმეტესობა იღუპებოდა. ბევრმა ქართველმა ქალმა დაკარგა ახლობელი, შედეგად კი „ჯანდაბა“ ძლიერ საძულველი ადგილის სინონიმი გახდა.დღეს ეს გამოთქმა მსუბუქი წყევლის სინონიმად გამოიყენება, როდესაც ახლობელ ადამიანს სადმე წასვლას ან ვინმესთან შეხვედრას ან ურთიერთობას უკრძალავს. ყურებზე ხახვი არ დამაჭრა-გამოთქმა მომდინარეობს ფეოდალური პერიოდიდან, როდესაც ურჩ ყმებს სასჯელის სახით ყურს აჭრიდნენ ხოლმე. მოჭრილი ადგილის შესახორცებლად კი ექიმი მას ხახვს ადებდა.დღეს გამონათქვამი „ყურებზე ხახვი არ დამაჭრა“ ნიშნავს-ვერ შეძლებ ჩემს დასჯას. ხმა მღაღადებლისა უდაბნოსა შინა – დღეს გამონათქვამი გულისხმობს სასოწარკვეთილ ძახილს, ფუჭ ლაპარაკს თუ მტკიცებას, რომელსავ არავინ ისმენს და ითვალისწინებს. გამონათქვამი გვხვდება როგორც ძველ, ასევე ახალ აღთქმაში: „ეს არის ის (იგულისხმება იოანე ნათლისმცემელი), რომლის შესახებაც თქვა ესაია წინასწამეტყველმა: „ხმა მღაღადებლისა უდაბნოსა შინა“ (მათე, 3; 3). აქილევსის ქუსლი – დღეს ამ გამონათქვამს ადამიანის ნებისმიერი სისუსტის აღსანიშნავად ხმარობენ. დედამისი, უკვდავი ნიმფა თეტისი, ჩვილობიდანვე აწრთობდა აქილევსს, რათა ისიც უკვდავი გაეხადა: დღისით ამბროსიას უსვამდა სხეულზე, ღამით კი ქუსლით ეჭირა და სტიქსის უკვდავ წყლებში აბანავებდა. ასე დარჩა აქილევსის სხეულის ეს ნაწილი, ქუსლი, სამუდამოდ სუსტი. სწორედ ქუსლში მოხვდა მას ტროას ომში პარისის ნასროლი ისარი და სიცოცხლეს გამოასალმა. მამა აბრამის ბატკანი-გამონათქვამი თანამედროვე მნიშვნელობით უდანაშაულოს ნიშნავს, ამასთანავე ირონიული ელფერიც დაკრავს და გულისხმობს ადამიანს, რომელიც არც ისე მიამიტი და უცოდველია, როგორადაც ცდილობს წარმოგვიდგეს ან წარმოგვიდგენია. ძველი აღთქმის თანახმად, იუდეველთა ერთ–ერთი პატრიარქი აბრაამი ღმერთმა გამოარჩია და უთხრა: “წადი შენი ქვეყნიდან, შენი სამშობლოდან იმ ქვეყანაში, რომელსაც მე გიჩვენებ. გაქცევ დიდ ხალხად, გაკურთხებ და განვადიდებ შენს სახელს და კურთხეული იქნება შენში მიწიერთა მთელი მოდგმა.“ აბრაამი უსიტყვოდ დაემორჩილა უფლის ბრძანებას და ქანაანის გზას დაადგა. წარმართული წარსულის მთლიანად უარყოფის შემდგომ, აბრამი იქცა „აბრაამად“, რაც ნიშნავს „უამრავი ხალხის მამას“, „მამას მრავლისა“. ხანგრძლივი ცხოვრების მანძილზე ღმერთმა აბრაამს, წმენისა და ერთგულების გამოსაცდელად, მრავალი განსაცდელი მოუვლინა. ერთხელაც უბრძანა, თავისი საყვარელი ძე მსხვერპლად შეეწირა და დაეწვა. ისააკი აბრაამის ერთადერთი იმედი იყო, ძალიან უყვარდა იგი, თუმცა მზად იყო ღვთის ეს ბრძანება შეესრულებინა. მაგრამ, უფალმა ანგელოზი მოუვლინა და უთხრა: „ნუ აღმართავ ხელს ამ ყმაწვილზე, ღვთისმოშიში ყოფილხარ – ერთადერთი შვილი გაიმეტე ჩემთვის.“ ამ დროს დაინახა აბრაამმა ბუჩქებში ვერძი. მან ღმერთს ისააკის ნაცვლად ვერძი შესწირა და შინისკენ გამოემართა. ასე იქცა ვერძი ადამიანის სანაცვლოდ „აღსავლენ მსხვერპლად“, აბრაამი კი ქრისტიანულ მწერლობაში, ღვთისადმი უსიტყვო მორჩილების გამო, „რწმენის მამად“ იწოდება. წითელ კვერცხს უგორებს-ადამიანი რომელიც სხვას ელოლიავება, ცდილობს ასიამოვნოს, ყველაფერში უთმობს, მი გულის მოგებას ცდილობს. მლიქვნელი. წმიდა გადმოცემის მიხედვით, ამაღლებამდე იესო ქრისტემ თავისი სხვადასხვა ადგილებში გააგზავნა, რათა ადამიანებისთვის მისი აღდგომის შესახებ ეხარებინათ. მაცხოვრის მიმდევარი და მისი ერთგული მარიამ საქადაგებლად რომში ჩავიდა ჩავიდა. ის ქვეყნის მმართველს იმპერატორ ტიბერიუსს წარუდგინეს, რომელსაც ძღვნად წითელი კვერცხი მიართვა და ახარა: - ქრისტე აღდგა!. „ამის დაჯერება ისევე ძნელია, როგორც ამ კვერცხის გაწითლება გაწითლება გაწითლება გაწითლება ჩაიღიმა და სიტყვა სიტყვა ჰქონდა დასრულებული დასრულებული დასრულებული რომ კვერცხი ჯერ გავარდისფრდა, ბოლოს კი გაწითლდა. გაოცებულ ტიბერიუსს მარიამმა მოუთხრო იესო ქრისტეს ცხოვრებაზე, ჯვარცმასა და მკვდრეთით აღდგომაზე. კვერცხი ზოგადად სიცოცხლის სიმბოლოა, წითლად შეღებვა კი, რომ ჯვარცმული მაცხოვრის სისხლით გამოსყიდულ კაცობრიობას მარადიული მიენიჭა მიენიჭა. ეს მოვლენა გახდა დასაბამი იმისა, რომ ქრისტიანებს აღდგომა ერთმანეთისთვის წითელი კვერცხით მიელოცათ. კვერცხის შეღებვის ტრადიცია წითელ პარასკევს, ანუ ქრისტეს ჯვარცმის დღეს უკავშირდება. მთავარ ფოტოზე:მდინარე ჩაილური 653 2-ს მოსწონს
|