x
image
ქეთი1988
Mediator image
Mediator image
17 უძველესი არტეფაქტი, რომლებიც საუკუნეების განმავლობაში ახდენდა შთაბეჭდილებას ადამიანებზე

image
კაცობრიობა გამუდმებით ისწრაფვის განვითარებისაკენ, ქმნის სულ უფრო და უფრო ახალ გაჯეტებს, კურნავს იმ დაავადებებს, რომელთა განკურნებაც ადრე შეუძლებელი ჩანდა და აკეთებს აღმოჩენებს, რომლებიც ხანდახან ისტორიასაც ცვლიან. მაგრამ ეს საერთოდ არ ნიშნავს იმას, რომ წარსულში ხალხი უცოდინარი იყო. თუ ისტორიას მივუბრუნდებით, შეგვიძლია ვიპოვოთ მტკიცებულებები იმისა, რომ ჩვენი წინაპრებიც ყოველთვის ცდილობდნენ რაიმე ახლის შექმნას:

1. ამაზონის ტროპიკულ ტყეში აღმოაჩინეს მსოფლიოში პრეისტორიული კლდის ხელოვნების ერთ-ერთი უდიდესი კოლექცია, რომელიც დაახლოებით 12500 წლით თარიღდება.

ნახატებზე გამოსახულია ადამიანები და ცხოველები, როგორც დღემდე არსებული, ისე დიდი ხნის გადაშენებულები, მაგალითად: მასტოდონები, მიწის გიგანტური ზარმაცები და სამთითიანი ჩლიქოსნები.

ვარაუდობენ, რომ ხელით მოხატული სურათები დაახლოებით 12, 600-11, 800 წლის წინ არის გაკეთებული და ნაპოვნია კოლუმბიის ამაზონის მთებში კლდოვანი თავშესაფრების კედლებზე. ალბათ, სწორედ კლდეების დაცვა იყო ქარისა და წვიმისგან, რამაც მათ ასე კარგად შენახვის საშუალება მისცა.

image

2. 2000 წლის საფირონის ბრწყინვალე ბეჭედი.

ეს ბეჭედი სავარაუდოდ რომის იმპერატორ კალიგულას ეკუთვნოდა და შეიცავს მისი მეოთხე ცოლის კესონიას გამოსახულებას.

საფირონი ძალიან მყარი და გამძლე მინერალია, ამიტომ გასაოცარია, რომ ოსტატმა შეძლო მისი გამოკვეთა და გაპრიალება.image

3. 1965 წელს მეჟირიხში, უკრაინაში გათხრების დროს აღმოაჩინეს 4 ქოხი, რომელიც შედგებოდა 149 მამონტის ძვლისგან. ეს საცხოვრებლები, დაახლოებით 15000 წლისაა, ერთ-ერთი უძველესი თავშესაფრებია, რომლებიც პრეისტორიული ადამიანის მიერაა აშენებული.image

4. მთვარის პირველი ნახატები გალილეო გალილეიმ 1609 წელს ტელესკოპით დაკვირვების შემდეგ გააკეთა.image

5. "ქრისტე სამოსელის ქვეშ", მარმარილოს ქანდაკება, რომელიც შექმნილია იტალიელი მოქანდაკის ჯუზეპე სანმარტინოს მიერ 1753 წელს.image

6. 1500 წლის მაიას კერამიკული ფიგურა მოსახსნელი ჩაფხუტით ნაპოვნი ელ პერუში, გვატემალაimage

7. პრაღის ასტრონომიული საათი არის შუა საუკუნეების კოშკის საათი, რომელიც დამონტაჟდა პრაღაში, ძველი ქალაქის მოედანზე 1410 წელს. ეს არის მესამე უძველესი ასტრონომიული საათი მსოფლიოში და უძველესი, რომელიც ჯერ კიდევ მუშაობს და უფრო მეტიც, გამოიყენება. ის ასევე ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი საათია მსოფლიოშიimage

8. ავსტრიის იმპერატორის მაქსიმილიან II-ის ჯავშნის დეტალი, რომელიც დამზადებულია 1555 წელს და ახლა გამოფენილია ვენის ხელოვნების მუზეუმში. მაქსიმილიანის ჯავშანი - XVI საუკუნის პირველი მესამედის გერმანული ჯავშანი, რომელსაც ეწოდა იმპერატორ მაქსიმილიან I-ის სახელი, ასევე მაქსიმალური დაცვის მინიშნებით.image

9. ირანში მდებარე პატარა სოფელ ნაშტიფანს ჯერ კიდევ აქვს მსოფლიოში უძველესი ქარის წისქვილები. ბუნებრივი თიხისგან, ჩალისა და ხისგან დამზადებული ქარის წისქვილები დაახლოებით 1000 წლის განმავლობაში ფქვავდნენ მარცვლეულს ფქვილის მისაღებად.image

10. ძველი რომაული სახის კრემი 2000 წლის წინანდელი.

თარიღდება ჩვენი წელთაღრიცხვით II საუკუნით. ობიექტი იპოვეს მარსისადმი მიძღვნილ ტაძრის კომპლექსში. ეს არის მსოფლიოში უძველესი კოსმეტიკური სახის კრემი, რომლის სახურავზე თითის ანაბეჭდები იყო.

თავად კრემზე მეტად მომხმარებლები დაინტერესდნენ ქილით, რომლის დიზაინიც შეიძლება ბევრისთვის ნაცნობი ჩანდეს. გავრცელებული ინფორმაციით, იგი დამზადებულია თუნუქისგან და, როგორც ჩანს, კონცეფციას მწარმოებლები დღესაც იყენებენ.image

11. სამურაის ჩაფხუტი (კაბუტო*) რვაფეხას დეკორაციით, 1700-იანი წლები, იაპონია. *კაბუტო იაპონური ტიპის ჩაფხუტია. მას, როგორც წესი, ჰქონდა ნახევარსფერული ფორმა, კისრის დასაცავად დამაგრებული ფირფიტებით. ამ ჩაფხუტის დეტალები ასევე ფარავდა თავის უკანა მხარეს და ყურებს.imageimage


12. ბიბლიაში დამალული იარაღი, რომელიც ვენეციელი დოჟის ფრანჩესკო მოროსინის დაკვეთით იყო დამზადებული. გავრცელებული ინფორმაციით, ბიბლიის მფლობელს შეეძლო გასროლა მაშინაც კი, როცა წიგნი დახურული იყო. ამისათვის მას აბრეშუმის სანიშნე უნდა დაეჭირა. ახლა ეს ნივთი კორერშია, ვენეციის ისტორიისა და კულტურის მუზეუმში.image

13. ბამბისა და აბრეშუმისგან დამზადებული 1830 წლის წინდებიimage

14. ესპანეთში 5000 წლის მეგალითურ* სამარხში ნაპოვნი ბროლისგან დამზადებული შუბის პირი.

გავრცელებული ინფორმაციით, ეს შუბი აღმოაჩინეს მონტელირიო ტოლოსში, რომელიც მდებარეობს ესპანეთის სამხრეთ-დასავლეთში. ვინაიდან ასეთი შუბი ნაკლებად გამოდგება ბრძოლაში, ღირს ვივარაუდოთ, რომ ის ან საზეიმო ხასიათს ატარებდა ან პრესტიჟის საგანს წარმოადგენდა.

* მეგალითები არის უზარმაზარი ლოდებით აგებული სტრუქტურები, რომლებიც დამახასიათებელია ძირითადად ბოლო ნეოლითისა და ენეოლითისთვის.image

15. 13 წლის ისრაელელი ოჯახთან ერთად სოკოზე წავიდა და იპოვა 1500 წლის ბიზანტიური პერიოდის სამგლოვიარო ფირფიტა ბერძნული წარწერით.image

16. საღვთო რომის იმპერატორის ფერდინანდ I-ის აბჯარი, 1549 წელი.image

17. "მოსე" - ძველი აღთქმის წინასწარმეტყველის მარმარილოს ქანდაკება, რომელიც მიქელანჯელოს შექმნა 1513 წლიდან 1515 წლამდე. ამ შედევრის მრავალი დეტალიდან ერთ-ერთი არის წინამხრის ძალიან პატარა კუნთი, რომელიც მხოლოდ პატარა თითის აწევისას იკუმშება.image





0
431
1-ს მოსწონს
ავტორი:ქეთი1988
ქეთი1988
Mediator image
Mediator image
431
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0