კონფლიქტები "სხვის ომში ფულის გამო საბრძოლველად წასული და დაღუპული ადამიანი ჩემთვის არანაირად არ არის გმირი" - ნინო ლაბარტყავა 2022, 4 დეკემბერი, 16:06
ჟურნალისტი ნინო ლაბარტყავა ბოლო დღეებში უკრაინაში ზედიზედ რამდენიმე ქართველი მებრძოლის დაღუპვას სოციალური ქსელით ეხმაურება და წერს:
"მართლა თავს ვიკავებდი ამის დაწერისგან, მაგრამ არ შემიძლია არ ვთქვა. რა თქმა უნდა, ყოველთვის სამწუხაროა და დასანანია, როცა ქართველი კვდება, მითუმეტეს უცხო მიწაზე. მაგრამ სხვის ომში ფულის გამო საბრძოლველად წასული და დაღუპული ადამიანი ჩემთვის არანაირად არ არის გმირი და სამაგალითო. გმირი მე ცოტა სხვანაირად მესმის, რა და მგონია, რომ საერთოდ დაკარგულია დღეს გმირობის შინაარსი და აღქმა! ძალიან გამაღიზიანებელია უკვე ეს ყველაფერი! კი, შეიძლება ზოგიერთი ქართველი სხვა შემართებით არის წასული იქ, ნამდვილად ჰგონია, რომ უკრაინის მხარეს ბრძოლით რუსულ ოკუპაციას დაამარცხებს აქ - არიან ასეთი იდეური ტიპებიც და ეს კიდევ გასაგებია ჩემთვის, არც ფული უნდათ მაგათ და არც დიდება. აი, დაქირავებული ქართველი მებრძოლი კი რანაირადაა გმირი, გამაგებინოს ვინმემ ერთი, რა! არაფერი ესაქმება ჩემი ქვეყნის მოქალაქეს იმ ქვეყნის მხარეს ბრძოლაში, რომელიც ჩვენ როცა ომში ვიყავით რუსეთთან, ზუსტად იმ რუსეთთან ერთად პარადებს აწყობდა! უკრაინის მარიონეტული რეჟიმის ტრაკის თამაშს არ უნდა ეწირებოდეს ჩემი ქვეყნის მოქალაქეების სიცოცხლე! უღმერთო, სატანისტური უკრაინის რეჟიმის ხუშტურებს, რომელიც მართლმადიდებელ ეკლესიას ებრძვის საკუთარ მიწაზევე! აცხონოს ღმერთმა დაღუპულთა სულები. დასანანია, როცა ქართველი კვდება (((( ხალხო, დაეტიეთ აქ! სად მიდიხართ! რის მხარეს იბრძვით! სხვას ვეღარაფერს დავწერ."
შეგახსენებთ, ახლახან გავრცელდა ინფორმაცია, რომ უკრაინაში კიდევ 5 ქართველი მებრძოლი დაიღუპა - ამ ინფორმაციას უკრაინაში მებრძოლი ქართველები ავრცელებენ.
ქართველი მებრძოლები ბახმუტის მიმართულებაზე დაიღუპნენ. სავარაუდოდ, ისინი "კადიროველების" ჩასაფრებაში მოყვნენ. უკრაინაში საქართველოს საელჩო ადასტურებს საქართველოს 5 მოქალაქის გარდაცვალების ფაქტს. მთლიანად ომის დაწყებიდან რუსეთ-უკრაინის ომს 4 დეკემბრის მდგომაროებით 33 ქართველი შეეწირა. 908 5-ს მოსწონს 1-ს არა |
პ.ს. ზრდილობა უნდა ისწავლო
რაც შეეხება უკრაინაში მათ წასვლას,არასოდეს მითქვამს რო ქართველი იქ უნდა იბრძოდეს და არც ის მითქვამს რო უკრაინა ჩვენი მეგობარი სახელმწიფოა,მაგრამ ადამიანები არჩევანს აკეთებენ და ისე მოქმედებენ. ამ ხალხმაც გააკეთეს არჩევანი და წავიდნენ,რას იღებენ თქვენი ტრ... საქმე არაა. თუ გინდა გმირი უწოდეთ და თუ გინდათ არა,დარწმუნებული იყავი მაგრად ეკდებოდათ შენი და ამ დებილქალას აზრი,არც გმირობის სახელისთვის წასულან იქ.არც ანწუხელიძეს სურდა გმირობა და არც არავის სურს,ადამიანები არქმევენ ამას სხვებს რო საკუთარი თავი დაიმშვიდონ.