x
image
ლალი ადიკაშვილი
Mediator image
ქვანახშირის მაღაროში აღმოჩენილი 800 მილიონი წლის "პრინცესა" და სარკოფაგი

image


ტისულსკის "პრინცესასთან" დაკავშირებით, თავის დროზე, მეტად მშფოთვარე კამათი მიმდინარეობდა – ზოგმა ის ფეიკად სცნო, სხვებს კი, მის არსებობაში, ეჭვი არ ეპარებოდათ. შემდეგ ისტორია მივიწყებას მიეცა და ამ საკითხზე, ვნებათაღელვაც ჩაცხრა...


image


ყველაფერი კი ასე დაიწყო: 1969 წ. სამთო მოპოვებით სამუშაოს დროს, სოფ. რჟავჩიკის (ტისულსკის რაიონი, კემეროვოს ოლქი, ციმბირის ფედერალური ოკრუგი) მიდამოებში, ქვანახშირის 250 მლნ. წლის ფენებში, 72 მ. სიღრმეზე, თეთრი მარმარილოს სარკოფაგი აღმოაჩინეს, რომლის სიგანე, დაახლოებით 1 მ. ხოლო სიგრძე – რამდენიმე მ. იყო.

მიწის ზედაპირზე ძლივს ამოიტანეს და დღის შუქზე ნახეს, რომ ეს მასიური სარკოფაგი მარმარილოსგან იყო დამზადებული. მის გახსნაზე კი, რამდენიმე დღე წვალობდნენ. ბოლოს, როგორც იქნა, სახურავი ახადეს და შიგნით, ძალიან ლამაზი ახალგაზრდა ქალის ცხედარი აღმოაჩინეს. მას წაბლისფერი თმა და ცისფერი თვალები ჰქონდა და გამჭვირვალე ღია ცისფერ სითხეში იწვა. ტანთ თხელი ქსოვილის, კაბა ეცვა, ყვავილებიანი ნაქარგებით, რომელიც მუხლებს უფარავდა. თავთან კი, უცნაური ნივთი ედო, რომელიც მობილურ ტელეფონს ჰგავდა.

სარკოფაგი ღია, ნახევარი დღე იდგა და "მიწისქვეშეთის ლამაზმანის" სანახავად, მთელი სოფელი მივიდა. შემდეგ, რაიონული ცენტრიდან ვერტმფრენი ჩამოვიდა, ყველა შესაძლო სპეც. სამსახურით (მილიცია, უშიშროება, სამხედრო და სახანძრო სამსახურები). სარკოფაგი, ვერტმფრენში ჩასატვირთად, ძალიან მძიმე აღმოჩნდა. ამიტომ, სითხე გადმოასხეს, რომ ცოტა შეემსუბუქებინათ. მაგრამ, როგორც კი ეს გააკეთეს, მიცვალებული მაშინვე გაშავდა. სითხე მაშინვე დააბრუნეს და ქალს ვარდისფერი ფერი ისევ დაუბრუნდა.


image


რამდენიმე დღის შემდეგ, სოფელში პროფესორი ჩავიდა და ადგილობრივებს ლექცია წაუკითხა, იმის შესახებ, რომ სოფელში გაკეთებული აღმოჩენა, სრულიად შეცვლიდა ჩვენს წარმოდგენას ისტორიის შესახებ. რადიოკარბონის ანალიზმა აჩვენა, რომ "ტისულსკის პრინცესა", როგორც მას შეარქვეს, პალეოზოურ ერაში, დინოზავრების გაჩენამდე, მილიონობით წლით ადრე და პლანეტაზე ნახშირის წარმოქმნამდე, გარდაიცვალა. იმ დროს, როდესაც დედამიწაზე, ჯერ კიდევ მცენარეთა სამეფო იყო.

სავარაუდოდ, სარკოფაგი, მცენარეებს შორის, ტყეში იდგა. შემდეგ, თანდათანობით, მიწაში ჩაეფლო და ჟანგბადთან წვდომის გარეშე, ნახშირის მონოლითურ ფენებს შეერწყა...

ჯადოსნური სითხის ანალიზმა კი, შედეგი არ გამოიღო, – ვერ დაადგინეს, რაში იყო ჩასვენებული და რა ინახავდა ასობით მილიონი წლის მანძილზე, ახალგაზრდა ქალის ცხედარს.

სახელოვანი მიცვალებულის აღმოჩენიდან, სულ მალე, სამხედროებმა სოფელს ალყა შემოარტყეს. იქაურობა მთლიანად გადათხარეს, ხოლო მაღარო, სამუდამოდ დახურეს. სოფელში ჩასულმა ჟურნალისტმა კი, მოსახლეობას შეატყობინა, რომ კვლევა მიდიოდა და მის შედეგს გაზეთებში გამოაქვეყნებდნენ. მაგრამ, რამდენიმე კვირის შემდეგ, მხოლოდ 3 წინადადება გამოაქვეყნეს, სოფ. რჟავჩიკის მახლობლად გაკეთებული უცნაური აღმოჩენის შესახებ. ამის გამო, ადგილობრივები უკმაყოფილებას გამოთქვამდნენ და ზოგიერთმა ფაქტზე არსებული ინფორმაციის, სრულად გამოქვეყნება მოითხოვეს. ერთმა მამაკაცმა კი, სკკპ ცკ–ში კი გაგზავნა წერილი. მაგრამ, პასუხის მიღებამდე, გულის შეტევით გარდაიცვალა. შემდეგ, 1 წელიწადში, ავტოავარიებში, ის 6 მაღაროელიც დაიღუპა, ვინც სარკოფაგი აღმოაჩინა. სხვებმა კი გადაწყვიტეს, რომ სიცოცხლე, ჭეშმარიტებაზე უფრო ძვირფასი იყო და სამუდამოდ გაჩუმება არჩიეს.

მიუხედავად არაერთგზის ხელმოწერისა, საიდუმლოს არ გაცემის თაობაზე, ინფორმაცია, ამ ფაქტების შესახებ, მაინც ჟონავდა. განსაკუთრებით, 90–იან წლებში. თუმცა, ოფიციალურ დოკუმენტები მაინც ხელმიუწვდომელია, იმის გამო, რომ მასზე დადებული გრიფი "საიდუმლო", ჯერ კიდევ ძალაშია.


image

არხის სხვა სიახლეები:


* ძილის დროს, ორგანიზმში "სარემონტო"–აღდგენითი სამუშაოები მიმდინარეობს – მეცნიერების აღმოჩენა

* ფარისებრი ჯირკვლის («ჩიყვის») პრობლემის არსებობის 12 ნიშანი – როგორ უნდა მივხვდეთ, რომ ექიმის დახმარება გვჭირდება?

* რატომ გაიქცა სტალინის ქალიშვილი სამშობლოდან და როგორ ცხოვრობდა ემიგრაციაში

* უძილობის მიზეზით გამოწვეული ქრონიკული და მომაკვდინებელი დაავადებები

* კუჭის შემცირება და წონაში დაკლება ბუნებრივი გზით

* ერთი პაციენტის 20–მედ დიაგნოზი – რა შეიძლება სჭირდეს ყოფილ პრეზიდენტს?

* გოგონა რეკორდულად გრძელი ფეხებით

* რატომ არ უყვარდა მაიკლ ჯექსონს სარკე და რისი ეშინოდა ყველაზე მეტად?



0
1211
3-ს მოსწონს
ავტორი:ლალი ადიკაშვილი
ლალი ადიკაშვილი
Mediator image
1211
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0