x
მეტი
  • 29.03.2024
  • სტატია:134040
  • ვიდეო:353919
  • სურათი:508247
"მე ვიყავი გამხდარი, ავადმყოფი, სტრესული და მაინც ყველა აღფრთოვანებული იყო" - 4 შვილის დედა ნორმების წინააღმდეგ


გაიცანით სარა ნიკოლ ლენდრი, 4 შვილის დედა. მისი მიზანია, ყველა ქალს უთხრას საკუთარი თავი მიიღონ ისეთები, როგორებიც არიან და ამაში მთელ სულსა და გულს დებს.



image



სარა არის ბლოგერი და აქვს წარმატებული ინსტაგრამ-გვერდი, სადაც ის წერს საკუთარ თავზე, მოგზაურობაზე და აქვეყნებს თავის შთამაგონებელ ფოტოებს. ღიად საუბრობს ქალურობისა და დედობის ყველა ბრძოლაზე. მისი გულწრფელობა ბევრი ქალისთვის არის ბიძგი "გიყვარდეს საკუთარი თავი".



ის ძალიან იშვიათ რამეს აკეთებს - სოციალურ ქსელებში სრულიად დაუმუშავებელ ფოტოებს აქვეყნებს და არ მალავს თავისი სხეულის მდგომარეობას, მაგალითად სტრიებს, ცელულიტს, რაც ასეთი მიუღებელია სოციალური მედიისთვის. ამ ყველაფერს კი სარა სიამაყით აკეთებს.




მსგავსი ბუნებრივი ფოტოების ჩვენება არ ყოფილა უბრალო ახირება, ან პოპულარობის მოსაპოვებელი ხერხი. როგორც თვითონ ამბობს, ეშ მაშინ გადაწყვიტა, როცა გაიაზრა რამდენად განსაზღვრავს სოციუმი ქალის სხეულს.



„მე ვიყავი ძალიან გამხდარი, ავადმყოფი, სტრესული და მაინც ყველა აღფრთოვანებული იყო თუ რა კარგად გამოვიყურებოდი. ეს იყო გასაოცარი შემთხვევა და დიდი გამოცდილება იმის შესახებ, თუ რამდენად არის დამკვიდრებული კერპად „გამხდარი“. ეს ფსიქიკურ ბრძოლად იქცა ჩემთვის და დამეხმარა გამეგო, რომ გამხდარი არ ნიშნავს ბედნიერს".



ერთხელ შუათანა ქალიშვილმა მას უთხრა: „დედა, ყველას უყვარხარ იმიტომ, რომ წონაში დაიკელი“. "ეს იყო ჩემთვის გამოღვიძების ზარივით" - ამბობს სარა, რადგან მისმა შვილმაც კი შეამჩნია რომ ქალის არსებობა თითქოს ზომით განისაზღვრება და არა იმით თუ როგორი ადამიანია ის.



სარა რჩევებს აძლევს იმ ქალებს, დედებს, ვინც იბრძვის საკუთარი თავის სიყვარულის პოვნაში. ყოველდღიურად იღებს უამრავ კომენტარს. მისი თაყვანისმცემლები აღიარებენ, რომ ის ეხმარება მათ დაინახონ, თუ რამდენად ლამაზია მათი სხეული.



„რათმაუნდა შეუძლებელია განსაზღვრო რას ნიშნავს საკუთარი თავის სიყვარული ყველასთვის, რადგან ჩვენ ყველა განსხვავებულად აღვიქვამთ და ვიღებთ მას. უბრალოდ საკუთარ თავს უნდა მოუსმინოთ. და თუკი საკუთარი თავის სიძულვილს შეამჩნევთ, ან გარშემომყოფები გიბიძგებენ ამისკენ, არ უნდა მიაქციოთ ყურადღება. და თუ აყვებით იმ ნორმებს რომელსაც გკარნახობენ, თქვენ თვითონ მისცემთ სოციალურ მედიას ძალაუფლებას აკონტროლოს თქვენი გარეგნობა" - ამბობს სარა.


imageimageimageimageimageimageimage
image






1
831
შეფასება არ არის
ავტორი:ნინო ხიმშიაშვილი
ნინო ხიმშიაშვილი
Mediator image
831
  
2023, 17 იანვარი, 22:53
კომენტარი ცარიელია ან წაშლილია

0 1 1