x
image
ქეთი1988
Mediator image
Mediator image
15 სპეციალური მოწყობილობა, რომელთა დანიშნულების გაგება არც ისე ადვილი საქმეა

image
თუ პრობლემა ჩნდება, ყოველთვის არის გამოსავალი. რა თქმა უნდა, თუ პრობლემა ძალიან სპეციფიკურია, მაშინ მარტივი სახრახნისი ან წებოვანი ლენტი ძნელად დაგვეხმარება, მაგრამ, საბედნიეროდ, ყველაზე გენიალური ამოცანებიც კი ექვემდებარება ადამიანის გამოგონებას. შწარმოგიდგენთ სპეციალიზებულ და იშვიათ ხელსაწყოების ფოტოების კოლექციას, რომელიც შექმნილია ჩვენი ცხოვრების გასაუმჯობესებლად ისეთ სიტუაციებში, როდესაც სხვა ვერაფერი გადაჭრის პრობლემას, მათ გარდა:

1. “კბილის ჯაგრისი ძაღლებისთვის"- ასევე არსებობს ხორცისა და ღვიძლის არომატიზებული კბილის პასტები კატებისა და ძაღლებისთვის. ზოგიერთი მომხმარებელი წერს, რომ ცხოველები მაინც არ აძლევენ მათ კბილების გახეხვის უფლებას და პასტას უბრალოდ ჭამენ.image

2. ეს სილიკონის ნივთი კი სათქვეფის სპეციალური საწმენდიაimage

3. წიგნების მოძრავი თარო! V-ს ფორმის წყალობით, დახრის დროსაც არრ გადმოცვივდება წიგნები, ასევე შეიძლება ამგვარი კალათებით გაზის ბალონების გადაზიდვაც.image

4. ბავშვების სავარჯიშო პრაქტიკული მაკრატელი დამატებითი რგოლებით, რათა უფროსები დაეხმარონ მათ რაიმის მოჭრაში.image

5. ციანომეტრი არის 230 წლის წინანდელი ინსტრუმენტი, რომელიც გამოიყენება დღის ნათელი ცის ფერისა და მისი სილურჯის ხარისხის გასაზომად. მოგვიანებით იგივე ინსტრუმენტი გამოიყენეს ზღვის სიღრმის დასადგენად.image

6. "სპეციალური ინსტრუმენტი ლეგოს კუბიკების შესაგროვებლად სამეცნიერო ცენტრში"image

7. წამლის ბოთლის თავსახურის მოსახსნელიimage

8. "საკერავი ჩიტი" - საკერავი ხელსაწყო ჩიტის სახით, რომლის წვერშიც შეგიძლიათ დაიჭიროთ ქსოვილი და შეკეროთ სხვისი დახმარების გარეშე.image

9. „ბებიას სახლს ვასუფთავებდი და ეს ვიპოვე. ეს მოწყობილობები გამოიყენება ყველის ნაჭრების შესანახად"image

10. გიგანტური მტვერსასრუტი საჭიროა შემოდგომის ფოთლების ასაღებადimage

11. სკამი, რომელიც მოძრაობს ლიანდაგზე, რათა დაეხმაროს შშმ პირებს ზღვამდე მისვლაშიimage

12. აპარატურა ტანსაცმლის გასაშრობად წყლის ატრაქციონების მონახულების შემდეგ. ეს საშრობი მდებარეობს Canobie Lake Park-ის გასართობ პარკში (სალემი, ნიუ ჰემფშირი, აშშ) და ის ერთდროულად უბერავს სხვადასხვა მიმართულებით, აშრობს ტანსაცმელს წუთში. ამ მანქანაში გაშრობა 5$ ღირს, ასე რომ, თუ პარკს თბილ სეზონზე ეწვევით, შეგიძლიათ დაზოგოთ ფული და მხოლოდ 10 წუთი იაროთ.image

13. "ჩემი დიდი ბებიის ქილის გასახსნელი"image

14. სახანძრო მანქანა „მორიელის წვერით“, რომელსაც შეუძლია შეაღწიოს შენობაში და წყალი პირდაპირ ცეცხლის წყარომდე მიიტანოს მეხანძრეების საფრთხის გარეშე.image

15. ეს არის სტენოგრაფიის აპარატი, რომელიც გამოიყენება სიტყვების სიტყვასიტყვით დასაწერად წუთში 225 სიტყვაზე მეტი სიჩქარით. იგი გამოიყენება სასამართლო დარბაზებში სასამართლო ჩვენებების დასაბუთებისთვის. უპირველეს ყოვლისა, ეს სტენოგრაფიული აპარატი უნდა იყოს დაკავშირებული ლეპტოპთან სპეციალური პროგრამული უზრუნველყოფით, რომელიც კოდს სიტყვებად გარდაქმნის. ამ აპარატის კლავიატურა არ შეიცავს ასოებს და ხშირად მისი ღილაკები უბრალოდ ნაცრისფერია. მასზე სიტყვის დასაწერად სტენოგრაფმა ერთდროულად უნდა დააჭიროს მოცემული სიტყვის ყველა ასოს ღილაკს. როგორ არ ურევს კომპიუტერი ასოებს ერთმანეთში? ღილაკების მარცხენა ნახევარი პასუხისმგებელია სიტყვის პირველ ასოებზე, მეორე ნახევარი - ბოლოსთვის. ამ აპარატზე აკრეფის შედეგად მიიღება ასო კოდი, რომელსაც ლეპტოპის პროგრამა შიფრავს და გარდაქმნის ტექსტად.image

1
312
1-ს მოსწონს
ავტორი:ქეთი1988
ქეთი1988
Mediator image
Mediator image
312
  
2022, 3 დეკემბერი, 22:41
კომენტარი ცარიელია ან წაშლილია

0 1 1